ადამიანები,რომლებიც მე ვიტყოდი მცირედით კმაყოფილდებიან თავიანთ ცხოვრებაში მათ მოტივაციისთვის სხვა ადამიანები სჭირდებათ
უმნიშვნელოვანესი სიტყვა , რომელიც გვაძლეს საშუალებს ყველაფერი ის რაც ჩვენ მოგვწონს და რისკენაც ვისწრაფვით რეალობად იქცეს და გავაკეთოთ დაუზარებლად ესა თუ ის დავალება,რათა მალევე შევძლოთ შევცვალოთ ჩვენი მომავალი სწორედ ისე როგორც წარმოგვიდგენია.
ადამიანები,რომლებიც მე ვიტყოდი მცირედით კმაყოფილდებიან თავიანთ ცხოვრებაში მათ მოტივაციისთვის სხვა ადამიანები სჭირდებათ,რათა რაღაცნაირად თავი მოაბან ან ვარჯიშს ან პიროვნულ განვითარებას ან გარეთ გასვლას(ყველაზე ელემენტარულს) და მათგან განსხვავდებიან ის ადამიანები,რომლებმაც მრავალ წარმატებას მიაღწიეს თუმდაც დაუკრეს სასურველ ინსტრუმენტზე,რომელიც მოსწონდათ და გახდნენ პროფესიონალები,გაიარეს კურსი და ჩამოუყალიბდათ ხედვა და ცოდნა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ასეთი ადამიანები არ ელოდებიან ვინმეს რომ მათთან მივლენ და დამუხტავენ რათა რამე გააკეთონ.
ჩემი პირადი გამოცდილებიდან მე მოტივაციას მაძლევს წარსული,რაც წარსულში ჩემში მაგალითად არ მომწონდა უკან ვტოვებ ვცდილობ შევცვალო და უკეთეს ხარისხზე ავიყვანო,რათა ამ ყველაფერმა უფრო ფართო მაშტაბით გამიხსნას გზები და მოქმედება დამაწყებინოს.თუ თქვენ დღეს წაიკითხეთ წიგნი ან საინტერესო სტატია და გგონიათ რაიმე შეიცვალა ამით ცდებით,არსებობს “ზე” ნაკითხი ადამიანები,რომლებიც ამ ცოდნას უბრალოდ არ იყენებენ და თანდათან ტვინს უპრაქტიკოდ და სწორი ვარჯიშების გარეშე ავიწყდება ბევრი რამ,რაც იწვევს დავიწყებას ინფორმაციისა და შემდგომში მისი განხილვისას სწრაფად და სწორხაზოვნად ვერ ჩამოყალიბებას აზრისა.
თუ გინდათ რომ შეიცვალოს თქვენი სხეულის ფორმა,თქვენი შემოსავალი,თქვენი ურთიერთობები ან რაიმე რასაც ისურვებდით აუცილებელია მოქმედება და იმ ცუდზე უარის თქმა რაც ხელს უშლის კარგ თვისებებს ჩაანაცვლონ ცუდი თვისებები.მარტივი არ არის ცხოვრება,მაგრამ მისი გამარტივება შესაძლებელია.მთავარია მონდომება და ჩემი აზრით არცერთი ადამიანი არ უნდა ელოდებოდეს სხვას დღეს თუ ფეხით გიწევს სიარული,რადგან სავარჯიშოთ მიდიხარ და გზის ფული არ გაქვს,დღეს თუ ვერ უკრავ კარგად რადგან უყურებ სხვა რა მაგრად უკრავს და ფიქრობ სანამ იქამდე მიხვალ დაიღლები,დღეს თუ ვერ გამოიყურება თქვენი სხეული ისე როგორც თქვენ გინდათ ეს არაფერია !!!
არავინ დაბადებულა იდეალური მათ თავინათი თავები შექმნეს და ათასჯერ განიცადეს მარცხი,ამიტომ არის საჭირო რწმენა საკუთარი თავის და შედეგების გაზიარება !!!
ცხოვრება ჩემი აზრით არ უნდა გვეზარებოდეს პირიქით უფრო მეტი მონდომებით უნდა მივუდგეთ რომ შევძლოთ გავაკეთოთ მცირედი მაინც შევცვალოთ საკუთარი თავი და დავეხმაროთ სხვებს …( მოთმინება ესეც აუცილებელია … მის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია რაიმე გამოვიდეს .. ეს უკვე სხვა თემაა და ამასთან დაკავშირებით შემიძლია გირჩიოთ,რომ გამოიმუშავოთ მოთმინების უნარი რაც ისწავლება თუ თანდაყოლილი არ გაქვთ … თუ იმპულსური ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით აუცილებელია ამ ყველაფერზე მუშაობა … წარმატებები. მაინტერესებს თქვენ რა გაძლევთ მოტივაციას ???
ლევან ლეჟავა