შიშის დაძლევა ეს ყველაზე დიდი შედეგი იყო…
სადღაც 3 წლის წინ შემთხვევით აღმოვაჩინე ინგა ბლესის ფსიქოლოგიური ცენტრის გვერდი და დავიწყე სხვადასხვა ვიდეოების და სტატიების გაცნობა, ასევე, გავეცანი ქოუჩინგის აკადემიის შესახებ ინფორმაციას და ვინაიდან ყოველთვის მაინტერესებდა ფსიქოლოგია გადავწყვიტე, მიმეღო ამ კუთხით ცოდნა და გამოცდილება, რათა უკეთესად დავხმარებოდი საკუთარ თავს.ქოუჩინგის აკადემიამდე და შემდეგ, რა შეიცვალა შენში?
მთელი ცხოვრება საკუთარი თავის და ქცევის ანალიზს ვაკეთებდი. ძალიან ბევრჯერ ვცადე საკუთარი სისუსტეების გამოსწორება მაგრამ უშედეგოდ. მივხვდი რომ რაღაცეები ერთმანეთთან კავშირში იყო და რაღაც სხვა იყო საჭირო რომ შედეგი მიმეღო. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ აკადემიაში სწავლა დავიწყე. შედეგად შეიცვალა ჩემი დამოკიდებულებები სხვადასხვა მოვლენების მიმართ, ძალიან ბევრ კითხვას რომელიც მქონდა პასუხი გაეცა, მომემატა საკუთარი თავის რწმენა, ვირწმუნე საკუთარი შესაძლებლობების.
შიშის დაძლევა ეს ყველაზე დიდი შედეგი იყო. ხვალინდელი დღის შიში, რომელიც ყოველთვის გონებას მიწამლავდა და ნეგატიურ ტალღაზე მაყენებდა.
რა შეგიძლია ახლა, რაც ადრე არ შეგეძლო?
დამოუკიდებლად შევცვალო საკუთარი თავი. ასევე შემიძლია მხოლოდ ფუჭი და არაფრისმომცემი სიტყვებით კი არა რეალურად დავეხმარო სხვა ადამიანებს.
ქოუჩინგის აკადემიაში ჩემს ჩართულობას 7 ქულით შევაფასებდი და იმისთვის, რომ გავზარდო უნდა გავაგრძელო სვლა განვითარებისკენ.
მიღებული ცოდნის საფუძველზე ჩავერთე პროგრამა მიღწევატორში და საკუთარ ჯგუფს დავეხმარე საკმაოდ კარგი შედეგების მიღწევაში და პიროვნულ ტრანსფორმაციაში. ვთვლი რომ ვიყავი საკმაოდ წარმატებული და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კაპიტანი. ასევე, დამოუკიდებლად მყავდა რამდენიმე კლიენტი და ძალიან კარგ შედეგებზე გავედი და რაც მთავარია ვებრძვი საკუთარ სისუსტეებს.
ნუ გეშინია ცვლილებების, გადადგი პირველი ნაბიჯი, შეცვალე საკუთარი თავი და გახდი უფრო წარმატებული. დრო ძვირფასი რამეა და არ ღირს ყოყმანში დახარჯო.
ქოუჩინგის ონლაინ საერთაშორისო აკადემიას უსურვებ იყოს უფრო მასშტაბური, მოიპოვოს საერთაშორისო აღიარება და ყავდეს ბევრი, ბევრი კრეატიული კურსდამთავრებული.
მიხარია რომ ვიყავი ამ არაჩვეულებრივი გუნდის წევრი
გისურვებთ წარმატებებს.
მაია ღავთაძე