გაიგე რის თქმას ცდილობს შენი სხეული
მინდა ყურადღება გავამახვილოთ შურზე, არა იმაზე თუ რა არის შური, რატომ არის, რა უსიამოვნო შეგრძნებები და მოვლენები ახლავს, არამედ თუ როგორ შეხედო ამ მდგომარეობას სხვაგვარად.
პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ ხასიათის ნებისმიერ უსიამოვნო ნიშან თვისებას შეგიძლიათ უთხრათ არა და დაემშვიდობოთ, გაუშვათ თქვენიდან. გაერკვეთ რა მოგცათ მან წარსულში გაანალიზოთ,აღიაროთ და ახლა როცა ამას გაიაზრებთ, შემდეგში კი თუ ის უკვე აღარ იქნება თქვენთვის საჭირო, ქვეცნობიერი თავისით ჩაანაცვლებს თქვენთვის საკეთილდღეო და პროგრამით.
რაც შეეხება შურს,
სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში, ასეთი განმარტება აქვს : “შური-მწუხარება სხვისსა კეთილსა ზედა”.
შურიანი ადამიანი ძალიან იტანჯება ამ გრძნობით, ხშირ შემთხვევაში თავადაც ვერ ხვდება, რისი შურს ან რატომ.
უნდა რომ დაახწიოს თავი ამ გრძობას მაგრამ, სრცხვენია მალავს, ჩქმალავს და პირისპირ ჭიდილშია ამ გრძნობასთან, შემდეგ კარგავს ადამიანებს და განიცდის ამას…
თუმცა ამ საშინელმა განცდამაც კი შეიძლება რაღაც გასწავლოს და მოგცეს სარგებელი…
ჯერ უნდა დაფიქრდე, მაინც რა იწვევს ამ გეძნობას, ყველაფერი ის რის მიმართაც გიჩნდება ლტოლვა, აღტაცება, გაოცება, შური, განცვიფრება და აღშფოთება, ეს ერთგვარი ნიშანია, რომ დაფიქრდე ამაზე,
თუკი ამგვარად რეაგირებ რაიმეზე, ეს იქნება სხვისი ნიჭი, ქონება თუ წოდება, მინდა იცოდე, რომ უბრალოდ არხდება და რომ ზუსტად იგივე რამ შეგიძლია სწორედ შენც, რაღაც სახით, ეს გრძნობა ერთგვარი მანიშნებელიც კი შეიძლება იყოს ,როგორ იმოქმედო შემდგომში.
გაიგე რის თქმას ცდილობს შენი სხეული ,
ნუ შეგშურდება, იქნებ შენთვის უკეთესი ადგილია განკუთვნილი,
უბრალოდ დაიჯერე,
უბრალოდ ირწმუნე და უბრალოდ გიხაროდეს სხვისი კეთილი საქმე ისევე როგორც საკუთარი, ამით იმდენჯერ მეტად წარმატებული და მდიდარი იქნები, რამდენით მეტის წინსვლასაც შეიტყობ.
არ შეგეშინდეს შენი სისუსტის, გახსოვდეს მას მეორე საინტერესო მხარეც აქვს.
ნინი ბრეგვაძე