ახლა ზუსტად ვიცი როგორ მოვახდინო ჩემს ცხოვრებაში ის რაც მინდა.
მე გახლავართ ანნა კვანტრიშვილი, პროფესიით ვარ ფსიქოლოგი, და ერთხელაც მოვისმინე რეკლამა ამ აკადემიის შესახებ, და ჩემი გადაწყვეტილება იმ წუთიდან იყო, რომ მე აქ უნდა ვისწავლო, და გავაგრძელო საქმიანობა,… სულ პირველი ნაკადი იყო სადაც მე მოვხვდი , ეს იყო ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება რაც აქამდე მიმიღია.
ქოუჩინგის აკადემიამ გამიხსნა კარები საოცარ სამყაროში, მანამდე ჩემი ცხოვრება იყო ძილის მდგომარეობა, ინსტიქტური მდგომარეობა.. უამრავ კითხვას გაეცა პასუხი, გონება დალაგდა და ისეთ მნიშვნელოვან ცოდნებს დავეუფლე, რომელთან შეხება მანამდე არ მქონდა. ახლა ზუსტად ვიცი რა მინდა და სად მივდივარ. ახლა ზუსტად ვიცი როგორ მოვახდინო ჩემს ცხოვრებაში ის რაც მინდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა ხედვა რომელიც მაქვს, როგორც ვხედავ მოვლენებს და აღვიქვამ,.. ცხოვრება გახდა გაცილებით მარტივი და სასიამოვნო. პრობლემები ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს, არსებობს მხოლოდ დაბრკოლებები მიზნებისკენ მიმავალ გზაზე. ასევე მოხდა ჩემი პიროვნების განთავისუფლება უხილავი ბორკილებისა და ჩარჩოებისგან…
ახლა შემიძლია ადამიანებთან მუშაობა და მათთვის შედეგის მიცემა , როგორც ფსიქოლოგს… ახლა შემიძლია ნათლად დავინახო მოვლენები რაც ხდება ჩემს ირგვლივ… ახლა შემიძლია მივიღო ის რაც მინდა… ახლა შემიძლია მივცე ჩემ თავს უფლება მოიქცეს ისე როგორც ჩათვლის საჭიროდ ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე… ახლა ჩემი სიმყარე უდიდესია… ახლა შემიძლია ვიოცნებო , რადგან ვიცი ეს ოცნება როგორ ვაქციო მიზნად და როგორ მოვახდინო… ახლა ჩემში ვხედავ უამრავ პოტენციალს, რომელიც შემიძლია საჭიროებისამებრ გამოვიყენო…
გავაგრძელე ჩემი პროფესიით მუშაობა, და დღემდე აქტიურად ვსაქმიანობ, …
ყოველდღიურად ვმუშაობ ადამიანებთან, ვეხმარები მათ თავიანთი დაბრკოლებების გადალახვაში, ვეხმარები გამოფხიზლებაში, და ხედვის გაფართოებაში… ვეხმარები ადამიანებს შფოთების და შიშების დაძლევაში, მიზნების დასახვასა და მიღწევაში, გონების დამშვიდებასა და იმაში როგორ დატკბენ და მიიღონ სიამოვნება ცხოვრებაში.
ვინც ჯერ კიდევ მერყეობს, ვურჩევდი რომ ისწავლონ აუცილებლად, უყოყმანოდ … აქ მიიღებენ იმაზე მეტს ვიდრე წარმოიდგენენ,… ვინც იქნება გახსნილი ცოდნისადმი ის მიიღებს…
აკადემიას ვუსურვებ ასევე გაგრძელებულიყოს მყარად და ძლიერად, ვუსურვებ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ყოფილიყოს მისი მონაწილე, და ამის შედეგად უფრო მეტს და მეტს შეეცვალოთ თავიანთი ცხოვრება.
მინდა მადლიერება გავაგზავნო სამყაროს მიმართ, ამ სკოლის მიმართ და ინგას მიმართ, … იმისთვის რომ გახდნენ ჩემი ცხოვრების შეცვლის დასაწყისები… მადლობა ♡
გისურვებთ წარმატებებს.
სიყვარულით თქვენი, ანნა კვანტრიშვილი