სხვაზე აყოლით ნუ დაკარგავთ ინდივიდუალიზმს
სამწუხაროდ დღევანდელობაში ძნელად თუ ვინარჩუნებთ საკუთარ სახეს,იმ ქცევებს რაც ჩვენ გვეკუთვნის.ძნელად თუ ვაცნობიერებთ რა გვინდა და მის მისაღებად რად მოგვიწევს ყოფნა და რისი გაკეთება დაგვჭირდება.
იმოქმედო ისე,როგორც გარშემომყოფებშია მიღებული,მასაში სადაც შენეული ხედვა თუ განსხვავებულია იკარგება ამ შემთხვევაში სწორი წრე არ გყავს შერჩეული.(ან შენ ვერ გამოხატავ მათი ზეგავლენიდან გამომდინარე)
ბევრი რამ მოქმედებს ადამიანზე უბრალოდ უგულვებელყოს თავისი სურვილები,არ იბრძოლოს იმისთვის რაც მას უნდა,რადგან თუ ის ხვდება გარემოცვაში,სადაც აქამდე ნაფიქრ ჩამოყალიბებულ ოცნებაზე უწევს ბევრჯერ უარის თქმა საბოლოოდ ძნელდება მასთან დაახლოება.
მიხარია და მივესალმები ყველა იმ ადამიანს ვისაც საკუთარი თავის სჯერა,თუმდაც არ ცხოვრობს აქტიური ცხოვრებით,არ ჰყვება ქალაქის ტემპს, ისეთი მასის აზროვნებას,რომლებსაც გაუაზრებლად აქვთ მიღებული ერთმანეთის ყურებით აზრი და ივიწყებენ საკუთარ სურვილებს,არადა ადამიანი თუ თვითგამოხატვის უფლებას ართმევს საკუთარ თავს ყოველთვის გაორების შეგრძნება ეუფლება.თუ გსიამოვნებს იარო დინების საწინააღმდეგოთ და ეს გაახლოვებს საკუთარ მიზნებთან და საკუთარ თავთან ეს უნდა გააკეთო,თუ ვიღაცასთან არ გინდა ურთიერთობა ეს უნდა თქვა,რადგან ტყუილი პირველ რიგში საკუთარი თავის მერე სხვასთან პირფერობა ენერგიის ნაკლებობას იწვევს.ემოციების კონტროლი აუცილებელია,მაგრამ სადაც გამოსახატია ლანძღვა,სადაც გამოსახატია სიყვარული აუცილებლად უნდა იქნას გამოხატული.
მე მაგალითად გამიჭირდა იმის მიღება როცა მივხვდი რა მსიამოვნებს,რადგან ბევრ ცხოვრებისეულ გართობას ჩემი ყოფიერება მოკლებულია,მაგრამ ეს სხვის აღქმაში ! გართობა არ არის მხოლოდ კლუბში სიარული,გართობა არ არის მხოლოდ სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილებში შეკრება , ის შეიძლება ინდივიდუალურად იქნეს აღქმული და ჩემთვის უბრალო ბუნებაში სიარული,განმარტოვება და სხვა მრავალი რამ უფრო აღიქმება გართობად ვიდრე სხვა რამეები რაც ასევე გამოვლილი მაქვს.
ამით იმის თქმა მინდოდა რომ ნუ შეგეშინდებათ თქვათ ის რაზეც გიფიქრიათ და რაც თქვენია, მორალური , ტრადიციული თვალსაზრისით ვინ გაგასამართლებთ აზრი არ აქვს, ჩემი აზრით დაკავებულ შემდგარ ადამიანს სხვის სალანძღავად ნაკლები დრო აქვს ამიტომ ყველას არჩევანს მივესალმები,მაგრამ ისეთ არჩევანს რომელიც ტყუილზე და უგუნურებაზე არ არის დაფუძნებული.
თუ გინდა გააბედნიერო ყველა შეგიძლია ყველას უცინო და საკუთარ თავს ყოველ ღამე უღრინო იმისათვის, რომ შენ საკუთარ თავს არ აძლევ იმის უფლებას იბრძოლო დიადი მიზნებისთვის და იყო არა სხვა არამედ საკუთარი თავი,ან შეგიძლია დააფიქსირო ყველგან საკუთარი შეხედულება და რაც არ უნდა გიჟურად , სულელურად , მიუღებლად ჟღერდეს ბედნიერი იყო ამით შენ,რადგან ბედნიერ , შემდგარ , ძლიერ , მოაზროვნე ადამიანს სხვების დახმარება და გაბედნიერებაც შეუძლია, რადგან რასაც ეჩვევა ის ავტომატურად გამოიყოფა ნებისმიერი ადამიანიდან.
ლევან ლეჟავა