წარმატების ფორმულა
მეცნიერთა აზრით, დროის დაგეგმვის სირთულე დროის აღქმაში დევს. ადამიანთა უმრავლესობა დროს აღიქვამს, როგორც რაღაცა ხელშეუხებელს. ადამიანები ფიქრობენ, ქაოსი რომ მოაწესრიგო, უნდა მოაწესრიგო გარე გარემო, სივრცე და არა დრო, იმიტომ რომ სივრცე ხილულია, დრო კი არა. დროს ადამიანები ვერც ხედავენ და ვერც ხელით ეხებიან, ადამიანებს მისი არც დაგროვება შეუძლიათ და არც ფიზიკური ადგილის შეცვლა. არადა, ადამიანებს დროში უხდებათ ცხოვრება და საქმიანობა და ამ დროს მათ ანგარიში უნდა გაუწიონ. დრო უნდა ეყოს მათ საქმიანობას, ანდა პირიქით, საქმიანობა უნდა ჩაეტიოს დროში.
თუ თქვენ გინდათ, რომ გახდეთ წარმატებული ადამიანი, უნდა შეგეძლოთ თქვენი პირადი დროის მართვა. ეს გამოთქმა საკმაოდ პირობითია, რადგან დრო თქვენგან (და საერთოდ ადამიანებისგან) დამოუკიდებლად არსებობს და თქვენ მის მართვას ვერ შეძლებთ. მართლაც, რა შეგიძლიათ, დღე-ღამეს გადააქცევთ 40 საათად თუ წელიწადს 500 დღე-ღამედ? რა თქმა უნდა, არც ერთი და არც მეორე. თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ თქვენი საქმეები მართოთ ოპტიმალურად დროში, რომლის სიდიდე უცვლელი მოცემულობაა _ დღე-ღამეში 24 საათი, წელიწადში 365 დღე-ღამე. მაშასადამე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ დროის მართვაზე, ანუ დროის მენეჯმენტზე, ვგულისხმობთ დროში (დღე, კვირა, თვე, წელიწადი) ჩვენი საქმეების მართვას, მათ პრიორიტეტიზაციას და ოპტიმიზაციას, ფაქტობრივად კი ჩვენი თავის მართვას (თვითმენეჯმენტი). თუ ჩვენ ცხოვრებას გარკვეულ მოგზაურობად (დროში მოგზაურობა:
დაბადება F ბავშვობა ყრმობაF მოწიფულობა Fდაბერება
წარმოვიდგენთ, მაშინ მისი დროის მენეჯმენტი
4 ელემენტისაგან შედგება
- ფილოსოფია (რატომ ვმოგზაურობთ?)
- სტრატეგია (საით ვმოგზაურობთ?)
- ტექნოლოგია (რითი ვმოგზაურობთ?)
- ეფექტიანობა (როგორ ვმოგზაურობთ?
როგორც ამ მსჯელობიდან ჩანს, დროის მენეჯმენტი, ანუ დროის მართვა პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი ცხოვრების მიზანთან. თუ ის ნათლად არ გაქვთ წარმოდგენილი, შეიძლება თქვენი პირადი დროის მართვაში მართლაც გადადგათ რაღაც ნაბიჯები, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ, რადგან არ იცით, რა გინდათ. იმისათვის, რომ დროის დაგეგმვა და მართვა შევძლოთ, უნდა შევცვალოთ დროსთან დამოკიდებულება,მისი აღქმა. იგი უფრო თვალსაჩინოდ, ზოგადი სახით უნდა წარმოვიდგინოთ. დროის დაგეგმვაში ხელს გვიშლის სამი დონის ბარიერი:
პირველი დონე _ ტექნიკური შეცდომები.
