მინი ტექნიკა: რიტმი, რიტმი,რიტმი
მღელვარების დროს მაგიდაზე თითები გიკაკუნებიათ? ან მაგიდის ქვემოთ, რიტმულად თუ აგიყოლებიათ ფეხი? ეს ყველაფერი, შინაგანი რიტმის გამოხატულებაა. ვღელავთ, მოწყენილები ვართ თუ მხიარულები, ჩვენდა უნებურად, ამ შინაგან რიტმს ხელის, თავის, ტერფის ან სხეულის მოძრაობით გადმოვცემთ. საპირისპიროდაც ხდება, როცა რიტმს ვაკონტროლებთ, ვმართავთ საკუთარ შეგრძნებებს.
გინდათ სცადოთ? ეს საკმაოდ ადვილი და სახალისო ქმედებაა.
ვარჯიში
თავდაპირველად, წაივარჯიშეთ განსაზღვროთ თქვენივე შეგრძნებების რიტმი. გაიხსენეთ სიხარულის მდგომარეობა – რა რიტმი აქვს? სცადეთ ხელის ან ფეხის კაკუნით აჰყვეთ მას. როგორი რიტმი გაქვთ გაბრაზებისას? შიშის დროს? ბედნიერებისას? სიმშვიდისას? უბრალოდ, მოუსმინეთ საკუთარ თავს და როდესაც შესაბამის მდგომარეობაში იქნებით, რიტმი თავისით აეწყობა.
მდგომარეობის მართვა
იმისათვის, რომ გამოვიწვიოთ და შევიგრძნოთ მდგომარეობა, საკმარისია დავიჭიროთ მისი რიტმი. ვთქვათ, თქვენ გჭირდებათ, თავდაჯერებულობის განცდა. შედით ამ მდგომარეობაში მშვიდ გარემოში, კაკუნში გადმოიტანეთ ის და დაიმახსოვრეთ. შეამოწმეთ, რომ სანამ თქვენ ამ რიტმს აკაკუნებთ, თავდაჯერებულად გრძნობთ თავს.
ივარჯიშეთ გამოიწვიოთ განცდა ყოფით ადგილებში : მეტროში, ქუჩაში სეირნობისას ან მაღაზიაში. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მეთოდი, რომელიც უკეთესად მუშაობს თქვენზე, მაგრამ გარშემომყოფების გაოცებას არ გამოიწვევს-ხელის თითებით მსუბუქად პულსირება ან ფეხის ტერფით კაკუნი. შეგიძლიათ ისწავლოთ ამ რიტმის მოსმენაც: უბრალოდ, წარმოიდგინოთ დაფდაფების ან წიკწიკის ხმა.
ივარჯიშეთ უფრო რთულ სიტუაციებზეც: როცა დაკავებული ხართ, ტელეფონზე საუბრობთ, კომპიუტერზე ბეჭდავთ ან კოლეგას პასუხობთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეამჩნევთ რომ აუცილებელი აღარაა სპეციალურად აკონტროლებდეთ საჭირო რიტმს, საკმარისია მხოლოდ გაიხსენოთ ის და შედეგიც დაუყოვნებლივ დადგება. იგივე ეფექტი ექნება საჭირო მდგომარეობას თუ გაიხსენებთ. თუ რამდენიმე მდგომარეობას ერთდროულად გამოიმუშავებთ, მაგ: თავდაჯერებულობა, სიმშვიდე, შემოქმედება, ენერგიულობა-არა მხოლოდ ამ მდგომარეობების კონტროლი გამოგიმუშავდებათ. ამრიგად, თქვენ შეძლებთ აკონტროლოთ თქვენი მდგომარეობები რთულ სიტუაციებში: უფროსობასთან ურთიერთობებისას, საჯარო გამოსვლებისას, დისკუსიისას და ა.შ.
ემოციების შერჩევა
კონკრეტულ შემთხვევებში, უმჯობესია, თავიდანვე შეირჩეს შესაფერისი ემოცია და არ მოხდეს სიტუციის შესაბამისი ემოციის სახელდახელო კონტროლი. ვთქვათ, თქვენ იცით, რომ გამოცდების წინ ყოველთვის ნერვიულობთ ან იძაბებით, როცა გიყვირიან. ანუ, არ გაქვთ სასურველი ქცევა კონკრეტულ სიტუაციაში.
სიტუაცია
შეარჩიეთ სიტუაცია, რომელზეც გსურთ ივარჯიშოთ. სავარაუდოა, რომ ის რეგულარულად განმეორდება.
შეუფერებელი ემოცია
შეარჩიეთ ემოცია, რომელიც გინდათ რომ შეცვალოთ. გამოსახეთ მისი რიტმი ხელის მტევნით ან ტერფით.
ახალი ემოციის ძიება
ცვალეთ რიტმი მანამდე, სანამ კომფორტულად არ იგრძნობთ თავს მოცემულ სიტუაციაში. ზოგჯერ საკმარისია, უბრალოდ მოეშვათ და სწორი რიტმი თავისით მოვა.
შემოწმება
ესადაგება თუ არა ახალი ემოცია სიტუაციას? კომფორტულად ხართ მასში? როგორია შედეგები-არ დაზარალდებით ამ სიტუაციაში ახალი ემოციით? თუ დარწმუნებული არ ხართ, განაგრძეთ ძიება.
