დროის მართვა, ანუ როგორ ვაკეთო მეტი რამ, ნაკლებ დროში
რამდენად ცნობილი ფრაზაა დღეს „დროის მენეჯმენტი“ არა? ფრთები შეისხა თითქოს, გაფრთიანდა. ყველგან, სადაც არ უნდა წავიდეთ, პიროვნული ზრდის, კარიერული განვითარების თუ ახალი მიზნების შექმნის გზაზე , გავიგონებთ ხმას – დროის მენეჯმენტის გარეშე, წარმატებას ვერ მიაღწევ! კეთილი, მაშინ გავიგოთ, რა არის დროის მენეჯმენტი ?
სანამ ამას განვიხილავდეთ,დავიწყოთ თავიდან. რა არის დრო ?
დრო — მატერიის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა, რომელიც მოვლენების კანონზომიერი მონაცვლეობით გამოიხატება. ამ უკანასკნელს ვიკიპედიაში ამოვიკითხავთ, რადგან მე ახალს ვერაფერს გეტყვით დროის განსაზღვრებაზე.
ჩვენ ყველას გაგვაჩნია დრო, საკუთარი განსაზღვრება, რომელიც ხელში გვიჭირავს. ზოგისთვის ეს არის მინის ბურთი, მსხვრევადი, ზოგისთვის ქვიშა, რომელიც ხელიდან იცრება. არსებობენ ადმიანები, რომლებიც მიიჩნევენ,რომ დრო თავადვე არიან. ისინი, მიდიან, მოდიან, არ ყოფნიან საკუთარ თავებს ან ძალიან ბევრნი არიან . მრავლდებიან და შემდეგ ირევიან, ქაოსად იქცევიან. სწორედ იმისათვის,რომ ქაოსად არ იქცეს ადამიანი და მის ცხოვრების ტემპს, მარათონის ხასიათი არ მიეცეს, გამოიგონეს ჯადოსნური ფორმულა – „დროის მართვა“, იგივე „დროის მენეჯმენტი“ .
დროის მართვა გულისხმობს დაგეგმვას, დახარისხებას, იმ საქმეებისა და მოვლენებისა, რომელიც საბოლოო მიზანზე აგებს პასუხს.
დროის ეფექტურად მართვა გვაძლევს შესაძლებლობას,რომ გასაკეთებელი საქმე იყოს მსუბუქად შესასრულებელი და მარტივი. მეტი რამ, ნაკლებ დროში. ეს არის მოკლე და ამავდროულად ამომწურავი შეფასება დროის მართვისა.
დროის ეფექტურად გამოყენებისთვის,პირველ რიგში საჭიროა გამოვარკვიოთ, თუ რაში ვხარჯავთ მას და შემდგომ დავიწყოთ მათი მართვა.
დროის მართვა გულისმობს :
– მიზნების დასახვა (მიზანი არ უნდა იყოს ბუნდოვანი და არარეალური)
– წინასწარი დაგეგმარება (დაგეგმვის ხელსაწყოების სპექტრი საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია, მთავარია ყველაზე მოსახერხეველი ავირჩიოთ ჩვენთვის. ეს შეიძლება იყოს დღიურში ან კალენდარში ჩანაწერი, სპეციალურად შედგენილი ბიზნეს გეგმის გარკვეული პერიოდის განმავლობაში,რომელიც მუდმივად უნდა განახლდეს ახალი დავალებებით)
– განხორციელება პრიორიტეტების მიხედვით (რომელი საქმის კეთება უფრო მნიშვნელოვანია და რომლის გადადებაა შესაძლებელი. აქ მნიშვნელოვანია დაიგეგმოს მომდევნო დღე)
– დიდი მიზნების მცირე ნაწილებად ნაყოფა.
რაც შეეხება ამ უკანასკნელ პუნქტს, საქმის მცირე ნაწილებად დაყოფას რომ გულისხმობს , ნუ გაგიკვირდებათ თუ ერთხელ თქვენთან უცნობი ადამიანი მოვა და გკითხავთ, „როგორ შევჭამოთ სპილო?“ , არ იცით ხომ ამაზე პასუხი ? არაუშავს, ვინც ვიცით გეტყვით – პატარ-პატარა ლუკმებად .
საქმე იმაში არ არის, ბევრი რამ მოვასწროთ, მთავარია ვაკეთოთ ცოტა და საჭირო რამ,რათა, ვიყოთ ბედნიერები. დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა – რა არის ჩემთვის მართლა მნიშვნელოვანი ? რას მაძლევს მე ამის კეთება ? მაძლევს განა ხალისს, ბედნიერებას,სიყვარულს, ფინანსურ წარმატებას, კარიერულ წინსვლას, პიროვნულ ზრდას?
დროა შეწყვიტო სისულელეების კეთება! ეს არის პირველი და უმთავრესი ნაბიჯი დროის ეფექტურად მართვისთვის. დროა შეწყვიტო წუწუნი დროის ნაკლებობაზე. დღეში 24 საათია, 30 რომ იყოს მოვასწრებდით ყველაფერს ? დაფიქრდი და იმოქმედე !
მოამზადა ანნა ფირანიშვილმა
© IBEL ACADEMY