სტრესი და დაქვეითება. როგორ ავირიდოთ თავიდან?
დღეს თქვენ ენერგიით და მოქმედების სურვილით
ხართ სავსე. ხვალ კი დაქვეითება ისადგურებს. სიზარმაცე და აპათია.
სხვათაშორის, ეს ბიზნეს-ტრენინგების უმეტესობათა პრობლემაა.
დასაწყისში თქვენ გაღიზიანებენ ვარსკვლავური ცხოვრების სტილით. კარგი სამოსი, აიფონი, ავტომანქანა, ლუქსი და ა.შ. გავსებენ მოტივაციით სწრაფი ფულის გამომუშავების თაობაზე. თქვენ დაწყევლილივით მუშაობთ, რომ ლამაზი ცხოვრების ეს ატრიბუტები შეიძინოთ. თქვენს მიერ გამომუშავებულს მსგავს რამეებში ხარჯავთ და ჩამოდიხართ ნულამდე. შემდეგ კი ყველაფერი თავიდან.
თქვენ გასწავლიან, რომ ასეა საჭირო. ასეთი ფინანსური სტრესი თითქოს საჭიროა. ასე ასწავლით თქვენს თავს ყოველთვის გამოიმუშავოს და დარჩეს ფული..
თქვენ გინახავთ ბევრი ასეთი ადამიანი. ისინი ნონ-სტოპის რითმში ცხოვრობენ. სადაც ნებისმიერი შეფერხება სიკვდილის ტოლფასია. შედეგად კი, რამდენიმე წელიწადში ადამიანი უბრალოდ გადახურდება. უმეტედობა ქვეითდება ფინანსურად პირვანდელ დონეზე. ზოგი კი ვალებს იდებს.
მე არ ვსაუბრობ იმათზე, ვინც საერთოდ არ იძვრის ადგილიდან და ყველანაირი ძალისხმევის მიუხედავად პირვანდელ ფინანსურ დონეზე რჩება.
ასეთი შეშლილი რბოლის შემდეგ “ცოცხლად დარჩენილებს” გამომუშავებული ფული არანაირ სიამოვნებას აღარ ანიჭებს. ნერვები ზღვარზეა, ასევე ჯანმრთელობაც. წინ კი ახალი რბოლაა, იმიტომ რომ, მიეჩვივნენ და სხვანაირად არ შეუძლიათ. ამასთან ამაყობენ საკუთარი შრომითი მირწევებით. უყვებიან მეგობრებს, როგორი ყოჩაღები არიან, როგორ მუშაობენ 16-18 საათი დღეღამეში. არ ზოგავენ საკუთარ თავს, როგორ იშვიათად ხვდებიან საკუთარი ოჯახის წევრებს… შედეგი მხოლოდ ერთია გადაწვა..
რატომ ხდება ასე?
ორი მიზეზია:
1. ძველი ტვინი. ადანიანი უმატებს შემოსავალს აზროვნების შეუცვლელად. მას ძველებურად ღარიბი ტვინი აქვს. ამიტომ ყველა გამომუშავებულს ხარჯავს.
მე მყავს ნაცნობი რომელიც თვეში 2 მილიონს გამოიმუშავებს და ახერხებს ყოველი თვის ბოლოს ნულზე დავიდეს! მას ქრონიკულად არ ჰყოფნის ფული!
2. ფინანსური სტრატეგიის არარსებობა. ადამიანი ზოგადად ტაქტიკაზეა დამოკიდებული. მთავარი ტაქტიკური კითხვა: როგორ გამოვიმუშავოთ ფული მორიგი ძვირიანი ბრჭყვიალა ნივთისთვის. კვლავ გამოვიმუშავოთ და კვლავ დავხარჯოთ. თუ არ გვყოფნის სასწრაფოდ ავიღოთ კრედიტი.
გსურთ კი ასე?
მე ვფიქრობ არა. ასეთი ფული ძალიან დიდ ფასად მოდის და ძალიან მალე უჩინარდება. მაგალითად ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი ფულისგან სიამოვნება მივიღო. მე მსურს, რომ ფული აიოლებდეს ჩემს ცხოვრებას და არ ართულებდეს მას.
სწორედ ამიტომ ჩემს პროგრამებში, ჩვენ ვმუშაობთ ორი ძირითადი მიმართულებით:
– აზროვნების შეცვლა, მდიდარი ტვინის განვითარებაა.
– გრძელვადიანი ფინანსური სტრატეგიები.
ამ ორი მიმართულებით მუშაობა საშუალებას გვაძლევს მე და ჩემს მოსწავლეებს სწორად ჩამოვაყალიბოთ და დავისახოთ მიზნები (არა მხოლოდ ფინანსური). ნახტომების გარეშე, მაგრამ მყარად შევქმნათ საკუთარი კაპიტალი. გავანაწილოთ საკუთარი ძალები, ისე, რომ არ გადავიქცეთ “ფულის გამომმუშავებელ მანქანად”. არამედ დავრჩეთ ადანიანად. შევინარჩუნოთ საკუთარი ნერვები და ჯანმრთელობა. ვაქციოთ ფული სიხარულის წყაროდ და არა სტრესის.
მაქსიმ ტიმჩენკო
თარგმნა მარიამ ბაგაურმა
დაკვეთა © IBEL ACADEMY