თუ რატომ უნდა განვეწყოთ დადებითად ყველაფრის მიმართ
განეწყვეთ დადებითად
მარტინ სალიგმანმა პენსილვანიის უნივერსიტეტიდან თავისი ოცდაორწლიანი კვლევა შეაჯამა წიგნში „ოპტიმიზმის შესწავლა». მან აღმოაჩინა, რომ ოპტიმიზმი არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც აუცილებელია პერსონალური და პროფესიული წარმატებისა და ბედნიერებისთვის.
ოპტიმისტები ცხოვრების ყველა სფეროში მეტ წარმატებას აღწევენ. მათ ქცევაში გამოყოფენ ოთხ განსაკუთრებულ კომპონენტს, რომელთა შესწავლა შესაძლებელია პრაქტიკისა და გამეორების გზით.
პირველი: ოპტიმისტები ყველა სიტუაციაში დადებით მოვლენას ეძებენ. მნიშვნელობა არა აქვს, ცუდად მიდის საქმე თუ კარგად, ისინი ყველაფერში კარგსა და სასარგებლოს ხედავენ და რა გასაკვირია, რომ პოულობენ კიდეც.
მეორე: ოპტიმისტები ცდილობენ ნებისმიერი დაბრკოლებიდან და სირთულიდან ღირებული გაკვეთილი მიიღონ.
ისინი ფიქრობენ, რომ „სირთულეები ხელს კი არ გვიშლის, არამედ – პირიქით».
მათ სჯერათ, რომ ნებისმიერი დაბრკოლება არის გაკვეთილი, რომელიც ჭკუას გვასწავლის და შესაძლებლობას გვაძლევს, გავიზარდოთ. ისინი ასეთ შანსს ხელიდან არ უშვებენ.
მესამე: ოპტიმისტები ყოველთვის ეძებენ გამოსავალს ნებისმიერი რთული სიტუაციიდან. ისინი წუწუნისა და სხვების დადანაშაულების მაგივრად რეალურ მოქმედებას იწყებენ, სვამენ შეკითხვებს: „რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს?“, „ახლა რა ვქნათ?“, „ამის შემდეგ რა უნდა მოვიმოქმედოთ?»
მეოთხე: ოპტიმისტები ყოველთვის ფიქრობენ და ბჭობენ თავიანთ ამოცანებსა და მიზნებზე. ბჭობენ იმაზე, რა სურთ და როგორ მიაღწიონ მიზანს.
მათ აზრებსა და საუბრებში ჭარბობს არა წარსული, არამედ მომავალი თავისი გეგმებითა და მიმართულებებით, არა ის, თუ საიდან მოდიან, არამედ ის, თუ საით უნდა იარონ. ოპტიმისტები არასოდეს მისტირიან წარსულს, ისინი ყოველთვის მომავლის გზას გაჰყურებენ.
როდესაც გამუდმებით თქვენს გეგმებსა და მიზნებს უტრიალებთ და ცდილობთ, მომავლისადმი დადებითად განეწყოთ, უფრო დიდ ენერგიასა და შემართებას გრძნობთ. უფრო თავდაჯერებული და შემოქმედებითი ხდებით.
ყველაფერი თქვენს ხელთ არის, საკუთარი თავის ბატონ-პატრონი ხართ.
რაც უფრო პოზიტიური და მოტივირებული იქნებით, სამუშაოს უფრო სწრაფად შეუდგებით და მეტი მონდომებით შეასრულებთ.
ბრაიან თრეისი