სახლში დარჩენილი, საკუთარ თავთან
ვფიქრობ ყველას გსმენიათ წერის ძალის შესახებ, წერა ჩვენს ფიქრებს გარკვეულ ფორმას აძლევს. როდესაც ფიქრები, იდეები თუ შეგრძნებები ფურცელზე გადმოგვაქვს ეს გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს და ახლებურად აღქმებს. ამ დროს შესაძლოა მივხვდეთ რომ ჩვენს იდეას რეალურად აქვს განხორციელების შესაძლებლობა, ან შესაძლოა მივხვდეთ, ჩვენს წუხილს სულაც არ ქონია სერიოზული მიზეზი, ისეთი როგორც გვეგონა. ეს მე უკვე გამოვცადე და ახლა თქვენ გიწვევთ და გიზიარებთ.
წერა გვეხმარება გონების გასუფთავებაში, როდესაც თავში ქაოსია, მიეცი დინება მას ფურცელზე, გადმოუშვი ფიქრები ნაკადულის სახით, ამით გონება თავისუფლდება ზედმეტისგან და რჩება ადგილი უფრო ახალი და მნიშვნელოვანისთვის.
წერას აქვს ძალა ჩვენი იმედები გაამართლოს, ჩვენი ოცნებები აასრულოს.
ახლა კი ის დროა, სახლში დარჩენილებმა, საკუთარ თავთან დარჩენილებმა, კიდევ მეტად მეტი ხარისხიანი დრო გავატაროთ ჩვენსავე თავში.
დასაწყისისთვის მხოლოდ დარჩი შენს თავთან მარტო, აიღე კალამი და ფურცელი და დაიწყე წერა, ყოველგვარი ფიქრის გარეშე, დაწერე შენი სახელი, წარმოიდგინე, შენს თავს ხვდები ცხოვრებაში პირველად, დაწერე როგორ წარადგენდი შენს თავს, რას მოუყვებოდი შენს შესახებ.
წერე, წერე და მხოლოდ წერე, არ გადაიკითხო, არ გადაამოწმო, არ ჩაასწორო. როდესაც წერას მორჩები გააგრძელე ყოველდღიური ქმედება, შენი საქმიანობა. მეორე დღეს ისევ გამონახე დრო წერისთვის და გააგრძელე იქიდან სადაც გაჩერდი.
როდესაც ეს პროცესი, რამდენიმე დღის შემდეგ ჩვევაში გადავა უკვე შეგვიძლია ჩვენს განწყობასა და თავდაჯერებულობაზე ვიზრუნოთ, ისევ წერის მეშვეობით, დღევანდელ მდგომარეობაში კი თავდაჯერება, განწყობა და შინაგანი სიძლიერე საბაზისო მნიშვნელობისაა არა მხოლოდ ჩვენთვის არამედ ჩვენი ოჯახისა და გარშემომყოფებისთვის.
ამაში ისევ წერა დაგვეხმარება.
როდის მიუძღვენი სიყვარული შენს თავს ბოლოს?
როდის ჩაიხედე ბოლოს სარკეში, შეაქე და იამაყე პიროვნებით რომელიც დაინახე?
სწორედ ახლაა ამისი დრო. აიღე კალამი და ფურცელი და მისწერე სასიყვარულო წერილი შენს თავს, უთხარი კონპლიმენტები, შეაქე, მოეფერე, მიეცი ის რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება.
თუ წერა გაგიჭირდა, წარმოიდგინე რომ წერილს წერ შენს საუკეთესო მეგობარზე, დაწერე რატომაა ის შენი მეგობარი, რა მოგწონს და აღგაფრთოვანებს მასში.
წერე იმდენი რამდენიც მოგესურვოს. როდესაც დაასრულებ თავადვე გადაწყვიტე რა მოუხერხო წერილს.
მე კი ზუსტად ვიცი ამის შემდეგ მეტი თავდაჯერებულობით, უკეთესი განწყობით და შემართებით გააგრძელებ ცხოვრებას და ზრუვნას შენთვის ძვირფასებზე, შენ შეიგრძნობ უდიდეს ცვლილებას, სიმსუბუქეს, თავისუფლებას, გექნება განცდა რომ გაქვს ადგილი სიახლისთვის, ან იმ ძველი ოცნებებისთვის რომლის დროც არ გქონდა აქამდე.
სიყვარულით ანა ბულბულაშვილი.