ფული – ეს საზიანოა
ფული ძალიან საზიანოა თუ არ იცით მასთან სწორად მობყრობა. ფულს შეუძლია სტრესის, ბრაზის და შურის გამოწვევა, მათ გამო ფუჭდება ურთიერთობა მეგობრებთან და ახლობლებთან.
ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანთა 90% მა არ იცის ფულთან სწორად მოქცევა. სწორედ აქედან ჩნდება ისეთი პრობლემები, როგორიცაა “ფული არ მაქვს”, “ფული სადღაც ქრება”, “ფული არ მყოფნის” . მე გამუდმებით ვამბობ, რომ “საწყალი ტვინი” ვერ გახდება მდიდარი, სანამ აზროვნებას არ შეიცვლის. მექანიზმის წინააღმდეგ ვერ წახვალ!
როგორ მოქმედებს საწყალი ტვინი, როცა მოულოდნელად იღებს დამატებით თანხას თავის მუდმივ შემოსავალთან ერთად? ის ცდილობს დაუყოვნებლივ დახარჯოს ის, სასწრაფოდ მოიშოროს ეს თანხა: “იოლად მოვიდა – იოლად წავა”.
ან კიდევ ერთი გავრცელებული ფრაზა: ” მომეცით მილიონი და თავად გავარკვევ როგორ მოვექცე მას”. მიირო საწყალმა ტვინმა მილიონი. არის ორი ვარიანტი – გაჩნდება არასასურველი ხარახურის მთა ან ეს მილიონი საერთოდ გაგირთულებთ ცხოვრებას. ამას ქვია ფინანსების განკარვის უნარების არქონა. აქედან ფორმულირდება აზრი: “ფული – ეს ბოროტებაა!”.
თუ ნამდვილად გჭირდებათ სტაბილური ფინანსური ზრდა, გახსოვდეთ, საკუთარი თვისებების დახვეწის გარეშე, ნაბიჯ ნაბიჯ ფინანსური ქმედების გარეშე, შემზღუდველი რწმუნებულებების და შიშების დამუშავების და მათი პოზიტიურ რწმუნებულებად გარდაქმნის გარეშე თქვენ არაფერი გამოგივათ.
თქვენი შეთავსება ფულთან პირდაპირ დაკავშირებულია თქვენს პიროვნულ მახასიათებლებთან. მათზე გადაბიჯება არ გამოვა.
ფული სტრესი არ უნდა იყოს და არ უნდა იყოს მიზანი. ფული – ეს ოცნების ასრულების საშუალებაა. გახსოვდეთ ეს და ცხოვრება უფრო მარტივი გახდება.
ავტორი: მაქსიმ ტიმჩენკო
თარგმნა მარიამ ბაგაურმა
დაკვეთა © IBEL ACADEMY