მიეცით თავს უფლება დაინახოთ ცხოვრების მშვენიერება
თქვენი აზრები თუ მიმართულია მხოლოდ ცუდისკენ და ხაზს უსვამთ მხოლოდ ცუდ ქმედებებს, ამ შემთხვევაში თქვენ თვითონვე აგდებთ თქვენს თავს ცუდ მდგომარეობაში. თქვენი აზრით, რატომ ამბობენ ადამიანები
,, ცხოვრება უსამართლო არისო”? და მე გიპასუხებთ: თავად ადამიანის გონება ქმნის ამ უსამართლო ცხოვრებას! მხოლოდ ცუდს ხედავს- კარგის ნაცვლად, უმადურია – მადლიერების ნაცვლად, მხოლოდ სხვაში ეძებს დამნაშავეს-იმის მაგივრად თავის თავში შეცვალოს რამე და ამის შემდეგ ცხოვრება როგორ არის უსამართლო? რა დააშავა ცხოვრებამ თუ არ გაქვს ნებისყოფა, არ ცდილობ დაინახო მხოლოდ კარგი და ხედავ მხოლოდ ნაცრისფერ ფერებს…
ცხოვრება მშვენიერია იმ შემთხვევაში თუ თავს უფლებას მისცემთ დაინახოთ ყველაფერში მრავალფეროვნება და ეს შესაძლებელია, რადგან ცხოვრება მართლაც, რომ მშვენიერია!!! დააფიქსირეთ მხოლოდ კარგი და სასიამოვნო წუთები. დააგროვეთ მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი კადრები თქვენს ცხოვრებაში. გააგდეთ გონებიდან ცუდი გრძნობები და არ მისცეთ უფლება, რომ ცუდმა მოვლენებმა გმართონ. თავისუფლად შესაძლებელია დავაფიქსიროთ სულ პაწაწა ცხოვრებისეული მოვლენები, რომელსაც ჰქვია ბედნიერება… თქვენი ახალი დღე, ახალი ცხოვრების დაწყების შანსია… თქვენი ყოველი დილა იმის მანიშნებელია, რომ გაიღვიძეთ სრულიად ჯანმრთელნი . ეს არის პირველი ნიშანი იმისა რა დროსაც უნდა იქნათ მადლიერნი იმისა, რომ ხართ ცოცხლები და შემდეგ ამას მოზდევს სხვა კარგი და სასიამოვნო წუთები…ვიყოთ ამ ყველაფრით მადლიერნი!!! მადლიერება ყველაზე დიდი ძალაა, რომელიც საოცრებებს გაგაკეთებინებთ
ანტონინა დარჩია