ინტეგრაცია
წარმოიდგინეთ რომ მომავალში ამ სიტუაციაში ხვდებით. გააცოცხლეთ ეს მდგომარეობა და დაურთეთ ახალი ემოციის რიტმი – კაკუნისას ის უნდა იყოს თანაბარი, ერთი ტონალობის. თუ რიტმი ირევა, წარმოსახვით რამდენჯერმე გაიარეთ სიტუაცია, სანამ საუკეთესო შედეგს არ მიიღებთ. მომავალში, იგივე გააკეთეთ ორ-სამ სხვადასხვა სიტუაციაზე.
ცვლილების მდგომარეობა
შეიძლება არ შეარჩიოთ ახალი ემოცია არამედ გამოიწვიოთ მდგომარეობა, საიდანაც გამოსავალი გაუთვითცნობიერებლად მოიძებნება – თქვენ კი, მხოლოდ დააკვირდით, რამდენად ადვილად მოხდება ეს.
რას ვცვლით
განსაზღვრეთ სიტუაცია და თქვენი მდგომარეობა მასში. მაგ: „როცა ვფიქრობ, რომ ზუსტად დილის 9 სთ. უნდა ვიყო სამსახურში, ძალიან ვიძაბები“. გამოხატეთ მდგომარეობის რიტმი ხელის მტევნის ან ტერფის კაკუნით, თავის ქნევით და ა.შ. დაიმახსოვრეთ ეს რიტმი.
წარმატებულობის მდგომარეობა
გაიხსენეთ მდგომარეობა, როცა ყველაფერი გამოგდიოდათ, როცა იყავით ძალიან წარმატებული და საოცრებებს სჩადიოდით. როგორც წესი, ეს მდგომარეობა ყველა ადამიანს აქვს – აღმაფრენა, წარმატება, შემოქმედება და იღბალი. სწორედ ასე, გამოსახეთ ამ მდგომარეობის რიტმი და დაიმახსოვრეთ ის.
ცვლილება
წარმატებულობის რიტმის კაკუნისას დაიწეთ ფიქრი იმაზე, რომ ზუსტად დილის 9 სთ. უნდა იყოთ სამსახურში, შეგიძლიათ, გაახმოვანოთ კიდეც ეს აზრი. დაიჭირეთ კაკუნის რიტმი და დააკვირდით როგორ იცვლება თქვენი დამოკიდებულება ამ აზრის მიმართ. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ზუსტად მიჰყვეთ რიტმს. თუ ასცდებით, დაიწყეთ თავიდან სასურველი შედეგის მიღწევამდე. შესაძლოა რამდენჯერმა მოგიწიოთ გამეორება, მაგრამ არ დანებდეთ სასურველ ეფექტამდე.
ქმედუანარიანობის შემოწმება
გადაიტანეთ ყურადღება სხვა საკითხზე და დაფიქრდით: ზუსტად დილის 9 სთ. უნდა იყოთ სამსახურში. როგორ შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება? რას გრძობთ ახლა? თუ რაიმე არ გაკმაყოფილებთ – გაქვთ დისკომფორტი ან საერთოდ არ მოგწონთ შექმნილი ვითარება, დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში.
ეკოლოგიური შემოწმება
ხომ არ დაგაზარალებთ ახალი ურთიერთობა? რაიმე მნიშვნელოვანს ხომ არ დაკარგავთ? მაგ: სამსახურში დროულად მისვლის ვალდებულების დაკარგა, პრობლემებს ხომ არ შეგიქმნით ხელმძღვანელობასთან? თუ რაიმე არ გაკმაყოფილებთ, დაბრუნდით ეტაპზე „ცვლილება“.
ბმა მომავალთან
წარმოიდგინეთ მომავლის სამი-ოთხი სიტუაცია, სადაც თავს უსიამოვნოდ იგრძნობთ. სასურველია, ეს იყოს, მაქსიმალურად განსხვავებული კონტექსტები. დააკვირდით როგორ შეიცვალა თქვენი ქმედება.
მთელი ეს მიდგომა, დაფუძნებულია მდგომარეობის გაცნობიერებულ კონტროლზე. გასაგებია, რომ რიტმის ნაცვლად შეგიძლიათ ჩაისუნთქოთ ან შეცვალოთ ხმის ტონი, მაგრამ ფიზიკურად გამოხატულ რიტმს, რამდენიმე დადებითი თვისება აქვს: გაცილებით უფრო ადვილია რიტმის კონტროლი: – დარღვეული რიტმი დაუსრულებელი პროცესის მანიშნებელია და ადვილად აღიქმება როგორც ოპერატორის ისე კლიენტის მხრიდან. კლიენტს აქვს ცვლილების მექანიზმები, რომელსაც ის დამოუკიდებლად განსაზღვრავს და აკონტროლებს. პარალელურად, ოპერატორსაც აქვს საშუალება, კაკუნით დაეხმაროს კლიენტს საჭირო რიტმის შენარჩუნებაში.
გაგვიზიარეთ შედეგი კომენტარებში, ჩვენთვის ძალიან საინტერესონ იქნება თქვენი უკუკავშირი
© ქოუჩინგის საერთაშორისო ონლაინ აკადემია
©COACHING INTERNATIONAL ONLINE ACADEMY