წარმატების მიღწევის მიუხედავად თავს უბედურად გრძნობთ?
თქვენ მიაღწიეთ წარმატებას, მაგრამ უბედური ხართ. რა უნდა გააკეთოთ?
თუ ზემოთ დასმული კითხვა თქვენთვის აქტუალურია მაშინ- გააკეთეთ ეს: დასახეთ ამბიციური მიზანი და მიაღწიეთ მას. მაგრამ აღელვებამ გაიარა, და გაჩნდა არასასიამოვნო შეგრძნება, რომ შეიძლება იყოს უკეთესი ან შეიძლებოდა უფრო ბევრის გაკეთება. თქვენ საკუთარ თავს ეუბნებით, რომ ყველაფერი მშვენივრად არის, რომ თქვენ უნდა გიხაროდეთ, მაგრამ თავს საზიზღრად გრძნობთ. როგორ მოვიშოროთ მუდმივი დაუკმაყოფილებლობა?
1 შეჩერდით
მიაგდეთ საქმეები, აიღეთ ტაიმ-აუტი. დარჩით საკუთარ თავთან იმდენი, რამდენიც გინდათ: წამი, წუთი, საათი ან დღე. ნუ გააკეთებთ ნურაფერს. ეს პირველი ნაბიჯია მუდმივი დაუკმაყოფილებლობის მორევიდან თავის დაღწევის. ტაიმაუტები უკეთესია ბუნებაში გაატაროთ სმარტფონის გარეშე.
2 სუნთქავთ
როგორ სუნთქავთ? თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ მუცლით რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა? შეადარეთ სუნთქვა მშვიდ და „დაკავებულ“ მდგომარეობაში. ღრმა სუნთქვა – ეფექტური და სწრაფი გადატვირთვის საშუალებაა: ნელა შეისუნთქეთ ცხვირით, წარმოიდგინეთ რა, რომ მუცელი მფრინავი ბურთია, რომელიც ჰაერით ივსება.
3 ყური უგდეთ საკუთარ თავს
დაიჭირეთ მომენტი, როდესაც წარმოიქმნება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. თქვენ აიძულებთ მას გაჩუმდეს, როცა საქმეს აკეთებთ, საჭმელს ჭამთ ან კიდე რამით ხართ დაკავებული? თქვენ არა ხართ მოსმენას მიჩვეული. რომ მოუსმინოთ, საჭიროა სიჩუმე, ჩვენ კი თავში უამრავი აზრი გვაქვს. ზემოთ აღწერილი სუნთქვითი ვარჯიში, გაამძაფრებს ინტუიციას და დაგეხმარებათ გაიგოთ, ნამდვილად რა გინდათ. მისი შესრულება 3-5 წუთში შეიძლება.
4 იოცნებეთ
მიეცით საკუთარ თავს საშუალება ისევ ბავშვი გახდეთ. დახატეთ ფურცელზე 12 კვადრატი წელიწადის თვეების რაოდენობის დარად. დაწერეთ ფერადი ფლომასტერით, რის გაკეთებას ოცნებობთ ყოველ თვეში.
5 გააკეთეთ ფოკუსირება
მოერიდეთ მრავალ ამოცანას – თქვენ გგონიათ რომ ეფექტური ხართ, მაგრამ ეს აშტერებს. განსაზღვრეთ პრიორიტეტები: რა არის მნიშვნელოვანი მიმდინარე მომენტში? დრო დაუთმოთ ბავშვს თუ პროექტით დაკავდეთ? თუ ფოკუსირებას ერთ ამოცანაზე გააკეთებთ, თქვენ ბევრ რამეს მოასწრებთ და ნაკლებ სტესს განიცდით.
6 იმოქმედეთ
კლასიკოსის პარაფრაზი თუ გავაკეთებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ცოდნა – პოტენციური ძალაა. ცოდნა მოქმედების გარეშე უნაყოფოა. იფიქრეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ ახლა, რომ ცოთათი მიუახლოვდეთ მიზანს. პატარა ნაბიჯებს დიდ შედეგებამდე მივყავართ.
7 იურთიერთოებეთ
როცა გაერკვევით ოცნებებში და სურვილებში, მოძებნეთ ხალხი, რომლებიც წარმატებულები არიან იმ სფეროებში, სადაც თქვენ გინდათ მოიპოვოთ წარმატება. იკითხეთ მათზე ისიც, რასაც თვითონ წერენ, ჩახვდით, რას აკეთებენ ისინი განსხვავებულად. შეეცადეთ გაიცნოთ ისინი უშუალოდ ან ონლაინ.
8 გაუზიარეთ
მოუყევით იმაზე, რასაც ქმნით იმათ, ვისთანაც ურთიერთობთ, რეალისტურად. ამოირჩიეთ პლათფორმა, რომელზეც გააზიარებთ შთაბეჭდილებებს, ცოდნას, გამოცდილებას. მე მომწონს ინსტაგრამი, მაგრამ მე ასევე ვიღებ მონაწილეობას პოდკასტებში, მიმყავს ვებინარები, გამოვდივარ სცენაზე და ვხვდები მეგობრებს.
9 იდღესასწაულეთ
როდის აღნიშნეთ ბოლოს რამე? თუ წარმატებები არ გახარებთ, ალბათ, ეს დიდი ხნის წინ იყო. აღნიშვნის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მეთოდია – მუსიკის ჩართვა და ცეკვა. კიდევ მე ქმართან რომანტიკული საღამოები მომწონს, გოგოური ჩამოსხდომები ჩემს გოგონასთან (შვილთან) და საკვიარო შეხვედრები მეგობრებთან. აჩუქეთ თავს არომატული აბაზანა, გასეირნება პარკში ან საკვირაო მოგზაურობა. თქვენ დაიმსახურეთ!
10 დაიწყეთ თავიდან
კვლავ გამოიყენეთ ეს სტრატეგიები, რომ გახსოვდეთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, და რომ მიაღწიოთ იმას, რაც ნამდვილად გინდათ. ნუ ისწრაფვით წარმატებისაკენ მხოლოდ წარმატების გამო, ყური დაუგდეთ საკუთარ თავს. პასუხები კითხვებზე „ვინ ვარ მე?“ და „რა მინდა მე?“ თქვენშია, დარჩა მხოლოდ მათი გაგონება.
კორტნი მაკდერმოტი – მოტივაციური სპიკერი.
თარგმნა: © IBEL ACADEMY