რამდენიმე პოზიტიური ოქროს წესი მკითხველისთვის :
მე ვარ ლელა ცხელიშვილი, მყავს 2 შვილი, ვმუშაობ ბაღში აღმზრდელად დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, დავამთავრე ინგა ბლესსის ქოუჩინგის საერთაშორისო ონლაინ აკადემია, ვიყავი კაპიტანი პროგრამა მიღწევატორში, ამ ეტაპისთვის ჩატარებული მაქვს 50-მდე პირადი სესია, მომავალი სასწავლო წლისთვის ვიპოვე ფრანგულ ენოვანი ქოუჩინგის სკოლა.
პიროვნული ზრდა – ტრანსფორმაციისა და შვილების გარდატეხის პერიოდის ლამაზად გადალახვის სურვილს მოყვა ჩემი ინტერესი ფსიქოლოგიისადმი,თავდაპირველად ბიბლიოთეკაში მოვიძიე წიგნები, შემდეგ კი დიდი ენთუზიაზმით ოფიციალურად დავიწყე სწავლა აკადემიაში, გავიცანი ძალიან საინტერესო თანამოაზრე ადამიანები, რომლებთან ურთიერთობა და მუშაობა მზრდის, მაბედნიერებს.
ქოუჩინგის ონლაინ აკადემიამ ჩემი მოლოდინები გაამართლა, შევძელი არა მარტო საკუთარ თავზე მუშაობა არამედ დავეუფლე ახალ პროფესიას როგორიცაა პერსონალური ქოუჩი, 7 თვეში მე უკვე ვფლობ რამდენიმე ქოუჩინგურ და ფსიქოთერაპიულ ტექნიკას.მაქვს ჩემი ფეისბუქ გვერდი და შემიძლია დახმარება გავუწიო ახლობელ თუ უცხო ადამიანებს.
კურსის განმავლობაში მიღებული პირადი შედეგები : კომფორტის ზონიდან გამოსვლა, თავდაჯერებულობა,ჩემში არსებული შესაძლებლობების და რესურსების დანახვა , ემოციების მართვა და გაფილტვრა, საკუთარი თავის მიმღეობა ისეთი როგორიც ვარ, დღევანდელობით ტკბობა, მოზღვავებული დადებითი ენერგია…
მე როგორც პერსონალური ქოუჩი შემიძლია დავეხმარო ადამიანს შინაგანი სამყაროს ჰარმონიზირებაში, სპეციალური ტექნიკებით ბლოკების მოხსნაში, ტრავმების განეიტრალებაში, საკუთარი აურის დაცვაში, ენერგიით შევსებაში, მიზნის დასახვა- ჩამოყალიბებაში და ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევაში.
ვფიქრობ რომ გზა ოცნებიდან რეალობამდე ჩვენს ხელშია, რადგან ყველა ადამიანს აქვს რესურსი გაუმკლავდეს მისი ცხოვრების გამოწვევებს,მთავარია მონდომება, შრომა და ღიმილი ყველაფერი დადებითის მოსაზიდად.
რამდენიმე პოზიტიური ოქროს წესი მკითხველისთვის :
-ხშირად აკეთეთ ვიზუალიზაციის ტექნიკა პატარა თუ დიდ მიზნებთან დაკავშირებით, წარმოსახვაში შექმენით თავენთვის საოცნებო სიტუაცია, ნეირო მეცნიერებმა დაადგინეს რომ რაიმე ქმედების წარმოდგენა ან გაკეთება ტვინის ერთი და იგივე ზონას ააქტიურებს.
-ჩაკეტილობა არ აბედნიერებს, სანდო და სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში კი პოზიტიური , ბედნიერების ჰორმონი გამოიყოფა.
-ბედნიერებისთვის საჭიროა 3-ჯერ მეტი დადებითი ენერგიის მქონე ურთიერთქმედებები ვიდრე უარყოფითი, წყვილში კი 5-ჯერ მეტი
-არ დაიშუროთ კომპლიმენტები როგორც სხვებისთვის ასევე თქვენთვის
-გაუღიმეთ და გაგიღიმებენ
-უსმინეთ ლამაზ ჰანგებს
-დატკბით ყავის და შოკოლადის სურნელით, ლამაზი პეიზაჟით, მზის ამოსვლა/ჩასვლით…
გისურვებთ საკუთარ თავში ჰარმონიას და უამრავ პოზიტივს