ეს არის დროის
დაგეგმვის მიდგომაში არსებული ადვილად გამოსწორებადი მეთოდური შეცდომები. მთავარია, გამოიყენოთ ახალი მიდგომები, ანდა ახალი მეთოდები. თუ ამას გააკეთებთ, პრობლემა გადაწყვეტილი იქნება.ამიტომ კონკრეტულად ჩამოყალიბდით იმაზე, რა გსურთ. ეს ქმედება თქვენ მომენტალურად გამოგყობთ მოსახლეობის ნაცრისფერი მასისგან, იმიტომ ,რომ ადამიანების მხოლოდ 10%-მა იციან, რას სურთ მათ სინამდვილეში. ეს ადამიანები აღწევენ გაცილებით მეტს, ვიდრე სხვები.დაწერეთ თქვენი სურვილები ფურცელზე. მხოლოდ 3% ზრდასრული ადამიანებისა წერენ ფურცელზე საკუთარ მიზნებს. და როდესაც თქვენ იღებთ ფურცელს და წერთ საკუთარ მიზნებს, თქვენ გადაინაცვლებთ უკვე ადამიანების იმ საუკეთესო 3%-ში. და გთხოვთ დაიმახსვორეთ: თქვენ არ ხართ ის, რაც გსურთ ან რისკენაც მიილტვით, თქვენ ხართ ის, რასაც აკეთებთ. და თუ თქვენ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებს ადამიანების მხოლოდ 3%, თქვენ აუცილებლად მოხვდებით მათ რიცხვში
მეორე დონე _ გარეგანი ფაქტორები. ეს ფაქტორები თქვენს გარე გარემოში არიან და თქვენი კონტროლი მათზე არ ვრცელდება. თქვენ მათთან არავითარი ურთიერთობა არა გაქვთ, მაგრამ ისინი ზღუდავენ დროის მართვაში თქვენს შესაძლებლობებს. საჭიროა ამ ფაქტორების თავიდან აცილება.
მესამე დონე _ ფსიქოლოგიური წინააღდმეგობები. ეს თქვენი შინაგანი ძალები და რწმენებია, რომლებიც ხელს გიშლიან მიაღწიოთ იმას, რისი მიღწევაც ცხოვრებაში გინდათ. მაშასადამე, ადამიანის ფსიქიკაში არის რაღაცა ძალები, რომლებიც მის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. განვიხილოთ თითოეული დონე ცალ-ცალკე და მაგალითებით ვაჩვენოთ რა შეცდომები, რა წინააღმდეგობები და რა გარეგანი ფაქტორები უშლიან ადამიანებს ხელს პირადი დროის დაგეგმვასა და ორგანიზებაში.
პირველ დონეზე ტექნიკური შეცდომების დახასიათებისას მეცნიერები 7 სახის შეცდომას ასახალებენ. ესენია:
შეცდომა №1 _ ამოცანების შესასრულებლად შედგენილ
განაწესში არ გამოგიყვიათ კონკრეტული დრო და ადგილი.
შეცდომა №2 _ ამოცანების შესასრულებლად გამოგიყვიათ შეუფერებელი დრო.
შეცდომა №3 _ ამოცანის შესასრულებლად საჭირო დროის ანგარიშში დაშვებული გაქვთ შეცდომა.
შეცდომა №4 _ ამოცანის შესასრულებლად თქვენ არ ხართ შესაფერისი ადამიანი.
შეცდომა №5 _ ამოცანა შესასრულებლად მეტად რთულია თქვენთვის.
შეცდომა №6 _ თქვენ ვერ იხსენებთ, თუ რა უნდა გააკეთოთ.
შეცდომა №7 _ თქვენი სამუშაო სივრცე არ არის ორგანიზებული სათანადოდ
მეორე დონეზე-გარეგანი ფაქტორი ხშირ შემთხვევაში ადამიანზე დამოკიდბეული თუმცა ჯამთელობასტან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია რადგან იწვევს ადამიანში გარკვეულ სახის შეზღუდვებს .ხშირად რადიკალური ცვლილებებიც კი იწვევს ადამიანსი ჯამთელობის გაუარესობას.გარეგან ფაქტორში შედის მეგობრები ან პარტნიორი რომლიც შეიძლება არ აღმოჩნდა ისეთი როგორიც ადამიანს წარმოედგინა.
