კეთილდღეობის ფორმულა ანუ როგორ ავიმაღლოთ საკუთარი წარმატების დონე
მოდით, ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს ჯადოსნური ფორმულა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია, გამოვთვალოთ ჩვენი ბედნიერების და კეთილდღეობის დონე!
ამ ყველაფრის გამოთვლა შესაძლებელია როგორც ერთდროულად და მთლიანობაში, ასევე მის ცალკეულ კომპონენტებში (ჯანმრთელობა, ბიზნესი, სამსახური, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული)…
რას მოგვცემდა ფორმულა?
პირველ რიგში მათემატიკურ გამოხატულებას (ქულებში) კეთილდღეობის ხარისხში, რომელიც ახლა გვაქვს.
გარდა ამისა, ჩვენ შევძლებდით დაგვენახა ყველა ის შემადგენელი ნაწილი, რომლის საშუალებითაც კეთილდღეობა გამოითვლება. და შესაბამისად, ჩვენ გაგვიჩნდებოდა შესაძლებლობა, გავლენა მოგვეხდინა საკუთარი კეთილდღეობის დონეზე.
წარმოგიდგენთ ამ ჯადოსნურ ფორმულას:
ბედნიერება (კეთილდღეობა) = ეფექტურობას და იღბალს.
თითქოს ახალი არაფერია:
ეფექტურობა – ყველასთვის ნაცნობი რამ არის. სტივენ კოვის „მაღალეფექტიანი ადამიანის შვიდი უნარიც“ დიდი ხანია გადაკითხული გვაქვს, მაგრამ სხვა მრიდან თუ შევხედავთ, ეფექტიანობას მხოლოდ უნარ-ჩვევები როდი ემყარება.
ამ სტატიაში ჩვენ დეტალურად გავარჩევთ, თუ რა გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ ეფექტურები და სწრაფად მივაღწიოთ სასურველ შედეგს.
ეფექტურობა = შესაძლებლობების (ძლიერი მხარეები) + განათლება (ცოდნა) + უნარ-ჩვევები +გამოცდილება
ღოდესაც ყველა ზემოთჩამოთვლილ შემადგენელ ნაწილს აქვს მაქსიმალური დადებითი მნისვნელობა, თქვენ შეძლებთ მიზნის მიღწევას ყველაზე ოპტიმალური ხერხით.
მოდით განვიხილოთ ეს ფორმულა ბიზნესის მაგალითზე (ან თქვენი სამსახურის)
პირველი – შესაძლებლობები (თქვენი ძლიერი მხარეები)
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ძალიან ბევრი დამწყები ბიზნესმენი საქმეს აწყობს თავისი სუსტი მხარეების გარშემო. ღოდესაც ისინი ხედავენ, რომ მათი მეზობელი (ან ნაცნობი) იწყებს წარმატებულად ფულის კეთებას საფონდო ბირჟაზე, იწყებენ ფიქრს, რომ ისინიც შეძლებენ ანალოგიურად. მაგრამ ამ დროს ისინი არ ითვალისწინებენ, რომ არაფერი ესმით ანალიტიკაში და ამასთან ერთად თავიანთი ინტუიცია უკანასკნელად რამდენიმე წლის უკან აქვთ გამოყენებული. ეს ყველაფერი კი იმით მთავრდება, რომ ისინი აგებენ უამრავ ფულს და მიდიან ბაზრიდან პირველივე წელს.
უფრო ნათლად რომ გიჩვენოთ, რას ნიშნავს საკუთარი ბიზნესის აწყობა საკუთარ სუსტ მხარეებზე, ნება მომეცით შეგეჯიბროთ, ვინ უფრო ლამაზად დაწერს ტექსტს – მე თუ თქვენ? მაგრამ თუკი თქვენ ხართ მემარჯვენე, მოგიწევთ წერა მარცხენა ხელით, ხოლო თუკი თქვენ ხართ მემარცხენე, მოგიწევთ დაწერა მარჯვენა ხელით. მე კი დავწერ ჩვეულებრივად, ჩემი წამყვანი ხელით. და ვინ გაიმარჯვებს? ღა თქმა უნდა მე, რადგან მე ვიყენებდი ჩემს ძლიერ მხარეებს.
Bიზნესი – ეს თამაშია, რომელშიც იდება დიდი ფული, ძალიან დიდი ფული! და რატომ მიდიხართ თქვენ თავიდანვე აშკარა წაგებაზე?!
