ეკონომიის 7 ხერხი
ფინანსური განათლების და ფინანსური თვითკონტროლის არქონა შობს რამდენიმე სირთულეს:
– ვერ უახლოვდებით თქვენს მიზნებს;
– ცხოვრობთ როგორც ციყვი ბორბალში;
– არ იცით რამდენი გექნებათ თანხა ხვალ ან ერთი კვირის შემდეგ;
– გამუდმებით არ გყოფნით ფული;
– გიწევთ ფულის სესხება ან კრედიტის აღება;
მე თქვენთვის მოვამზადე 7 ხერხი, რომლებიც დაგეხმარებათ დაადგეთ გამოსწორების გზას და აკონტროლოთ თქვენი ხარჯები.
1. გაცნობიერება
მიდიხართ მაღაზიაში და ყიდულობთ უსარგებლო ნივთს ფასდაკლების და მდრი ტრენდების ზემოქმედებით ან იმიტომ რომ ყველას აქვს და ე.ი თქვენც გჭირდებათ. შესაძლოა გარშემომყოფებზე შთაბეჭდილება მიახდინოთ, როდესაც ამ ნივთის მფლობელი გახდებით.
შეწყვიტეთ თავის მართლება. როდესაც ყიდულობთ უსარგებლო ნივთს თქვენ დგამთ ნაბიჯს უკან. უბრალოდ გააცნობიერეთ ეს და ჩაიბეჭდეთ თავში.
2. შინაგანი კითხვა
რომ აკონტროლოთ ფინანსები, შეაფასეთ ყოველი შენაძენი.
ჰკითხეთ საკუთარ თავს: ნამდვილად მჭირდება ეს? შევძლებ კი არა ამის გარეშე არსებობას?
განასხვავეთ იმპულსური სურვილი რეალური მოთხოვნილებისგან.
3. ჩაიხედეთ პრობლემის სიღრმეში
ყველაზე ხშირად ჩვენ ვაკეთებთ დაუფიქრებელ შენაძენს ცხოვრებისეული სირთულის და მოწყენილობის ზემოქმედებით. ნებისმიერ რეაქციას აქვს ტრიგერი – ის , რაც ამ რეაქციას უშვებს.
პრობლემები და მოწყენილობა გვიბიძგებს დაუფიქრებელი გადაწყვეტილებისკენ. ტვინი აფასებს მსგავს შენაძენს, როგორც ჯილდოს ტანჯვისთვის.
აკონტროლეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა.
4. ნუ წაიღებთ თან ბევრ ფულს
ადამიანთა უმრავლესობას აქვს ისეთი ადგილი, სადაც ვერ უძლებენ ცდუნებას და ბევრ ფულს ხარჯავენ უსარგებლო ნივთებზე. ნუ წაიღებთ თან ბევრ ფულს. წინასწარ შეაფასეთ რამდენის დახარჯვისთვის ხართ მზად.
თუ ზუსტად არ ჩამოყალიბდებით წადით და შეათვალიერეთ. შემდეგ წაიღეთ კონკრეტული თანხა, რომლის დახარჯვაც გსურთ საყიდლებში. შესაძლოა, სანამ ივლით, ყიდვის სურვილი თავისთავად გაქრეს.
ეს პროცესი გასწავლით თვითკონტროლს.
5. სიღარიბე, როგორც სიმდიდრე, ეს არჩევანია
თქვენ ეკონომიას აკეთებთ კვებაზე, ყიდულობთ სწაფი კვების საკვებს – იხდით თქვენს ცუდ ჯანმრთელობაში.
გამუდმებით იღებთ კრედიტებს – ანადგურებთ თქვენს ბიუჯეტს, თქვენ არ გტოვებთ დაძაბულობა მათ დაფარვამდე.
მიეცით თქვენს თავს ნება გახდეს მდიდარი.
6. ხარისხი და ღირებულება
ეს პუნქტი 5 პუნქტის დამატებაა. გახსოვდეთ გამოთქმა: “ძუნწი ორჯერ იხდის”?
იყიდეთ ხარისხიანი ნივთები და ნუ მოძებნით იაფფასიან ალტერმატივებს, ეძებეთ შესაძლებლობა, როგორ შეიძინოთ ზუსტად იგივე მაგრამ იაფად.
მიაჩვიეთ თქვენი ტვინი კარგ ნივთებს. დაე ისინი იყოს ცოტა, მაგრამ თქვენ გამოიყენოთ დიდხანს და სიამოვნებით. და არ გადააგდოთ შენაძენი ერთ თვეში, იმიტომ, რომ ის უსარგებლო გახდა.
7. სცადეთ ფინანსური დიეტა
დასაწყისისთვის თუ გსურთ ერკვეოდეთ ფინანსებში, დაიცავით ფინანსური დიეტა.
“იშიმშილეთ” 21 დღე – კონცენტრირდით მოთხოვნილებებზე და ნუ დანებდებით სურვილებს, შეიძინეთ მხოლოდ აუცილებელი და აწარმოეთ გასავლის ჟურნალი.
სამუშაო შესვენებებისას ნუ გაიქცევით კაფეში, ატარეთ საკვები სახლიდან. ნუ იყიდით ახალ ტანსაცმელს – გექნებათ მიზეზი თქვენი კარადა დაალაგოთ.
გააცნობიერეთ ეკონომიის ყველა პლიუსი და მინუსი 21 დღის განმავლობაში. დაზოგილი ფული კი გამოიყენეთ როგორც პირველი შენატანი უსაფრთხოების ბალიშში.
დაიცავით ეს უბრალო რჩევები. შემდეგ უფრო გამარტივდება.
აბა? რომელი მოგეწონათ ამ პუნქტებიდან ყველაზე მეტად? რას ფიქრობთ “ფინანსურ” დიეტაზე?
ავტორი: მაქსიმ ტიმჩენკო
თარგმნა მარიამ ბაგაურმა
დაკვეთა © IBEL ACADEMY