რთულია ემიგრანტობა, მაგრამ ტრანსფორმაცია და განვითარება ყოველთვის შესაძლებელია
მე გახლავართ ანა გაჩეჩილაძე, პროფესიით პედაგოგი, პერსონალური ქოუჩი. მეხუთე წელია, ვარ ემიგრანტი. ამჟამად ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ იორკში. ნებისმიერი ემიგრანტი დამეთანხმება, თუ როგორი რთულია, მოსწყდე საკუთარ ქვეყანას, ოჯახს, შვილებს, მეგობრებს, მიატოვო ყველა და ყველაფერი და, ფაქტობრივად, სრულიად მარტომ დაიწყო ახალი ცხოვრება უცხო ქვეყანაში და გარმოში. ამას დიდი ენერგია, გამბედაობა და ძალისხმევა სჭირდება. იწყება მარტოობა, ფიქრი და ნერვიულობა ოჯახზე და ახლობლებზე, შეიძლება ბევრი დეპრესიამდეც მივიდეს. თითქოს ვეღარ ხედავ გამოსავალს და შეწირულის პოზიციაში ხარ.
ორი წლის წინ, როდესაც ფეისბუქ გვერდს ვათვალიერებდი, შემთხვევით ვნახე ინგა ბლესსის ერთ-ერთი ლაივ ჩართვა, სადაც ის საუბრობდა, თუ როგორ შეიძლება, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება და აზროვნება. ვისაც ინგას ვებინარები მოსმენილი აქვს, დამეთანხმება, თუ როგორი საინტერესო და უშუალოა მისი საუბრები, რამდენად პოზიტიურ და დიდ ენერგეტიკას ფლობს. გინდა, უსმინო და ნამდვილად ირწმუნო საკუთარი თავის შესაძლებლობები, რომ რეალურად შეგიძლია მიაღწიო იმ მიზნებს, რასაც სწორად დაისახავ ცხოვრებაში.
ინგას უშუალობამ და ამ ვებინარმა გამიჩინა მოტივი, რომ რაღაც კარდინარულად შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში. თავდაპირველად დავათვალიერე და გავეცანი ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრის გვერდს. განსაკუთრებით დამაინტერესა პროგრამამ „ტრანსფორმაციის 100 დღე“ (ამ პროგრამას 100%-ით ვუწევ რეკომენდაციას მათთვის, ვისაც სურს, საკუთარი თავის უკეთესობისაკენ ტრანსფორმაცია დაიწყოს. ჩემთვის ცნობილია, რომ მალე საზოგადოება ამ პროგრამას გაეცნობა წიგნის სახით). ამ პროგრამის საშუალებით შეძენილმა გამოცდილებამ და ცოდნამ თავდაყირა დააყენა ჩემი შეხედულებები სხვადასხვა მიმართულებით.
შემდეგ ავიღე ინგას პირადი 10 სესია. ჩემთვის ნათელი გახდა, თუ რა გავლენა აქვს ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე ჩვენს წარსულს, თურმე, რამდენ წყენას და ნეგატივს ვატარებდი, რომელიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განვითარებას სერიოზულად აფერხებს. ყოველივე ამამ მიბიძგა და სურვილი გამიჩინა, უფრო საფუძვლიანად და სიღრმისეულად შემესწავლა ეს სფერო, რასაც პრაქტიკული ფსიქოლოგია და ქოუჩინგი ჰქვია. ამავდროულად, გამიჩნდა სურვილი, საკუთარ თავთან ერთად, დავხმარებოდი სხვებსაც, რომლებიც ჩემსავით საკუთარი თავის და უკეთესი ცხოვრების ძიებაში იყვნენ.
როდესაც ინგას ვკითხე, თუ სად და როგორ შემეძლო ამ ყველაფრის სწავლა და საფუძვლიანად დაუფლება, მისგან კონკრეტული და მარტივი პასუხი მივიღე: პრაქტიკული ფსიქოლოგიისა და ქოუჩინგის სკოლაში, რომლის დაარსებას აპირებდა და პირველი ნაკადი მალე იწყებდა ონლაინსწავლებას, რაც საშუალებას აძლევდა ადამიანს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნაში სახლიდან გაუსვლელად დაუფლებოდა ამ პროფესიას. ისღა დამრჩენოდა, რომ ჩემი სურვილი განმეხორციელებინა და მოვხვედრილიყავი ამ სკოლაში, რომელსაც ამჟამად ქოუჩინგის საერთაშორისო ონლაინ აკადემია ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ადგილები შეზღუდული იყო, ჩემი განზრახვა სისრულეში მოვიყვანე და მოვხვდი იმ 20 ბედნიერ და იღბლიან სტუდენტს შორის, რომლებსაც დღეს ქოუჩინგის აკადემიის პირველი გამოშვება გვქვია, მაგრამ სასწაულები წინ მელოდა, 7 საოცარი თვე.
