არც მე არ შემეკითხა, მოვიდა და გაბრწყინდა სული
სიყვარული არც მე არ შემეკითხა, მოვიდა და გაბრწყინდა სული, დამშვიდდა გარემო და გაფერადდა, მხოლოდ წიგნის ფურცლებიდან და ფილმებიდან აღქმული იყო ლამაზი, სანატრელი უკვე შენში რომ ცხოვრობს, მზის ფერი ზღვაა, ბევრი საიდუმლოებებით მოცული და მოულოდნელიბებით, პულსი რომ არ გესინჯება და ადუღებული ჩაიდანივით არის გული….
ულამაზესი,ა როგორც თვით შემქმნელის ხელით გაკეთებული ბუნება საბედნიეროდ ზუსტად ამაშია შენი მე-ს პოვნის საიდუმლო, მრავალჯერ განცდილი დაღლილი წამებისა ნახევრად გულ-დაღლილი და ხელ ჩაქნეული გრძნობისა, ორი სულის წამალი და ნავთ-საყუდელი,დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას თაობები, რომ არა ეს დიადი გრძნობა, ზუსტად ამ გრძნობას შეგიძლია უმღერო და სიყვარულმა გაგაკეთებინოს საოცრებები, ასეა თურმე ერთი ცალი ადამიანი არასდროს არ იბადება, მასთან ერთად იბადება მეორე სულიც, რომელიც უნდა იპოვო, თუ რა განაპირობებს ამ სიყვარულის პოვნას ეს თვით შენ უნდა მიხვდე, ალბათ მე ვიტყოდი უდიდესი სურვილი, წყურვილი შენი მეორე ნახევრის პოვნის, ასე მგონია სხვა ყველაფერი მიღწევადია როდესაც გვერდით გყავს ადამიანი რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო.
მე ვუსურვებდი მსოფლიოოს და ყველა სულიერ არსებას ამ ულამაზესი გრძნობის განცდას, უშიშრად შეიძლება იარო, აშენო, აკეთო არ დაანგრიოო არ გაბოროტდე, დარგო უამრავი ხე, დათესო უამრავი ყვავილი და კიდევ ბევრი და ბევრი დადებითი ემოცია და გრძნობა მოვიდეს როცა სიყვარული მოვა შენში, სიყვარუlია თვით ვენახი რომელიც ისხავს უამრავ მტევანს და ასეთი წარმომავლობა არასოდეს არ გადაშენდება, ბავშვობა, ყრმობა, პატარაობა, მოზრდილობა მთელი ეს ხაზი ჩადებულია სწორედ ამ მოწიფულ გრძნობაში და მე ვფიქრობ თუ ადამიანს არ გააჩნია სიყვარული, ტრიალებს ერთ ადგილზე და არც წინ მიდის და არც უკან, ის გაზაფხულს გავს რომელიც კარზეა მომდგარი და ჩვენ მერცხლებივით დავჭიკჭიკებთ.
თაკო კობაიძე