მესამე დონეზე-ფსიქოლოგიური წინაღმდეგობები გაცილებით მეტია და რთული.მრავალი ადამიანის ცხოვრებაში ხშირია შემთხვევა, როცა ვერ გადაუწყვეტია რა უნდა, ან იცის რაც უნდა, მაგრამ ბავშვობის კომპლექსი, როცა მის სურვილებს და ინტერესებს მშობლები არად აგდებდნენ, ახლაც გრძელდება ადამიანებს უამრავი საქმე აქვთ _ სახლშიც და გარეთაც. ადამიანს უნდა შეეძლოს საქმეების ამ ლაბირინთიდან ამოარჩიოს ის საქმე, რომელიც მას დაეხმარება
სტრატეგიული მიზნის მიღწევაში. ამისათვის მან უპირველესად თავისი სტრატეგიული მიზანი უნდა განსაზღვროს. მაგრამ როგორ მოიქცეს ის მაშინ, როცა როგორც საქმეები, ისე მიზნებიც მრავალი აქვს _ სურს კარიერის გაკეთება, მატერიალური კეთილდღეობა, წარმატება ბიზნესში, კარგი ოჯახის შექმნა და ა. შ.
ასეთ შემთხვევაში ადამიანი იბნევა და საერთოდ ვერაფერს აკეთებს. დროის მენეჯმენტის სპეცალისტები ასეთ შემთხვევაში ადამიანს ურჩევენ მრავალი მიზნიდან ამოარჩიოს ერთი საქმე `ახლავე და აქ~ გასაკეთებლად და მთელი ძალისხმევის კონცენტრაცია მოახდინოს მასზე. შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე და ა. შ. ამასთან, თითოეული ეს საქმე უნდა დაიშალოს, განაწილდეს დროში და ისე შესრულდეს. ასე დაფიქსირებული მიზანი და გეგმა თვალით დასანახ ადგილზე უნდა გამოიკრას და მისი შესრულებული ნაწილები გადაიხაზოს. წინაღმდეგობაში შედის ასევე ორის მნიშვნელოვანი ფაქტორი ქაოსი,ქაოსური ცხოვრება ,ფიქრები და საქმსი დამთავრების შიში.ხშირ შემთხვევაში ადამაინი თავის გასამართლებლად იყენებს ყველაზე გავრცელებულ მიდგომას „არ მქვს დრო“ ან „მეტი დრო რომ მქონდეს“ . სიანმდვილეში ჩვენ ვართ ვინც გეგემას ჩვენს დროს ასეა არ არის? უფრო ნათელი რომ იყოს შეგვიძლია შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ.
დრო არის: დროთა განმავლობაში აქტივობებია:
- შეზღუდული -შეუზღუდავი
- უკონტროლო -კონტროლირებადი
- გამოუსწორებელი -გამოსწორებადი
- უცვლელია – ცვალებადი
როგორც ამ პატარა სქემიდან ჩანს,მთავარია ადმიანმა აირჩიოს რისი კეთება უნდა და განსაზღოს გზა სად მიდიხარ ?სად გინდა წასვლა კი არა სად გინდა ,რომ ამ გზამ მიგიყვანოს. ადამიანის განვითარება გამოიხასტება გლობალურ დონეზე როდესაც იცის როგორ უნდა გამოიყენოს დროს სწორად,მართოს საკუთარი ემოციები რაც საშუალებას აძლევს აირიდოს თავიდან ყოველდღოური სტრესი. ეს კი იქნება შედეგი ,განხორციელბული მიზნებისა,რეალიზაციასა და ბედნიერების.
მაშე ასე განვიხილოთ თუ როგორ უნდა გავანაწილოთ დრო.
მთავრი ნაბიჯები
- შეცნობა-გაგება
- მიზნების და პრიორიტეტების დალაგება
- მოტივის და სტილის არჩევა
- ცდა
- გამეორება
- ზოგჯერ მეთოდის შეცვლა
განვიხილოთ თითოეული მათგანი თუ რას გულსხმობს. -შეცნობა- გაგება
შეცნობა საშუალებას იძლება რომ:
1.თავი აარიდოთ დეპრესიას
2.გაანალიზოთ პიროვნული შესაძლებლობები და გააუმჯობესოთ ის
3.უფრო სარგებლიანოი მეთოდების არჩევა
- დაინახოთ და განახორციელეთ კონკრეტული და გაზომვადი ქმედებები
გარდა ამ პიქტებისა შეცნობა მოისაზრებას:
-პირველ რიგში აუცილებელია განისაზღვროს თუ როგორია თქვენი ბიორიტმები და საუკეთესო შესრულების მომენტები დღის განმავლობაში?