აქედან გამომდინარეობს კითხვა:
იცით თუ არა თქვენი ძლიერი მხარეები? იცით თქვენი შესაძლებლობები?
ღისი გაკეთება გიყვართ?
ღა განიჭებთ სიამოვნებას?
იქნებ გაიხსენოთ, რაზე ოცნებობდით ბავშვობაში?
ახლავე დაუთმეთ თქვენს თავს რამდენიმე წუთი და ჩამოწერეთ პასუხები, ზემოაღნიშნულ კითხვებზე.
და აი! თქვენს წინაშეა თქვენი ძლიერი მხარეების ჩამონათვალი.
ეფექტურობის მეორე შემადგენელი ნაწილი – ეს არის განათლება (ან ცოდნა)
თუკი თქვენ უკვე ჩამოყალიბდით, თქვენი ბიზნესის მიმართულებაზე, ან თქვენი კარიერული ზრდის მიმართულებაზე, მაშინ შემდეგი ეტაპი არის განათლების მიღება (ცოდნა). იკითხეთ პროფესიული ლიტერატურე მინიმუმ 30 წუთი დღეში. Dდა თქვენ დაეუფლებით 10 ჯერ მეტ ცოდნას, თქვენს სპეციალიზაციაში, ვიდრე ეს გააჩნია თქვენს სფეროში მოღვაწე სპეციალისტების 90%. უბრალოდ დანერგეთ ეს ჩვევა თქვენს ყოველდღიურობაში.
ეფექტურობის მესამე შემადგენელი ნაწილი – უნარ-ჩვევები
აქ ყველაზე სწორი იქნება ბრაიონა ტრეისის კითხვა: “და რა იქნებოდა, თუკი თქვენ გეცოდინებოდათ თქვენი ყველაზე მნიშვნლოვანი უნარ-ჩვევა, რომელიც თქვენ გაძლევთ ყველაზე დიდ მოგებას ბიზნესში, რა იქნებოდა ეს უნარ-ჩვევა?”
ან რომ იცოდეთ ის სამი უნრა-ჩვევა, რის გამოც თქვენ გიხდიან სამსახურში ხელფასს, რა იქნებოდა თქვენი აზრით ეს უნარ-ჩვევები?
კონცენტრირდით სწორედ ამ უნარ-ჩვევეზე და განავითარეთ ისინი!
და თქვენი მოგება გაორმაგდება! ან თქვენი ხელფასი გაიზრდება მინიმუმ 30%-ით.
ძალიან ბევრი ბიზნეს-სკოლა სპეციალიზირდება სწორედაც რომ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და ბიძგის მიცემაზე. ჩვენი სკოლა კი იძლევა გლობალურ სტრაეტგიულ შეხედულებას ბიზნესზე და მთლიანად ცხოვრებაზე. ეს შესაძლებელი გახდა იმის ფონზე, რომ ჩვენ გავაერთიანეთ საუკეთესო დასავლური გამოცდილება ტექნიკასა და ტექნოლოოგიებში ბინზეს-ქოუჩინგის მიმართულებით და მოვარგეთ რუსულ რეალობას და მენტალიტეტს. ჩვენთან ცოდნის მიღებით, თქვენ იწყებთ თქვენი ბიზნესის მართვას და ასევე თქვენი ცხოვრების. და ყოველ ჯერზე, როდესაც შეეჯახებით სიძნელეებს, თქვენ ზუსტად გეცოდინებათ სად უნდა იპოვოთ პასუხები თქვენს კითხვებზე. ხოლო თუკი დაისახავთ ამბიციურ მიზნებს, თქვენ მისკენ დაიწყებთ სვლას სტრატეგიული მეთოდით და მათ მიღწევას წინასწარ ნავარაუდებ ვადებში!
და ეფექტურობის უკანასკნელი შემადგენელი ნაწილი – გამოცდილება
თუკი მოცემულ ეტაპზე, თქვენ გაიაზრეთ, რომ გაკლიათ გამოცდილება, დაე გამოიმუშავეთ ის. ღოგორც წერდა თავის ცნობილ წიგნში ლონი რობინსი “გააღვიძე შენში ძლიერი ადამიანი“ “როდესაც მივხვდი, რომ პროფესიაონალ ორატორად ჩამოყალიბებისათვის მე მაკლდა პრაქტიკა, დავიწყე დღეში ოთხჯერ სიტყვით გამოსვლა! და ამგვარად, ერთ თვეში, მე მქონდა იმ რაოდენობის სიტყვით გამოსვლები, რაც ჩემს კოლეგებს აქვთ წლის მანძილზე!!!” გამოცდილების გამომუშავებაში თქვენ არავინ არ დაგეხმარებათ! Mხოლოდ თქვენ და თქვენი მზაობა მიაღწიოთ დასახულ მიზანს!
