აქამდე ყოველთვის უკანა პლანზე ვაყენებდი საკუთარ თავს
ჩემი წინსვლა და განვითარება ამ სფეროში ქოუჩინგის საერთაშორისო ონლაინ აკადემიიდან იღებს სათავეს. გახლავართ ინგა მურადაშვილი.პერსონალური ქოუჩი,თანამედროვე ფსიქოლოგიური ტექნიკების სპეციალისტი,ლონდონის ნლპ სკოლის სერთიფიცირებული ფსიქო – კონსულტანტი. აკადემის შემდეგ გადავწყვიტე მეტად გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა და შესაძლებლობები გამომეყენებინა და გავაგრძელე სწავლა..
როგორ მოვხვდი ამ აკადემიაში?…
ერთ მშვენიერ დღეს ვნახე ინგას ჩართვა ქოუჩინგის ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით. დავათვალიერე ფსიქოლოგიური ცენტრის გვერდი, მომეწონა და მაშინვე დავეკონტაქტე, თუმცა ვერ მოვხვდი პირველ ნაკადში და დაველოდე შემდეგს. ფსიქოლოგიით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული და ცხოვრებაში ბევჯერ დამეხმარა ფსიქოლოგიის ცოდნა, ქოუჩინგი კი სიახლე იყო ჩემთვის.
სწავლის პროცესი ძალიან საინტერესო იყო, ზღვა ინფორმაცია და ინსტრუმენტები იყო ხელმისაწვდომი, საინტერესო იყო სესიები სწავლის პროცესში, ეს მეთოდი ამ აკადემიის სავიზიტო და ფასეული მიდგომა მგონია, რადგან მონდომებული ადამიანი სასწაულად ტრანსფორმირდება, ნება ნება და ხალისით.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავზე საკმაოდ კარგად მქონდა ნამუშევარი, აკადემიის შემდეგ მე მეტად მომწონს ჩემი თავი, მეტად მიხარია ცხოვრება, მეტი ზეგამტარობა მაქვს, მეტი თავისუფლება, მეტად გაცნობიერებულია ყოველი წუთი.
ყველაზე მნიშვნელოვანი, კონკრეტული შედეგი ჩემი საკუთარ თავზე მუშაობისა არის ის, რომ საკუთარი ნების და სურვილების გამიჯვნას ვაკეთებ მოვალეობისგან და ვალდებულებისგან.
ახლა შემიძლია ჩემი გულის და სხეულის მოსმენა , რასაც მთელი ცხოვრება უკანა პლანზე ვაყენებდი.
ამ ეტაბზე ქოუჩინგის აკადემიაში ჩემი ჩართულობა არაა შკალის მაღალ ნიშნულზე, თუმცა სიამოვნებით გადავდგამ ნაბიჯებს მეტი ჩართულობისთვის.
აკადემიაში მიღებული ცოდნა და ინსტრუმენტები ძალიან გემრიელად მადგება ფსიქოთერაპიასა და ქოუჩინგის დროს კლიენტებთან. აქტიურად ვმუშაობ ამ სფეროში და საკმაოდ წარმატებულად.
ყველას ვისაც უნდა გაერკვეს თავის თავში- ვურჩევ დროს ნუ დაკარგავს მერყეობაში და თამამად შეაბიჯოს აკადემიაში, გნებავთ პროფესიის მისაღებად და გნებავთ თვითგანვითარებისთვის.
აკადემიას კი ვუსურვებ წარმატებას და წინსვლას, ბევრ კარგ სტუდენტსა და კურსდამთავრებულს.
მე მადლობელი ვარ აკადემიის და ვაფასებ იმ შანსს რაც მე მომეცა, მადლობელი ვარ რომ ჩემს ხელთაა ბევრი ინსტრუმენტი, რომელთაც ვიყენებ როგორც საკუთარ თავზე სამუშაოდ, ასევე კლიენტებთანაც. მადლიბელი ვარ, რომ ჩემს სანაცნობო და სამეგობრო წრეს შეემატა ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც ურთირთსიყვარულზე და ურთიერთ პატივისცემაზეა დამყარებული, დიდი მადლობა ინგა ბლესს თავისი როლისთვის ჩემს ცხოვრებაში.
მიყვარხართ,
ინგა მურადაშვილი