დრო, რომლსაც ვერ დააბრუნებ…
„დრო“, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ერთ სიტყვას თითოეული ადამიანის ცხოვრებაში…
დრო წარსულის – მოგონებები, გამოცდილება, ამ სიტყვასთან ასოცირდება. დრო მომავლის- ოცნებები, იმედები… რამდენი რამ არის თავმოყრილი მასში, თუმცა დრო აწმყოში, ეს არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სათანადოდ ვერ ვაფასებთ და ისიც ისე სწრაფი ნაბიჯით გვტოვებს, რაც არ უნდა ვეცადოთ, მაინც ვერ ვახერხებთ მის უკან დაბრუნებას…
შემდეგ ვიწყებთ იმაზე ფიქრს, თუ რამდენი რამის მოსწრება შეგვეძლო მასთან ერთად, რამდენი შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ არ ან ვერ გამოვიყენეთ, ამაზე ფიქრის დროს, ვერ კი ვხვდებით, რომ ახლა კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯით მიიწევს წინ ჩვენი დრო…
რა არის საჭირო იმისათვის, რომ არ ვკარგავდეთ ჩვენი დროის საუკეთესო წლებს იმაზე ფიქრში, თუ რა ვერ მოვასწარით, ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში სურვილია, გამოვაღვიძოთ ჩვენში მიძინებული მოტივაცია, მიზანდასახულობა, მიზნისკენ სწრაფვა, დავიწყოთ იქიდან, სადაც გავჩერდით, დავიწყოთ ნელი, მაგრამ ზუსტი ნაბიჯებით, იმისათვის, რომ დრო მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ, საჭიროა მისი დაფასება ვისწავლოთ, აბა დავფიქრდეთ, რამდენ დროს ვხარჯავთ არაფრის მომცემ ქმედებებში, ისე რომ ვერც ვაანალიზებთ ამას, სწორედ ამიტომ, იმისათვის რომ ჩვენ ვმართოთ ჩვენი დრო და არა დრომ- ჩვენ, უნდა დავიწყოთ მისი სწორად განაწილება, მისი დაგეგმარება, უნდა ვისწავლოთ მისი სწორი გამოყენება, რადგან დრო არის ის ერთადერთი რესურსი, რომელიც მოძრავია, რომლის აღდგენა და დაბრუნება ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ ხომ შესაძლებელია მისი მართვა ვისწავლოთ? ჩვენს სასიკეთოდ მოვმართოთ დრო და ვისწავლოთ მისი თითოეული წუთის მაქსიმალურად გამოყენება.
დრო არ ჩერდება… ჰო… და ნურც ჩვენ გავჩერდებით… აბა დაფიქრდით რამდენი რამის მოცემა შეუძლია დროს და ჩვენ რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია ამ დროში?…
დაფიქრდი, როგორ წარმართავ შენს დროს? ყოველი ახალი წუთი ხომ რაღაც ახლის დასაწყისია….
ნინო კაჭკაჭაშვილი
© IBEL ACADEMY