-დრო და დრო ანალიზის გაკეთებას,თუნდა როგორი იყო თქვნი დღე?რა მოხდა მნიშვნელოვანი? რა იქონია ზემოქმედება თქვენზე?
გაინტერესებთ გაიგოთ რეალურად ვინ არის თქვენი დროის ქურდი?
-გაჭიანურება
- ჩვენ ამას ჩვეულებრივ ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივუძღვნათ თავი რაღაც უფრო სასიამოვნოს ან რაც უფრო კომფორტულად გვაგრძნობინებს თავს
- ჩვენ ვავსებთ ჩვენს დღეებს ამოცანებით, რომლებიც ჩვენი სიის ბოლოშია რატომღაც ყოველთვის
- ჩვენ ვემზადებით მაღალ პრიორიტეტზე სამუშაოდ და მაშინვე გვახსენდება და ვჩერდებით ყავის დასალევად ან სოციალური ქსელების სანახავად.
- ან რატომრაც სწორეს მაშინ როდესაც გვინდა რომ მუშაობა დავიწყოთ გვახსენდება ყველაფერი..
რატომ ხდება ეს ყველაფერი ? რელაურად იმიტომ რომ ადიანების დიდი ნაწილი საკუტარ თავზე ძალადობს,მაგრამ ისევ დავუბრუნდეთ გაჭიანურების თემას თუ რატომ არის ეს ასეთი ძლიერი და სინამდვილეში რა დგას ამის უკან?
-არასწორად გადანაწილებული პრიორიტეტები
- არ ცოდნა თუ როგორ უნდა დაიყოს სასწრაფო და მნიშვნელოვანი პრიორიტეტები
- დაბრკოლებების და შეფერხებების განუსაზღვრელობა
- გაუთვალისწინებელი სიტუაცია,სხვისგან წამოსული დახმარების თხოვნა
- დრო ,რომ დაგეგმოთ თქვენი კვირა
- ინფორმაცის დეფიციტი
- არასწორი კომუნიკაცია
- ყოყმანობა
- თვისება როდესაც ადამაინს არ შეუძლაი თქვას -არა
- დროის დაუფასებლობა
თუ დაკვირვებულხართ რომ ადამიანს რაც უფრო მეტი დრო აქვს მით უფრო ,მეტ დროს კარგავს და მით ნაკლებ საქმეს აკეთებს? საჭირო დროის ნაცვლად, ხანდახან ვიყენებთ იმას, რაც ხელმისაწვდომია
მაგრამ საპირისპიროც ასეა: როდესაც დრო მწირია, ისინი, ვინც მუშაობენ, ამას უფრო ეფექტურად აკეთებენ, მოტივირებული იმ რისკით, რომ ვერ შეძლებენ დავალების მოკლე დროში შესრულებას, შესაძლო უარყოფითი შედეგების პერსპექტივით.
– დრო = + მოტივაცია = + პროდუქტიულობა
ალბათ გაჩნდება კითხვა როგორ შეიძლება დავგეგმოთ სწორად დრო რათა არ გვქონდეს დროის დეფიცითი და არც სრესი?
დავიწყოთ 10 მთქვარი წესით
1.მომზადება
ყველაზე მთავარი არის ,მზადება და დისციპლინა,მიძღვენით თქვენი დროის ნაწილი რომ დაგეგმოთ სწორად პრიორიტეტები დროს რათა საბოლოდ მოიგოთ მეტი დრო
2.მიზნები-გეგმები -მოქმედება
თქვენთვის გასაგებია ღირებულებების თქვენი პირადი მასშტაბი? დაწერეთ!
გასაგებია თქვენი მოკლე და გრძელვადიანი მიზნები? დაწერეთ ისინი!
როგორია ეს მიზნები?
