შინაგანი ბავშვის ფენომენი
დავიწყოთ იმით, რომ შინაგანი ბავშვი რეალობას შეეფერება. არა ზედმიწევნით ზუსტად, ფიზიკურად, არამედ ფიგურალურად, მეტაფორულად რეალურია. ეს, როგორც ნაწილი მთელის, ფსიქოლოგიური და ფენომენოლოგიური რეალობაა, თანაც განსაკუთრებულად მძლავრი. ნამდვილად, ფსიქოლოგიური აშლილობის და ქცევის დესტრუქციული მოდელების უმრავლესობა, როგორც თავდაპირველად ფროიდმა მიგვანიშნა, მეტ-ნაკლებად ჩვენივე თავის ამ გაუაზრებელ ნაწილთან არის კავშირში.
ჩვენ ყველანი ოდესღაც ბავშვები ვიყავით, და ჩვენში ჯერ კიდევ დარჩა ეს ბავშვი. მაგრამ დიდების უმრავლესობამ საერთოდ არ იცის ამის შესახებ. და ჩვენ შინაგან ბავშვთან გააზრებული კავშირის არ არსებობა არის ზუსტად ის, რის გამოც წამოიქმნება ამდენი პრობლემა პირადულ ურთიერთობებში, ასევე ქვეცის ემოციონალური სიძნელეები.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ზრდასრულების უმრავლესობა მთლად ზრდასრული როდია. ჩვენ გვემატება ასაკი, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს მთლად ზრდასრული ცხოვრება არ არის. ჭეშმარიტი მოწიფულობა დამოკიდებულია ჩვენი შინაგანი ბავშვის მიღებაზე, აღიარებაზე და აღზრდის და სიყვარულის პასუხისმგებლობაზე. ბევრი ზრდასრულისთვის ეს არასოდეს არ ხდება ხოლმე. ამის მაგივრად მათი შინაგანი ბავშვი უარყოფილი და მიგდებულია, ის იგნორირებულია და მისი შინაგანი მოთხოვნები უგულებელყოფილია.
საზოგადოება გვეუბნება ჩვენ „უნდა გაიზარდო“, „გვერდით გადადეთ ბავშვური ოხუნჯობა“. ჩვენ გვასწავლიდნენ, დიდები რომ გავხდეთ, ჩვენი შინაგანი ბავშვი – ბავშვური სწრაფვა უბრალოებისაკენ, გულწრფელ ინტერესი და გაკვირვება, სიხარული, მგრძნობელობა და თამაშის სიყვარული – უნდა დავთრგუნოთ, სარდაფში ჩავკეთოთ და მოვკლათ კიდეც. შინაგანი ბავშვი აერთიანებს და აძლიერებს ბავშვურ დადებით თვისებებს. მაგრამ ასევე აკავებს დაგროვილ ბავშვურ ტრავმებს, ტკივილს, შიშს და რისხვას. დიდები დარწმუნებული არიან, რომ მათ გაუსწრეს ზრდაში, მიაგდეს და მიატოვეს ეს ბავშვი და მისი ემოციონალური ბარგი დარჩა სადღაც უკან. მაგრამ ეს შორსაა სიმართლისაგან.
