მენტალური ფსიქოლოგია
მე ყოველთვის იქ ვარ,სადაც ყველაზე მეტად ვჭირდები უფალს!
რამდენიმე წლის წინ,ამ მოსაზრებას არ ან ვერ დავეთანხმებოდი,რადგან ცხოვრება ერთ ღიმილს თუ მაჩუქებდა,შემდეგ ათ წკლიპურტს მირტყავდა ცხვირში.როგორც ადამიანების უმეტესი ნაწილი,მეც ვფიქრობდი,რომ ეს ჩემი გამოცდა იყო ან სასჯელი.
ხო ასე გვასწავლიან სხვები!
ყველას და ყველაფერს ვადანაშაულებდი,რა თქმა უნდა საკუთარ თავს მეტად. სულ მიკვირდა,რაში სჭირდებოდა ღმერთს,ყოვლის შემომქმედს ჩემი ცრემლები და იმედგაცრუება.ვხვდებოდი,რომ რაღაც უფრო მარტივად იყო,სხვანაირად უნდა მივდგომოდი ამ საკითხს.სად წავა ამ დროს ადამიანი თუ არა ფილოსოფიაში,ასე მივუკაკუნე ფილოსოფოსთა დიდ ბიბლიოთეკას.ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე თუმცა აქ არ დამთავრებულა ჩემი ძიება ეს გზა ფსიქოლოგიაზე,შემდეგ ეზოთერიაზე,ბოლოს კვანტურ ფიზიკამდე მივიდა.რას არ იზავს მაძიებელი ადამიანი?.პარალელურად ვეცნობოდი თეოლოგიას და რელიგიას.
ერთს არა,მსოფლიო რელიგიებს,კულტურებს და ცივილიზაციებს .ნელ-ნელა ვხვდებოდი რაშიც იყო საქმე.წარსულში თუ მჯეროდა შეთქმულების თეორიების,უხილავი თუ ხილული მტრების ეშმაკების და მადგაგვარების,ახლა ვხვდებოდი,რომ ყველაფერი აქვე ჩემს გონებაში იყო და პირველრიგში ის უნდა მომეწესრიგებინა.
ჩემი ფიქრები,გრძნობები,ენერგიები.ერთი სიტყვით ბევრს აღარ გავაგრძელებ.უბრალოდ ვიტყვი,რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში.პრინციპში ვცხოვრობ ისე,როგორც ვფიქრობ.ვიღებ იმას რაც მეკუთვნის და ამისთვის უფლის მადლიერი ვარ.ყველას შეუძლია ამის მიღება,”ითხოვე და მოგეცემა”,”და.”დააკაუნე და გაიღება.”ყველა კარს აქვს გასაღები,მთავარია მოძებნო ის. მე ყოველთვის იქ ვარ,სადაც ყველაზე მეტად ვჭირდები უფალს!
სიყვარულით: მადონა ჯავახიშვილი