აქ იმაზე მეტია ვიდრე დაწერა ან თქმა შეიძლება…
მე ანა ვარ ბულბულაშვილი, ქოუჩი, ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ბაირონ ქეითის სამუშაოს ფასილიტატორი. ქოუჩინგის აკადემია დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის, 2010 წლელს დავტოვე საქართველო, და ეს არც თუ მარტივი ამბავია, მუდმივი მონატრება, შუაზე გახლეჩვა, თან შეგუება, თან ვერ შეგუება, და ამ მდგომარეობაში საკუთარი თავი დავკარგე, და სწორედ ამ დროს დიდი ნათება იყო ინგა ბლესსი და ქოუჩინგის აკადემია, აქ სწორედ საკუთარი თავის საპოვნელად მოვედი.

ქოუჩინგის აკადემიამდე არც თუ ისე საინტერესო ცხოვრება მქონდა, მივყვებოდი ცხოვრების დინებას, არ მქონდა საყვარელი საქმე. ქოუჩინგის აკადემიაში ჩემი სრული გარდაქმნა მოხდა, აბსოლიტურად სხვა ადამიანი გავხდი, აღარ ვიყავი მუდმივად დაღლილი, გამიჩნდა სხვადასხვა ინტერესები, და შევიძინე/დავეუფლე ახალ პროფესიას, მას შემდეგ პროფესიულ ზრდას მუდმივად ვაგრძელებ, ასევე დავეუფლე ინტერნეტ მენეჯერის პროფესიას, და ქოუჩინგთან ერთიანობაში, მომცა ძალიან დიდი შედეგი ჩემს ახალ და საინტერესო საქმიანობაში.
რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, კონკრეტული, ცხოვრებაში მიღებული შედეგი საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად?
ძნელია ერთის გამოყოფა, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი დღევანდელი საქმიანობაა, ქოუჩინგის აკადემიის მთავარი კურატორი ვარ, ვიზრდები და ვითარდები, იხვეწება ურთიერთობები. შევითვისე ახალი უნარები, რასაც აქამდე არ ვფლობდი.
- ახლა შემიძლია ორგანიზება, სტრუქტურიზება, დაგეგმარება საუკეთესო შედეგის მისაღებად, ადრე მხოლოდ დინებას მივყვებოდი;
- შემიძლია საკუთრი სურვილების აღმოჩენა და მათ განხორციელებაზე მუშაობა, ადრე სურვილები არ გამაჩნდა, აქაც ბედს მინდობილი ვიყავი;
- ეხლა შემიძლია საზოგადოებაში ლაუბარი, აქამდე ამის კომპლექსი მქონდა.
- აღარ ვდარდობ , ადრე ყველაფერზე ვდარდობდი, ახლა ყოველი დღე ახალი და საინტერესოა, ადრე ყველა დღე ერთნაირი და მოსაწყენი იყო.
- ახლა შემიძლია ცხოვრებიტ ვისიამუვნო, ადრე ცხოვრება რუტინა იყო და კიდევ ბევრი და ბევრი
ვაგრძელებ სწავლა განვითარებას, და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებით გამოცდილების და კვალიფიკაციის ამაღლებას
ქოუჩინგის აკადემიაში მიღებული ცოდნა გამოვიყენე და ვიყენებ სადაც კი შესაძლებელია, თითქმის ყველგან, პირველ რიგში საკუთრ თავთან ურთიერთობაში, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან , ჩემს საქმიანობაში ყველაზე დიდი ადგილი აქ მიღებულ ცოდნას უკავია.
თუკი გაქვს სურვიული საკუთარი ცხოვრება უკეთესი გახადო, თუკი არის რაღაცეები რაც შენში და შენს ცხოვრებაში არ გაკმაყოფილებს, თუკი ურთიერთობები არაა ისეთი როგორსაც ისურვებდი, აუცილებლად მოდი ქოჩინგის აკადემიაში. აქ იმაზე მეტია ვიდრე დაწერა ან თქმა შეიძლება, აქ სრული ტრანსფორმაციააა. ამიტომ თუ გაჩნდა ეჭვი მოხვიდე თუ არა, მე შენ გეტყვი რომ აუცილებლად მოდი.
რას უსურვებდი კადემიას?
ვუსურვებდი წარმატებებს, გაშლასა და გაზრდას, იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია, რაც შეიძლება ბევრმა უნდა გაუგოს გემო. ვუსურვევდი გარღვევას და საზღვრებს კიდევ უფრო გლობალურობას.
მე მიყვარს ქოუჩინგის აკადემია. მართლა ძალიან ძალიან.
გისურვებთ წარმატებებს.
ანა ბულბულაშვილი