Kარგი იქნებოდა, კიდევ ერთხელ დაგვესვა წერტილები ამ ფორმულაში. და ასე,
ეფექტურობა = შესაძლებლობების (ძლიერი მხარეები) + განათლება (ცოდნა) + უნარ-ჩვევები + გამოცდილება
ავიღოთ მაგალითი ჯანმრთელობაზე
ჩვენ შეგვიძლია ვფლობდეთ დიდი რაოდენობის ცოდნას (რომელ ჩვენგანს არ წაუკითხავს, რომელი საკვებია სასარგებლო და რომელი საზიანო?) მაგრამ! ვაგრძელებთ არასწორ კვებას. ჩვენ არ გვაქვს ჩვევა ვიკვებოთ სწორად! მოუსმინო და გესმოდეს საკუთარი ორგანიზმის! რასთან მივყავართ ამას? ამასთან ჩვენ ვიცით, მაგრამ არ ვაკეთებთ. ან „ვიცავთ დიეტას“, ხოლო მისი დამთავრების შემდგომ უფრო ვიმატებთ წონაში. სწორი კვება არ გვიმუშავდება, არ გადადის ჩვევაში. ჩვენს კურსზე, ჩვენ ვასწავლით მეთოდებს, როგორ უნდა დანერგონ (აღზრდა) ადამიანებმა თავის თავში აუცილებელი უნარ-ჩვევები. ჩვენი მეთოდით უნარ-ჩვევების დანერგვა ხდება სწრაფად, სასიამოვნოდ და რჩება თქვენთან მთელი ცხოვრების განმავლობაში!
თქვენ იკითხავთ რა კავშირშია შესაძლებლობები (ძლიერი მხარეები) ჯანმრთელობასთან. ზუსტადაც რომ პირდაპირ კავშირშია! აგიხსნით მაგალითზე. მაგალითად, თქვენმა მეგობარმა ერთი თვის მანძილზე დაიკლო 5 კილო, სირბილით. და თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენც შეძლებთ სირბილს, იმისათვის რომ მიაღწიოთ ანალოგიურ შედეგს. მაგრამ! დავუშვათ, თქვენ დაავადებული გაქვთ მუხლები, თქვენ ბავშვობიდან არ გიყვართ სირბილი, იმისი პერსპექტივა რომ ირბენთ 30 წუთის მანძილზე, თქვენ ძალიან გთრგუნავთ, ისე რომ მთელი დღის მანძილზე გუნებას გიფუჭებთ… და ისიც არ კმარა, რომ თქვენ უბრალოდ გიყვართ ცეკვა, ან ველოსიპედით სიარული, ან ფეხბურთის თამაში, ან ჩოგბურთის… ნუ იკლავთ თავს! იპოვეთ ისეთი ხერხი, რომელიც თქვენ მოგწონთ და მოგანიჭებთ თქვენ და თქვენს სხეულს სიამოვნებას. ხოლო ამ აქტივობის ჩვევაში გადატანაში ჩვენ დაგეხმარებით.
როდესაც თქვენ დაიწყებთ სწორ კვებას და დაკავდებით სპორტით (შესაძლოა აქ დაემატოს სუნთქვითი ვარჯიში, ორგანიზმის გაწმენდა, იოგა…), თქვენ გამოიმუშავებთ სწორი ცხოვრების გამოცდილებას, ენერგიის დიდ მარაგს, ჯანმრთელობით სავსე ცხოვრების უნარს და თქვენ აღარ მოისურვებთ ავადმყოფობასთან, საკვებით გადატვირთვასთან და უძალობასთან დაბრუნებას…
და ამ ჯდოსნური ფორმულის მეორე შემადგენელ ნაწილზე – იღბლიანობაზე, ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგ სტატიაში.
ავტორი: ნატალია ბუკაროვნოვა
თარგმანი: რობი ელიაშვილი