როგორ ვაქციოთ დიდი პრობლემა გამოწვევად?
ქოუჩინგი ეს არის მომსახურება,რომელსაც შეუძლია ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს უკეთესობისკენ.
ადამიანი გადაიყვანოს დაბალი, სუსტი ემოციებიდან, ხარისხობრივად უფრო მაღალ საფეხურზე. ქოუჩინგი დღეს სხვადასხვა კონტექსტში გვხვდება, ეს ტერმინი უნგრული წარმოშობისაა და პირდაპირი თარგმანით ეტლს ნიშნავს. ეტლი კი დამხმარე საშუალებაა ერთი ადგილიდან მეორეში გადასაადგილებლად.
ქართველებმა კი შეგვიძლია მივიჩნიოთ როგორც ხელმძღვანელი, კონსულტაცია, განვითარებაზე ორიენტირებული, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ვითარდებიან, უმჯობესდებიან. ქოუჩის დახმარებით ადამიანები სტრუქტურულ და სტრატეგიულ ცვლილებებს აღწევენ.
ქოუჩს შეუძლია ადამიანს აღმოაჩენინოს ჯერ ამოუცნობი, მასში ჩამალული პოტენციალი . ქოუჩინგი დაბრკოლების აღმოჩენაა, მის შესაძლებლობებში დარწმუნებაა, სირთულეების დაძლევაა, საკუთარი ემოციების მართვაა, კლიენტის მხარდაჭერაა,, ნათლად ხედვაა, ახალი გზების პოვნაა, განვითარებაა, ნდობა და რწმენაა.
ახალი ძალების და რესურსების აღმოჩენაა , ცვლილებებისთვის გზის ძიებაა, გამოცდილების დაგროვებაა, გაუცნობიერებელი ბორკილების მსხვრევაა და შეზღუდული საზღვრებიდან გასვლაა,საიმედო პარტნიორია,. ქოუჩინგი არის მეთოდი, რომელიც ჩირაღდანივით ანთია პრობლემებით ჩამუქებულ გზაზე,ქოუჩინგი კორექტული კითხვების დასმაა.
ქოუჩი დამკვირვებელია,ანალიზატორია. მისი მიზანია ადამიანს დაანახოს საკუთარ თავში ის,რისი დანახვაც მას დამოუკიდებლად არ შეუძლია.ქოუჩი ასტიმულირებს და აბალანსებს კლიენტის კრეატიულობას და ჩანაფიქრებს.ის ინარჩუნებს კლიენტის მთლიანობას და კონცენტრირდება კონკრეტულ ასპექტზე მიზნის მისაღწევად,, ძალების მობილიზაციაა,პატარა მიზნების შედგენა-მიღწევით,დიდი მიზნების გზაზე დადგომაა…
ქოუჩი სპეციალური ტექნიკების და მეთოდების გამოყენებით გაძლევს საშუალებას,შენს პრობლემას გვერდიდან შეხედო,გააანალიზო , შენ თვითონ მოძებნო და მოარგო ამ ცხრაკლიტულს გასაღები. თანდათან ხვდები სად ხარ დღეს და სად გინდა იყო მომავალში.ქოუჩის მეშვეობით შეგიძლია გადალახო შენი შინაგანი წინააღმდეგობები, ადამიანო შენში კოლოსალური ენერგიაა, იმოძრავე ,იმოქმედე შეუჩერებლად, შენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად და აღარ იქნები მუდმივი გამოწვევების წინაშე.
ქოუჩის დახმარებით დიდ პრობლემას გამოწვევად აქცევ,გამოწვევას კი შეხედე როგორც,მორიგ ამოცანას და შემდეგ მარტივად ამოხსნი მას. შენ შეგიძლია შეუცვალო მიმართულება შენს ცხოვრებას რომელიც მიექანება ‘ არსაით; ქოუჩი თითქოს წინამძღვარია გამოიყენე ქოუჩის კეთილგანწყობა,მუხტი და ენერგეტიკა, ეს დღეს შესაძლებელია!
ნონა გვაზავა