ღიმილის ძალა
ნათქვამია ვისაც შეუძლია გაუღიმოს უცხო ადამიანს, მას შეუძლია გაუღიმოს სამყაროს…
ღიმილს აქვს ძალა, დიახ შენს უბრალო ღიმილს აქვს უდიდესი ძალა! ნუთუ ამის შემდეგ ისევ შეგიძლია თქვა, რომ არაფერს წარმოადგენ? !
რომ არაფერი შეგიძლია?!
შეიძლება ახლა ეს ზღაპრის თემად გეჩვენება მაგრამ…
შენ შენი ღიმილით შეგიძლია მეზობელს , მეგობარს, ნებისმიერს ქუჩაში, შენს თანამედროვე ადამიანს, უბრალოდ დღის განწყობა შეუქმნა,
თუ კი გაბედავ, იგრძნობ, ამისათვის საჭირო დროსა და მომენტს, გაუღიმებ უანგაროდ, შინაგანი სათნოებით, მხოლოდ იმ დონეზე, რა დონეზეც შენთვისაა ეს სასიამოვნო და საკმარისი, ჯადოსნობა მოხდება, ისეთი როგორიც ბავშურ ამბებშია…
ადამიანებმა თავად გავართულეთ ყველაფერი, რადგან სიკეთესა და სიმშვიდეს სამყარო უკან აბრუნებს, უფრო ძლიერად და მტკიცედ…
ღიმილი არის ის რაც ყველას ამშვენებს, ასაკის, სქესის კანის ფერის და სოციალური ფენის მიუხედავად…
ეს არის ის რაც უბრალოდ უნდა გაიმეტო. . .
ვფიქრობ ადვილი გასახენებელია ის ღიმილი , რომელმაც გაგათბო ყველაზე საჭირო დროს, უცნაურ შვებად მოგევლინა და უამრავ წამალზე ეფექტური აღმოჩნდა.
მე მახსოვს ასეთი რამდენიმე ღიმილი, წამიერი და ნათელი, რომელსაც ვერც დავივიწყებ, ის მე სამყარომ ან უკან დამიბრუნა ან მაჩუქა.
გააგრძელე ღიმილით გაბედნიერება.
ნინი ბრეგვაძე