რატომ არის მნიშვნელოვანი შენს თავში გააკეთო ინვესტირება
უორან ბაფფეტის აზრით, საკუთარ თავში ინვესტირება – არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ადამიანისთვის. ჩვენ მოვიძიეთ 5 მეთოდი, თუ როგორ გააკეთოთ ეს სწორად.
1. გააკეთეთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
ჩამოაყალიბეთ რა უნარების განვითარება გინდათ, რამდენი დრო დასჭირდება ამას და ჩაწერეთ ეს ყოველდღიურ გეგმაში. ასე თქვენ არ დაგავიწყდებათ, რა მიმართულებით უნდა იმოძრაოთ.
2. შეაფასეთ თქვენი გარემოცვა
ეცადეთ თქვენს ირგვლი შექმნათ წარმატებული ადამიანების წრე. ასეთი ხერხით თქვენ დაიწყებთ თქვენი ქცევის კორექტირებას და გადაიღებთ სასარგებლო ჩვევებს იმათგან ვინც თქვენს გვერდით არის.
3. კომუნიკაბელურ უნარებზე მუშაობა
კარგი კომუნიკაციის უნარი და თქვენი თავის წარდგენა მნიშვნელოვანი უნარია. როგორც მინიმუმ, მოსაუბრეს უნდა სიამოვნებდეს თქვენთან საუბარი. ამისთვის არ აქვს მნიშვნელობა თქვენს პროფესიას – ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განავითაროს ეს უნარი. ჩაეწერეთ ორატორული ხელოვნების კურსებზე, იმუშავეთ მეტყველების მანერაზე – ყველაფერი აგინაზღურდებათ.
4. ისწავლეთ ფულის ხარჯვა
უორან ბუფფეტი გვირჩევს, ჩავდოთ 10% ჩვენი შემოსავლის, ჩვენს განათლებაში. რა ხერხით? ეს არის კურსები, წიგნები, ფორუმების ბილეთები – თქვენი გადასაწყვეტია.
5. განვითარდით არამარტო როგორც პროფესიონალი
ეცადეთ არამარტო hard skills-ის (უნარები, რომლებიც ეხება უშუალოდ სამუშაოს) განვითარება, არამედ soft skills-ისაც (ანუ ის, რაც, ირიბად ეხება თქვენს სამუშაოს). შეადგინეთ თქვენი უნარების რუკა, რომ გახსოვდეთ, რა უნდა განავითაროდ პირველ რიგში.მოგვიყევით, როგორ აკეთებთ თქვენს თავში ინვესტირებას? რას აკეთებთ ამისთვის?
წყარო: სინერგია
თარგმანი: ქოუჩინგის საერთაშორისო ონლაინ აკადემია