არ არსებობს დაბრკოლება რომლის გადალახვაც მონდომებას არ შეუძლია!
რა ხდება როცა შენ იწყებ ოცნებას?
სავარაუდოდ შენში იბადება იდეა,შემდეგ ამის გაკეთების სურვილი და ბოლოს ყალიბდება მიზანი.
რა არის პირველი რასაც აკეთებ შენი მიზნის ასასრულებლად?
იღებ გეზს შენი მიზნისკენ !
და როცა შენ ამას აკეთებ აღარ უნდა არსებობდეს შენს ტვინში ეჭვები, ფიქრები ,შიშები იმის შესახებ რომ შეიძლება დამარცხდე.
რასაც აკეთებ ,აკეთე გაბედულად,შეუპოვრად!არ არსებობს დაბრკოლება რომლის გადალახვაც მონდომებას არ შეუძლია!იცოდე რომ ვისაც წაგების ეშინია მას გარანტირებული აქვს დამარცხება!!!
თუ შენ ნამდვილად შენი საოცნებო მიზნისკენ მიდიხარ არ გაქვს უფლება უჩიოდე დროის ნაკლებობას,თუ გამუდმებით არ კარგავ მას.წარმოიდგინე რამდენი რამის გაკეთებას შეძლებ გამუდმებით დროს რომ არ კარგავდე.ყოველთვის გახსოვდეს რომ -შენ მართავ დროს !
ეს შენი ბრძოლაა და აქ არ არ არის ადგილი მიზეზებისთვის,დროის ნაკლებობისთვის,საქმის გადადებისთვის და ასევე სიჩქარისთვის.არავის მისცე უფლება აგაჩქაროს !
დროის გამოყენება,თავდაჯერებულობა,შეუპოვრობა,მიზანდასახულობა და აუჩქარებლობა.ეს ის რესურსებია რომლებსაც მიზანთან მიყავხარ !
არ იჩქარო და ყოველთვის გახსოვდეს, რომი ერთ დღეში არ აშენებულა !
სოფო ზეინკლიშვილი