საკუთარი თავის განახლება სწორედ აქ მოვახერხე
მე ვარ თამთა შანიძე, პერსონალური ქოუჩი, ფსიქოლოგი. ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანებზე დაკვირვება, რაღაც საინტერესო და იდუმალი ინფორმაციების მიღება. ჩემი ცხოვრების საინტერესო ეტაპზე, მოვხვდი ინგა ბლესის აკადემიაში. მანამდე ვიყავი ძალიან კომპლექსიანი, მაკლდა თავდაჯერებულობა, ადვილად ვკარგავდი ენერგიას…
ქოუჩინგის საერთაშორისო აკადემიაში მოსვლის შემდეგ სრულიად “განვახლდი” და მოხდა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, გავიცანი საკუთარი თავი. გავხდი თავდაჯერებული , დაბრკოლებები აღარ მაშინებს.
აკადემიამ მომცა ყველაზე ღირებული, შესაძლებლობა დავეხმარო ადამიანებს. აქ მივხვდი იმასაც, რომ შემოქმედმა, უფალმა ჩვენ ძალიან ბევრი შესაძლებლობა, ნება, მოგვცა ვაკეთოთ სიკეთე და გავაბედნიეროთ ადამიანები.მოდი აქ დღეს და ახლა! ულევი წარმატება განუმეორებელ აკადემიას!