ფაქტიურად ეს გაზრდილნი და ზრდასრულნი ამ შინაგანი გაუაზრებელი ბავშვის უნებლიეთ მუდმივი ზეგავლენის ქვეშ არიან ან ფარულად კონტროლდებიან მის მიერ. ბევრისათვის არა ზრდასრული „მე“ არის ხელმძღვანელი საკუთარი ცხოვრების, არამედ ემოციურად დაჭრილი შინაგანი ბავშვი, რომელიც ზრდასრულ სხეულში იმყოფება. წარმოიდგინეთ ვიღაც ასეთი ნაწყენი, ბოროტი და შეშინებული პატარა ბიჭუნა ან გოგონა, რომელიც იწყებს ზრდასრულ გადაწყვეტილებებს. გოგონა ან ბიჭუნა გაგზავნილი დიდების სამყაროში, რომ შეასრულოს კაცის ან ქალის სამუშაო, ან ათი წლის ბავშვი, რომელსაც უნდა შეაბიჯოს ზრდასრულ ურთიერთობებში. შეუძლია კი ბავშვს იქონიოს მოწიფული ურთიერთობები? კარიერა? დამოუკიდებელი ცხოვრება? მიუხედავად ამისა ეს ის არის, რაც გვემართება ჩვენ ყოველდღიურად ამა თუ იმ ხარისხით. ჩვენ კი გვიკვირს, რატომ ინგრევა ჩვენი ურთიერთობა. რატომ ვგრძნობთ თავს ასე პატარებად და დაბნეულებად, რატომ განვიცდით ასეთი ძლიერ შფოთვას, შიშს, საფრთხეს და მარტოობას. დაფიქრდით: კიდე როგორ უნდა იგრძნობს ბავშვმა თავი მოწიფულ ცხოვრებაში, სადაც მუდმივად უნდა იომო არსებობისათვის და დაიცვა თავი, სათანადო მშობლიური ყურადღების, დაცვის, სტურქტურის და თანადგომის გარეშე?
გარემოებების ასეთი დამაბნეველი მდგომარეობა ხშირად ახასიათებთ მათ, ვინც მიმართავს ფსიქოთერაპევტებს და ფსიქოლოგებს. მაგრამ როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა?
პირველყოვლისა, საჭიროა ადამიანმა გაცნობიეროს თავისი შინაგანი ბავშვი. თუ ის გაუაზრებელი დარჩება, ეს მისცემს მას საშუალებას დროდადრო დაისაკუთროს პიროვნება და დაიმორჩილოს ზრდასრულის ნება. შემდეგ ადამიანმა სერიოზულად უნდა აღიქვას მისი შინაგანი ბავშვი, და შეგნებულად დაამყაროს ურთიერთობა ამ პატარა გოგონასთან თუ ბიჭუნასთან: ყური უგდოს, როგორ გრძნობს ის თავის თავს და რა სურს მას ჩვენგან აქ და ახლა. ხშირად ამ მუდმივი შინაგანი ბავშვის დაუკმაყოფილებელი პირველადი მოთხოვნილებები – სიყვარულში, მიღებაში, დაცვაში, ზრუნვაში, გაგებაში – რჩება ისეთივე აქტუალურები დღესდღეობით, როგორ მაშინ, როცა ჩვენ ბავშვები ვიყავით. როგორც ფსევდო-ზრდასრულები, ჩვენ ამაოდ ვცდილობთ სხვებს ვაიძულოთ დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნები ჩვენში. ასეთი ცდები განწირულია.
ჩვენმა ზრდასრულმა პიროვნებამ უნდა ისწავლოს ისე მოეპყრას თავის შინაგან ბავშვს, როგროც კარგი მშობელი ეპყრობა საკუთარ შვილს, უზრუნველყოფს რა სიყვარულს, სრულ მიღებას და საზღვრებს. ყველაფერი ეს ხდება თანადგომასთან, აღზრდასთან და დისციპლინასთან ერთად, ეს ყველა ბავშვისათვის ცხოვრების აუცილებელი ელემენტებია.
ვაინიცირებთ და ვინარჩუნებთ რა მუდმივ დიალოგს შინაგან ბავშვსა და მოწიფულ ზრდასრულთან, შეიძლება მივაღწიოთ მათ შორის შერიგებას. შეიძლება შევქმნათ ახალი ურთიერთსასარგებლო, კოოპერატიული, სიმბიოტური ურთიერთობა, რომელშიც შემოქმედებითად შეიძლება დაკმაყოფილდეს ხოლმე საპირისპირო მოთხოვნები როგორც ზრდასრული „მე“-ს, ასევე შინაგანი ბავშვის.
დიმიტრი მატულიანისი, კლინიკური ფსიქოლოგი
თარგმნა: © IBEL ACADEMY