როგორც დასაწყისში ავღნიშნე, პროფესიით პედაგოგი ვარ და, აქედან გამომდინარეც, კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნის არსი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი. ამიტომაც, ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ ამ აკადემიაში ზედმიწევნით ზუსტადაა გადანაწილებული თეორიული და პრაქტიკული სწავლება. თეორიულ ცოდნასთან შეზავებული პრაქტიკული მუშაობა საშუალებას იძლევა სწავლება მეტად საინტერესო და ეფექტიანი გახადოს.
არ შემიძლია, არ ავღნიშნო „ჩემი გოგოების“, იმ სტუდენტების შესახებ, რომლებიც ერთ მთლიანობად ვიქეცით. მიუხედავად სხვადასხვა ქვეყანას შორის არსებული დროში განსხვავებისა, აკადემიაში ყველა დიდი ხალისით და ინტერესით ვეუფლებოდით პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას. სწავლასთან და პროფესიასთან ერთად, შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ მნიშვნელოვანია. დღეს უკვე არ არსებობს ჩემი ცხოვრების არც ერთი დღე მათ გარეშე.
ქოუჩინგის აკადემიამ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება და აზროვნება. თითოული სასწავლო სესია ორიენტირებული იყო რეალური პრობლემების მოგვარებაზე, რომლითაც ანეიტრალებ შენში არსებულ ნეგატივს და ივსები დადებითი ენერგიით. ეს ყველაფერი საშუალებას მაძლევდა, უფრო ნათლად დამესახა ჩემი ცხოვრების დიდი მიზნები და გადამედგა მისკენ მიმავალი კონკრეტული ნაბიჯები. ადრე არ შემეძლო საჯაროდ გამომეთქვა და დამეფიქსირებინა საკუთარი აზრი, მქონდა კომპლექსები, რომლებიც ქოუჩინგის აკადემიაში სწავლების დროს აღმოვაჩინე და გავანეიტრალე. მივხვდი, რომ სხვისი ქმედებები და სიტუაციები, რომლებიც ადრე მაღიზიანებდა, თურმე, საკუთარი კომპლექსებით იყო განპირობებული, რასაც ადრე მხოლოდ სხვაში ვხედავდი. ვისწავლე მეტი სითბოს და სიყვარულის გაცემა და, ასევე, პირიქით – მიღება, მოვიშორე ნეგატიური და დამაბრკოლებელი სიტყვები და აზრები.
ამ პერიოდისათვის ქოუჩინგის აკადემიაში ჩემს ჩართულობას ვერ შევაფასებ 10-ქულიან შკალაზე 10 ქულით (სუბიექტური მიზეზების გამო), მაგრამ ვაპირებ, მომავალში აუცილებლად მაქსიმალურად ჩავერთო აკადემიის მუშაობა-განვითარებაში.
ქოუჩინგის აკადემიაში მიღებულ ცოდნას ვიყენებ, პირველ რიგში, საკუთარი თავის განვითარებისთვის, ასევე, ვცდილობ, ჩემი ცოდნით დავეხმარო სხვებს თვითგანვითარებაში, რაც ჩემი ერთ-ერთი მიზანი იყო. შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ ჩემი მეორე პროფესიით, თუმცა არ ვაპირებ გაჩერებას და განზრახული მაქვს, გავაგრძელო სწავლა და გავიარო ქოუჩინგის აკადემიის მეორე ეტაპის სრული კურსი, რომელზეც უკვე დავრეგისტრირდი.
ყველა ქალბატონს, რომლებიც ფიქრობთ, რომ დღეს თქვენ წინაშე არსებული პრობლემებიდან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ, სრული პასუხისმგებლობით გარწმუნეთ და გირჩევთ, რომ გამოსავალი ნამდვილად არსებობს და, ვფიქრობ, ქოუჩინგ აკადემია ერთ-ერთია.
მაშ ასე, გადაწყვიტეთ და იმოქმედეთ. შემოუერთდით ქოუჩინგის აკადემიას. შეცვალეთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ. დაისახეთ მიზნები, გადადგით ნაბიჯები და მიაღწიეთ წარმატებას.
მაშ ასე, გადაწყვიტეთ და იმოქმედეთ. შემოუერთდით ქოუჩინგის აკადემიას. შეცვალეთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ. დაისახეთ მიზნები, გადადგით ნაბიჯები და მიაღწიეთ წარმატებას.
ანა გაჩეჩილაძე