ჩემი ცხოვრება გახდა უფრო ფერადი და დადებითი ენერგიებით დატვირთული
მე ვარ სალომე ხუციშვილი, ფსიქოლოგი და პერსონალური ქოუჩი.
ქოუჩინგის აკადემიაში ჩართვა საკმაოდ სპონტანური გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში. ინგა ბლესსისგან შევიტყვე მის ერთ-ერთ ცოცხალ სემინარზე ამ აკადემიის არსებობის შესახებ, დავინტერესდი და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მივიღე გადაწყვეტილება გავმხდარიყავი ამ არაჩვეულებრივი სკოლის ნაწილი.
ქოუჩინგის აკადემიის დამთავრების შემდეგ ჩემი ცხოვრება გახდა უფრო ფერადი და დადებითი ენერგიებით დატვირთული
გავხდი უფრო მეტად თავდაჯერებული, ენერგიული, თავისუფალი და რაც მთავარია ბედნიერი.
ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ აკადემიამ მომცა არის ცოდნა და შესაძლებლობა დავეხმარო სხვა ადამიანებს.
აკადემიაში მიღებულ ცოდნას ახლა უკვე აქტიურად ვიყენებ პროფესიული კუთხით, ჩემს კარიერაში ქოუჩინგის აკადემია იყო პირველი და უმნიშვნელოვანესი გადადგმული ნაბიჯები, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება. მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ყოველდღიურად ვეხმარები ადამიანებს შეცვალონ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ.
მათ კი ვინც მერყეობს ისწავლოს თუ არა ქოუჩინგის აკადემიაში ვეტყვი, რომ ეს არის პირველ რიგში საკუთარ თავში ჩადებული ინვესტიცია, რომელიც გარანტირებულად დაგიბრუნდებათ, როგორც პიროვნული, ისე კარიერული ზრდის კუთხით.
აკადემიას ვუსურვებ ზრდას, განვითარებას და საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.
მუდმივი წინსვლა და განვითარებაა ის,რაც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდება, რომ თავი იგრძნოს ბევრად ენერგიულად, ბედნიერად და სიცოცხლით სავსედ, ქოუჩინგის აკადემია კი სწორედ წინსვლასა და განვითარებას გპირდებათ.
გისურვებთ წარმატებებს.