♥️
დავაფასოთ ყოველი წამი!
♥️
ვიყოთ მადლიერები ყველაფრისთვის რაც გვაქვს!
მადლიერება უმნიშვნელოვანესი დადებითი ენერგიაა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას დავინახოთ ის, რაც გვაქვს და ვიყოთ ბედნიერები ამით და არ ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც არ გვაქვს.
როცა ყოველი დილა იწყება მადლიერების შეგრძნებით, სიხარულის განცდა შემოდის ჩვენს გულში, ამით ითრგუნება სტრესი და თავს მხნედ და ბედნიერად ვგრძნობთ.ძალიან ხშირად ვწუწუნებთ ადამიანები და ვამჩნევთ არა იმას რაც გვაქვს, არამედ იმას რაც არ გვაქვს. მაგალითად: ვწუწუნებთ, რომ არ გვაქვს ლამაზი სახლი და არ ვართ ბედნიერი, იმისთვის, რომ გვყავს ოჯახი.
უმადურები ვართ, უკეთესი შემოსავალის არქონის გამო, და ვერ ვაფასებთ, რომ ვართ შრომისუნარიანი.

ვწუწუნებთ, რომ არ გვყავს მანქანა და ვერ ვამჩნევთ, რომ გვაქვს ფეხების მეშვეობით გადაადგილების შესაძლებლობა.♥️
ვწუხვართ, რომ ჩვენს შვილებს ვერ ვუქმნით ყველაფერს საუკეთესოს და არ ვმადლობთ უფალს იმისთვის, რომ გვყავს შვილები.
არსებობს განსაცდელები რომლის დროსაც ვვარდებით სასოწარკვეთილებაში, ამ განსაცდელის არსებობით ვართ შეწუხებული და ვერაფერს ვხედავთ მის გარდა, როცა შეგვიძლია ამ დროს ვიგრძნოთ იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც გვერდში გვიდგანან. ვიყოთ მადლობელი იმის რომ, ჩვენ ეს განსაცდელი მივიღეთ ჩვენივე სულის განვითარებისთვის, ამ დროს შეიძლება ვიპოვოთ ჩვენი ჭეშმარიტი დანიშნულება, გავძლიერდეთ რწმენაში, ბევრი რამე გავაცნობიეროთ, ვისწავლოთ, გადავაფასოთ, უბრალოთ დავინახოთ ჩვენი ცხოვრება სხვა კუთხით, შევჩერდეთ და შევამჩნიოთ სად ვართ და სად გვინდა ვიყოთ. მოგვინდეს დავიწყოთ თავიდან, დავიწყოთ დაფასება ყოველი წამის და მადლიერების შეგრძნება გვქონდეს ყველაფრის მიმართ რაც იყო, არის და იქნება ჩვენს ცხოვრებაში.
მადლობელი ვიყოთ ყოველი წამისთვის და შევამჩნიოთ რა ბედნიერები ვართ აქ და ახლა.
ყველაფრისთვის რაც გვაქვს, განვიცადოთ სიხარული. გაუზიაროთ ადამიანებს ჩვენი მათდამი მადლიერება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგიძლია სიკეთის აღქმა. ჩვენი აზროვნება ფოკუსირებას ახდენს პოზიტივზე და ვამჩნევთ ძალიან ბევრ სიკეთეს, რისთვისაც შეგვიძლია ვიყოთ მადლობელი. ამით ჩვენ უფრო მეტი მადლი გვენიჭება და მეტი სამადლობელო მოვლენები ხდება ჩვენს ცხოვრებაში.მადლობელი ვარ ყველაფრისთვის!
♥️ბაირონ ქეითის ,,სამუშაოს” კონსულტანტი და ქოუჩი მაკა გორდელაძე.♥️