თვითგანვითარების 10 გზა
ეს ჩამონათვალი დაგეხმარებათ საკუთარი თავის უკეთ გაგებასა და განვითარებაში.
ადამიანს, როგორც ბუნების განუმეორებელ წარმომადგენელს აქვს ერთი განსაკუთრებული თვისება-ეს არის მუდმივი სწრაფვა უკეთესობისკენ. ამის მაგალითი შეიძლება იყოს უკეთესი სამსახურის ძიება, მეორე ნახევრისა და საკუთარი თავის ძიება და ა.შ. თუ სამსახურთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია (თუ არ მოგწონს ახლანდელი სამსახური იპოვე უკეთესი), რა უნდა ვიღონოთ საკუთარი თავის გაუმჯობესებისთვის?
გთავაზობთ 10 გზას, რომელიც დაეხმარება ადამიანს თვითგანვითარებაში :
- ყველა იდეა ჩაიწერეთ. იქნება ეს საყიდლების სია, ციტატები თუ თქვენი მოსაზრებები. ფიქრებს ახასიათებთ დავიწყება, ჩანაწერი კი მუდამ ჩვენთან რჩება. შეიძინეთ ლამაზი რვეული, დღიური ან ტელეფონში ჩაიწერეთ.
- გამოიყენეთ ტაქტიკა „აქ და ახლა“. აი რაში მდგომარეობს მისი არსი: თუ ოფისში ხართ, იფიქრეთ სამუშაოზე. ანუ იმაზე, რისთვისაც იქ იმყოფებით. ხოლო როგორც კი გადააბიჯებთ სახლის ზღურბლს, დაივიწყეთ სამსახურეობრივი პრობლემები. ეს დაგეხმარებათ უსიამოვნებებისგან თავის არიდებასა და გონების გათავისუფლებაში, განტვირთვაში.
- პატარა ნაბიჯების ხელოვნება. ყოველ დღე გადადგით წარმატებისკენ პატარა ნაბიჯი. ამის კარგი მაგალითია ფიზიკური დატვირთვა. წარმოვიდგინოთ, რომ თქვენი მიზანია გახდომა. ამისთვის საკუთარ სხეულს ყოველდღიურად 20 წუთი მაინც უნდა დაუთმოთ. არ არის საჭირო თავიდანვე კომპლექსურად 20 სავარჯიშოს დაწყება, რადგან ეს მალე მოგბეზრდებათ და ამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანთ. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ უმჯობესია დავიწყოთ მცირედან, მაგრამ განვაგრძოთ რეგულარულად.
- როგორც კი გადაწყვეტთ ახალი უნარის გამომუშავებას, ცოდნის მიღებას ან ვარჯიშის დაწყებას, ისე მოიქეცით, თითქოს ამ საქმის პროფესიონალი იყოთ. თუ დაიჯერებთ ამას და როლში შეხვალთ, უფრო მარტივად და სწრაფად დაეუფლებით ახალ საქმეს.
- დაყავით თქვენი დღე ბლოკებად-ეს ნაყოფიერი განვითარების კიდევ ერთი საიდუმლოა. დღე შემდეგნაირად გაყავით: დილა, სადილამდე დრო, სადილის შემდგომი პერიოდი, საღამო. სხვადასხვა საქმეს სხვადასხვა დრო სჭირდება. სპორტული ვარჯიშებისთვის უმჯობესია გამოყოთ 10 წუთი დილით გაღვიძების შემდეგ, ახალი წიგნის კითხვას კი დაუთმეთ საღამო.
- ყველაზე სასწრაფო და მნიშვნელოვანია შეცვალოთ დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, როგორ სასაცილოდ და ამავდროულად ძლიერადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. საჭიროა ცხოვრებისგან მხოლოდ ყველაზე ლამაზი, საუკეთესო და ნათელი მივიღოთ. ნუ შეგეშინდებათ შეცვლის, კომფორტის ზონიდან გამოსვლის და მომავალ სირთულეებსაც ნუ შეუშინდებით. ადამიანი მცენარე არ არის და თბილ სათბურში ცხოვრება მისთვის ბუნებრივი არ არის.
- იმეგობრეთ ადამიანებთან, ვისგანაც რაიმეს სწავლაა შესაძლებელი. საკუთარი თავის სხვებთან შედარება ყოველთვის ცუდი როდია, ზოგჯერ ეს გვეხმარება ჩვენი შორეული მიზნების მიღწევაში. მოიშორეთ ცხოვრებიდან წუწუნა ადამიანები, რომლებიც თქვენს უკან დაწევას ცდილობენ საკუთარი პრობლემებითა და განცდებით.
- არ უნდა დაგვავიწყდეს ჰარმონიული არსებობის სამი შემადგენელი ნაწილი : ჯანსაღი კვება, ფიზიკური დატვირთვა და მენტალური წონასწორობა. ამაში დაგეხმარებიან სპეციალურად ნასწავლი ადამიანები, მაგრამ რატომ უნდა დახარჯოთ ფული იმაში, რისი გაკეთებაც თავადაც შეგიძლიათ? იკითხეთ წიგნები, უყურეთ ფილმებს, დაესწარით ლექციების და შეძლებთ არა მხოლოდ თქვენი არამედ სხვების პრობლემების მოგვარებასაც.
- თვითგანვითარების დღიური. არსებობს დიდი რაოდენობა მეთოდიკებისა და რჩევების ამ თემაზე. მაგალითად ზოგიერთი ადამიანი დღიურში შემდეგ რამეს იწერს : დღეში 5 უცხო სიტყვას სწავლობენ, 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყვნენ მადლიერნი, ადამიანებთან სასაუბრო თემებს და ა.შ. ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ ინფორმაცია „სასიცოცხლო ბალანსის ბორბალი“-ს შესახებ. მისი დახმარებითა თქვენი დღიური რამდენიმე თემად შეგიძლიათ დაყოთ. დღის ბოლოს კი აუცილებლად უნდა აღნიშნოთ თქვენი მიღწევები. უმჯობესია, თუ მათ ანალიზს საღამოობით გააკეთებთ.
- საღამოს ძილის წინ 5-10 წუთი გამოიყენეთ თვითშთაგონებისთვის, გადაიმეორეთ დღის მოვლენები.