პრაქტიკაში გაატარეთ ლიმიტების გარეშე აზროვნება -ბრაიან თრეისი
როდესაც ამ შეკითხვებს უპასუხებთ, წარმოიდგინეთ რომ შეზღუდვები აღარ გაქვთ. წარმოიდგინეთ რომ თქვენთვის ყველაფერი შესაძლებელია. ერთხელ პიტერ დრუკერმა თქვა:
„ჩვენ ზედმეტად გადაჭარბებით ვაფასებთ იმას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთ წელიწადში და ამავდროულად, ვერ ვაფასებთ იმას, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია 5 წელიწადში.“
ნუ მოიქცევით ასე.ახლა, წარმოიდგინეთ თქვენი იდეალური ფინანსური ცხოვრება მომავალში:
1. რამდენს გსურთ გამოიმუშავებდეთ დღეიდან ხუთ წელიწადში?
2. როგორი ცხოვრების სტილით გსურთ, რომ ცხოვრობდეთ? როგორ სახლში გსურთ ცხოვრობდეთ?
3. როგორი ავტომობილი გსურთ გყავდეთ?
4. რა მატერიალური ფასეულობები გსურთ შესთავაზოთ საკუთარ თავსა და ოჯახს?
5. რამდენი გსურთ გქონდეთ საბანკო ანგარიშზე?
6. რამდენს გსურთ ზოგავდეთ და აინვესტირებდეთ, ყოველთვიურად და ყოველწლიურად?
7. როგორი დანაზოგი გსურთ გქონდეთ, როცა დასვენებას გადაწყვეტთ?
წარმოიდგინეთ რომ ხელში „ჯადოსნური ფურცელი“ გიჭირავთ.
თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ მასზე, რაც გსურთ. ამავდროულად შეგიძლიათ წაშალოთ ყველაფერი, რაც მოხდა წარსულში და დახატოთ თქვენი სასურველი მომავლის სურათი.
ასევე შეგიძლიათ წაშალოთ ყველაფერი ნებისმიერ დროს და თავიდან დაიწყოთ. თქვენთვის შეზღუდვები არ არსებობს.