რატომ არის საჭირო სწავლა გამუდმებით?
მე დიდ ყურადღებას ვუთმობ თვითგანათლებას. არა მარტო იმიტომ, რომ თავად ვარ ადამიანი, რომელიც სხვებს ასწავლის, არამედ იმიტომაც, რომ ამას ვთვლი პიროვნების განვითარების აუცილებელ კომპონენტად.
ბოლი 10 წლის განმავლობაში გავიარე უამრავი ტრენინგი, სემინარი. ზოგიერთი ძვირი ღირდა, ზოგი ძალიან ძვირი, მაგრამ ყველა ჩემი ინვესტიცია საკუთარ თავში უკვე დიდი ხანია გამოსყიდულია.
მე უბრალოდ შეშლილი ვარ ყოველდღიურ განვითარებაზე! მე ვივსები ახალი ცოდნით და მიჩნდება მისი გაზიარების მოთხოვნილება. და რაც უფრო მეტს გავცემ, უფრო მეტად ვისვები მისით.
რატომ ვთვლი რომ ეს მნიშვნელოვანია?
1. თუ სწავლობთ, თქვენ ფეხა უწყობთ მომავალს. მსოფლიო ადგილზე არ დგას, ის გამუდმებით ვითარდება: ჩნდება საქმიანობის ახალი სფეროები, ახალი პროფესიები, ბიზნესში გამოიყენება შემოსავლის მოზიდვის ახალი ინსტრუმენტები. ახალი ცოდნა დაგეხმარებათ იყოთ თქვენს კონკურენტებზე ერთი ნაბიჯით წინ.
2. თქვენი აზროვნება ხდება უფრო სტრუქტურული. თქვენი დასკვნები ხდება უფრო ლოგიკური და მყარი, თქვენთვის ადვილია თქვენი შეხედულების დაცვა, თქვენ მოკლედ და ნათლად აყალიბებთ თქვენს მოსაზრებას.
3. თქვენ იწყებთ თქვენი დროის დაფასებას. თქვენ უკვე აღარ განიჭებთ სიამოვნებას ტელევიზორთან ჯდომა და სოციალური ქსელის ფურცვლა. თქვენ ხვდებით, რომ შეგიძლიათ დრო სარგებლიანად დახარჯოთ არა მხოლოდ თქვენი თავის, არამედ თქვენი საფულისთვისაც.
4. კარიერული წინსვლა.
დამსაქმებლები აფასებენ თანამშრომელს, რომლებსაც აქვთ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით და არ არიან კონცენტრირებული ვიწრო თემაზე. თუ ასრულებთ თქვენს საქმეს კარგად და შეგიძლიათ შეარულოთ დამატებითი მოვალეობები, ე.ი თქვენ შეგიძლიათ პრეტენზია გქონდეთ თქვენი სამუშაოს უფრო მაღალ ანაზღაურებაზე.
5. ახალი ნაცნობობა
ასაკთან ერთად თქვენი სანაცნობო წრე ვიწროვდება. თვისობრივად ის წარმოადგენს სახლი-სამსახური-სახლი. ჩვენ იშვიათად ვხვდებით მეგობრებს.
საგანმანათლებლო ღონისძიებების სტუმრობით, თქვენ გაიცნობთ ახალ ადამიანებს, რომლებიც თქვენგან განსხვავდებიან ასაკით, პროფესიით, სოციალური სტატუსით, მათ საერთოდ განსხვავებული შეხედულებები აქვთ მიმდინარე მოვლენებზე. გამოცდილების, აზრების ასეთი გაზიარება გაძლევთ განვითარების ახალ წყაროს. შესაძლოა გაიზიაროთ სხვისი იდეები და გამოიყენოთ ისინი თქვენს საქმეში.
თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ სწავლასთან? დაგვიწერეთ ბოლოს რომელი საგანმანათლებლო კურსი გაიარეთ? და რით დაგამახსოვრდათ?
ავტორი: მაქსიმ ტიმჩენკო
თარგმნა მარიამ ბაგაურმა
დაკვეთა © IBEL ACADEMY