ყველაზე დასანანი კი ის არის, რომ ისინი ვერასდროს გაიგებენ რაოდენ ახლოს იყვნენ წარმატებასთან…
მოგესალმებით ,მე ვარ ინგა კახაძე პერსონალური ქოუჩი.ჩემს ცხოვრებაში დადგა მომენტი როცა რაღაც უნდა შემეცვალა სწორედ ამ პერიოდში გავიგე აკადემიის შესახებ. ასევე ვიყავი მსმენელი ინგა ბლესის და როდესაც აღმოვჩნდი მის ცოცხალ ტრენინგზე მივიღე , ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება -ეს იყო ჩემი სწავლა ქოუჩინგის აკადემიაში.
აკადემიაში სწავლის შემდეგ უზარმაზარი სხვაობაა მაშინდელ “მესა” და ახლანდელს შორის . მთელი ეს დრო ვმუშაობდი საკუთარ თავზე. ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი და მივედი იმ კონდიციამდე , რომ ყველაფერი არაჩვეულებრივი აქვეა ჩვენს გარშემო ,რომ ყოველი ახალი დღე გვაძლევს საშუალებას ცხოვრების ახალად დაწყების.
ძალიან მომწონს როს პეროტის სიტყვები “ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებამდე ორი ნაბიჯით ადრე ყრის ფარ-ხმალს. ისინი ამთავრებენ საკუთარ გზას იმ დროს, როცა წარმატება ორი ნაბიჯის მოშორებით მოსახვევშია. ყველაზე დასანანი კი ის არის, რომ ისინი ვერასდროს გაიგებენ რაოდენ ახლოს იყვნენ წარმატებასთან!
– სწორედ ეს მოხდა აკადემიის შემდეგ არასოდეს ვყრი ფარ-ხმალს…
ქოუჩინგის აკადემიამ მომცა პროფესია რითაც ვეხმარები ადამიანებს , რომლებიც ჩიხში გრძნობენ თავს და თითქოს გამოსავალი ვერ უპოვიათ. კარიერულ ,პროფესიულ თუ ცხოვრებისეულ სხვადასხვა სფეროში. ჩემი პროფესია მაძლევს იმ შესაძლებლობას, რომ მუშაობის პროცესში თითოეულმა მათგანმა აღმოაჩინოს ის უნარები და რესურსები ,რაც მიიყვანს მათ მიზნამდე . იპოვო საკუთარი თავი და მიიღო ისეთად ,როგორიც ხარ ეს უკვე დიდი გამარჯვებაა ,რადგანაც ერთადერთი ადგილი სადაც მუდმივად ყოფნა და ცხოვრება გვიწევს ეს ჩვენივე თავია.
აკადემიას ვუსურვებ წარმატებას და კიდევ ბევრ წარმატებულ კურსდამთავრებულს.