იმოქმედე!
ეს გზავნილი მინდა იმ ადამიანებისათვის გავაკეთო, რომლებიც საკუთარი სხეულის ამა თუ იმ ნაწილს ვერ იტანენ და უსიამოვნო მზერით, ამბობენ თუ როგორ აღიზიანებთ ნებისმისრი რამ თავიანთ თავში: ცხვირი, ფეხი, შუბლი, ნიკაპი , მომატებული კილოგრამები თუ ხასიათი…
თუ კი მათ რიცხვში ხარ წარმოიდგინეთ, რამდენ ნეგატივს უგზავნი საკუთარ ორგანოებს, რომელიც გემსახურება შენ, სამომავლოდ კი ასევე ნეგატიურად პროგრამდები ყველაფერზე, თითში
ერთი პაწაწინა ეკალიც კი რომ შეგერჭოს, როგორი მტანჯველი და შემაწუხებელია და შენი სხეული ვინ იცის რამდენი ნეგატივით არის გაჯერებული თუ არ გიყვარს და არ იღებ მას, განაგდებ და გაურბიხარ…
ყველაზე დიდი უმადურება, რაც შეიძლება გააკეთო ეს არის გეზიზღებოდეს შენი ნაწილი, მესმის შეიძლება არ მოგწონდეს და გინდოდეს უფრო ხავერდოვანი გქონდეს კანი, ან თმა მეტად აბრეშუმივით, მაგრამ ამისათვის მოქმედებაა საჭირო და შენივე სხეული გეტყვის მადლობას შედეგისათვის, მადლობას სიტყვებზე მეტად ფასეულს, მაგრამ თუ კი არაფერს შეცვლი ცვლილებები არ მოვა!
საბოლოოდ კი უმოქმედობაც ხომ მოქმედებაა, მაგრამ სხვაგვარი შედეგით.
გიყვარდეს შენი სხეული, მიიღე ის და აქციე ისეთად როგორიც მოგწონს, გათავისუფლდი სტერეოტიპებისგან, აზრისგან, რომ აუცილებლად უნდა გავდე მეზობელს, მეგობარს, გათხოვილ ქალს, ან გასათხოვარ გოგოს, კარგი მშობლების კარგ შვილს და მსგავს უამრავ “პროგრამას ” რომელიც უკვე გაწუხებს და შეიძლება ყელში ბურთივითაც გეჩრებოდეს უკე, ის მოსაზრებები რაც ადრე მუშაობდა მოგიყვანა დღემდე და გამოგადგა,შემდგომში შეიძლება დაძველდეს პირიქით შეგიშალოს ხელი, ამიტომ გაერკვიე რა გჭირდება და რა უნდა გაუშვა, თუმცა გაიფიქრებდი ალბათ, რომ ეს არც ისე ადვილია, კი ასეა, მაგრამ არაფერია მარტივი და არაფერია რთული, ამისათვის ჯერ უნდა შეიცნო შენი თავი და
შეიძლება ის რაც ახლა არ მოგწონს სულ სხვა გვარად აღიქვა და შენს მთავარ უნიკალურ სიმშვენიერედაც კი აქციო,
იმოქმედე!
არ გააკეთო ისევ ყველაფერი ისე , როგორც აქამდე, სიახლეების შეტანა შენს სივრცეში განაპირობებს რეალიზებულ ყოფას, გაუსწორე თვალი ყველაზე მნიშვნელოვან არსებას შენს ცხოვრებაში, შენსავე თავს! არ გაექცე და არ დააიგნორო ის, რადგან როცა ყველა თავის საქმითაა დაკავებული, შენს გვერდით სწორედ შენი სხეულის ის ნაწილი იქნება, რომელიც ესოდენ გეჯავრებოდა.
ყველაფერ უსიამოვნოსაგან ხსნისთვის გასაღები არის, შენთან ყველაზე ახლოს,ისევდაისევ შენსავე არსებაში.
იოცნებე შენს წინსვლაზე, შენს დახვეწილ ვიზუალზე, წარმოიდგინე, როგორი გინდა იყო, ასევე წარმოიდგინე შენი თავი წლების შემდეგ, გახსოვდეს რომ სხვებიც სწორედ ისე აღგიქვამენ, როგორც შენ აფასებ შენს თავს, ამგვარად ნაბიჯ-ნაბიჯ გახადე შენი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის და შენ იმოქმედებ ღრმა ღვთაებრივი სიბრძნით და სიყვარულით, რომელიც შენში ბუნებრივად ისედაც არის.
ნინი ბრეგვაძე