ჩამოთვალეთ ამ მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროექტები და დაყავით გეგმა კონკრეტულ ქმედებებად და პერიოდულად გადახედეთ თქვენს გეგმებს აუცილებლად
ტექნიკა „სმარტ“ რომლიც გამოიყენება მოიზნების დადეგმარებაში დაგხმარებათ თქვენი დროსი მართვაში
“SMART” OBJECTIVE DATA
Specific-კონკრეტული
Measurable-გაზომვადი
Attainable-მიღწევადი
Realistic -რეალური
in Time-დროში გაწერილი
ყოველი მიზნის დასახვისას აუცილეებლია ვუპასუხოთ ამ კითხვებს და ვიცოდეც რატომ გვინდა ამის გაკეთება?რას ვაკეტებთ?
რა შედგი გვექნება მიზნის მიღწევსი დროს და იქნება თუ არა ეს საკმარისი? არის თუ არა რაც გვჭირბეა?მიზნის დაზუსტების გარდა ეს საშუალებას მოგცემთ დროის დაკარგვის და მოტივაცის გაქრობის გარეშე გააგრძელოთ ცხოვრება.
- Eisenhower matrix -და პარტენცოს პრინციპი 80%/20%
ეს არის სქმემა,რომლიც საშუალებას იძლება დაყოთ სასწრაფო და არასასწრაფო საქმეები,პირველი და მეორე ხარისხოვამი მიზნები..რაც მთავრია გაინავისუფლოთ გონენბა ,არ იყოთ სტრესში.
პარეტოს პრინციპი,ეს არის ნებისმიერი საქმიანობის ეფექტურობის შეფასების პრინციპი,რომელიც გულისხმობს,რომ გამოყენებლი ძალისხმევის 20% -ს მოაქვს შედეგების 80%ი და დანარჩენების 80% -ს მხოლოდ 20% ი
4.დაბრკოლება
არც მიზანი იქნება მიღწეული და ვერც დროის დაგეგმას შეძლებთ თუ არ განსაზღვრავთ დაბრკოლებებს,მაგალით ყოველდღიურ ვითომ უმნიშვნელოს მაგრამ სინამდვილეში მთვარა დაბრკოლებებს რომლებიც ჩვენი დორის უმეტესი ნაწილი მიაქვს.მაგ მეგობრის ზარი,როდესაც თქვენ მუსაობთ ,ან სწავლობთ.ხშირ შემთხვევაში ადამაინი იძულებულია უპასუხოს და ეს იწვევს კონცენტრაციის დაკარგვას,რის შემდგეაც სურვილის ნელდება და საუბრის შემდეგ შიძლება ყავა მოუნდეს,ყავის შემდეგ შეიძლება სოლიალურ ქსელში უნებურად „სქროლვამ“ ჩაითრიოს და ასე დროის მნიშვნელოვანი ნაწილი ისე რომ ვერც მიხვდეს ადამიანი ეკარგება.. რა თქმა უნდა ეს ყველაზე ნათელი მაგალითია და დაბრკოლება შესაძლებლია სხვა უამრავი იყოს..ამ მაგალითით უბრალოდ აუცილებელია ჩვენს ყოველდღიურობაში ასეთ შემთხვევბის თავიდან ააცირებლად გვქონდეს შემუსავებული და გაანალიზებული მიდგომა…და სწორეს ამას ემსახურება ჩვენი შემდეგი წესიც.
5.დისციპლინა
6.კომუნიკაცია-არა მხოლოდ სხვებთან არამედ საკუთარ თავთანც
7.შედეგი
8.ანალიზი
კვირის ბოლოს უნდა გაანალიზოთ თქვენი პირადი დროის გამოყენების განაწესი. თუ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი გააკეთეთ და დრო უქმად არ დაკარგეთ, ეს გეგმა გამოგადგებათ მეორე კვირაშიც, ხოლო თუ აღმოჩნდა, რომ თქვენ არ გეყოთ დრო თქვენი საქმეებისთვის და საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმეები დაგრჩათ გასაკეთებელი, მაშინ დამნაშავე არის დროის `მშთანთქმელები.
9.სიამოვნება
10.დელეგაცია
სტატია მოამზადა: ნესტან გოგილაშვილმა
გამოყენებულია: წიგნი -დროის მენეჯმენტი- მანანა ხარხელი, გიორგი მორჩილაძე
იტალიური წყარო-ვებინარი დროის მენეჯმენტი და სტრესი
ავტორი-Formats s.r.l.