“შემეძლო უკეთ მაგრამ…”- უკეთ რომ შეგძლებოდა გააკეთებდი კიდეც.
“შემეძლო უკეთ მაგრამ…”
რამდენჯერ გსმენიათ ასეთი რამ,
მაგრამ იცოდე რომ არ შეგეძლო, ყველაზე საუკეთესო რაც შეგეძლო იმ მომენტში, სწორედ ისაა რა გააკეთე, შემდეგ სინანული და ფიქრი წარსულზე, არის თვითგვემა…
აი ასე ძალიან მარტივად, ამ ერთი წინადადებით, მასწავლა ჩემმა გულითადმა მასწავლებელმა, როგორ არ უნდა დარჩე წარსულის სინანულში, მხოლოდ იმის გამო რომ ის გააკეთე რაც იმ დროს მოახერხე, უკეთ რომ შეგძლებოდა გააკეთებდი კიდეც.
ამიტომ მინდა მეც ჩემი წვლილი შევიტანო ამ ცნობიერების გაზრდაში, დავწერო ამაზე და გესაუბროთ.
ძალიან ხშირად, როცა საყვედურობთ ბავშვებს, მეუღლეებს ,მშობლებს და საკუთარ თავს, სიტვყვებით: რატომ გააკეთე ასე, ხომ შეგეძლო უკეთესად გაგეკეთებინა, ან ხომ შეგეძლო, ყოფილიყავი უფრო კარგი მშობელი, გახსოვდეს რომ არ შეეძლო! რაც შეძლო ესაა ის საუკეთესო, რამაც შენ დღევანდელ დღემდე მოგიყვანა.
ისეთი რომ არ ყოფილიყო, სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, შენ ახლა სხვაგან იქნებოდი და ეს სხვაგან, სად იქნებოდა არავინ იცის, ან იქნებოდა კი ?!
ამიტომ ერთმანეთს ვუთხრათ მადლობა, იმისთვის რაც არის, როგორც არის და რატომაც არის, უბრალოდ დაიჯერე, რომ ეს ტექნიკურად მარტივი ქმედება, შეცვლის შენს ცხოვრებას სასიკეთოდ, შემოვა მეტი სითბო და ფერი შენს ცხოვრებაში.
არაუშავს თუ კი აქამდე ისე არ იყო, როგორც გეგმავდი, ზოგჯერ წარსულის შეცვლაც შესაძლებელია თუ აპატიებ, როგორც სხვას, ასევე შენს საკუთარ თავსაც, იმას რაც და როგორც არის,
მიიღე ყველა, იმ შესაძლებლობებით რაც აქვს, აპატიე შენს თავს ის რაც მეტად არ შეუძლია, გაუსწორე თვალი შენს არსებას, გაიცანი ის და მხოლოდ შეაფასე, რაშია სუსტი რაშია ძლიერი,
სთხოვე პატიება იმისათვის რომ ადრე არ უსმენდი, როგორც კარგი მეგობარი და მხოლოდ მისი მკაცრი კონტროლი იყო შენი საქმე, აპატიე შენს თავს და სხვებსაც, თავდაპირველად თუნდაც მხოლოდ ცალყბად მეტად თუ ვერ შეძლებ, ამით მომავალის შეცვლა ნამდვილად არის შესაძლებელი.
ნინი ბრეგვაძე