ფულის მოსაზიდი ფორმულა ლუიზა ჰეისგან
ლუიზა ჰეი ცნობილი ამერიკელი მწერალია, ავტორი სამოტივაციო წიგნისა და ასევე ფილოსოფიის მიმდევარი, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის განკურნება. განკურნებაში მხოლოდ ჯანმრთელობა არ იგულისხმება. თავის წიგნში ლუიზა ნათლად ხსნის თუ როგორ იწვევენ ჩვენი არასწორი წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ – ფიზიკურ, ემოციურ და ფინანსურ პრობლემებს.
როგორ მოვიზიდოთ სიმდიდრე
იმისთის, რომ ფულთან დაკავშირებული პრობლემები თავიდან ავიცილოთ, ლუიზა ჰეი მოგვიწოდებს ჩვენი აზროვნების ჰორიზონტი გავაფართოვოთ: “ ჩვენ ფულს ძალიან შეზღუდულად ვუყურებთ. ჩვენ ყოველთვის ვიცით, თუ რამდენი ფულის ქონაა ჩვენთვის დაშვებული. მაგალითად, თქვენ შეიძლება თქვენ თავს უთხრათ:“პარიზში მინდა წასვლა, მაგრამ ფული არ მაქვს, ამიტომ პარიზში წასვლა არ შემიძლია.” ამგვარად, ფული დაბრკოლებად იქცევა თქვენი პარიზული მოგზაურობისთვის. მაგრამ, თუ აფირმაციას მოახდენთ, თუ რა სასიამოვნოდ ატარებთ დროს პარიზში, სამყაროს ენერგია დაგეხმარებათ და ასე თუ ისე, პარიზში მაინც მოხვდებით.”
რა არის აფირმაცია და როგორ გვეხმარება დანაკლისის შევსებაში?
აფირმაცია-თვითშეგონების მოკლე ფორმულაა, რომელიც ჩვენს ქვეცნობიერს სწორ ტალღაზე გადართავს. მთავარია, გახსოვდეთ მთავარი წესი ლუიზა ჰეისგან:“ თუ აფირმაციას მხოლოდ იმის გამო ახდენთ, რომ ფული მიიღოთ და საკუთარ თავს არ ცვლით, ეს პრინციპი არ იმუშავებს.”
ლუიზა დაჟინებით ამტკიცებს, რომ სწორედ სულიერი განვითარება ეხმარება ადამიანებს როგორც მატერიალური, ისე ემოციური კეთილდღეობის მიღწევაში. აუცილებელია ყოველ დილით იმ აზრით გაიღვიძოთ, რომ ყველაფერი აუცილებელი აუცილებლად მოვა თქვენთან, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა და ერთ მშვენიერ მოვლენას მეორე ცვლის.
აფირმაციის გამეორება ყოველდღიურად შეგიძლიათ, უკეთესი ეფექტისთვის კი შეუთავსეთ ვიზუალიზაციას. ყველაზე ეფექტური ფორმულებია:
1. მე მიყვარს ფული და ეს სიყვარული ორმხრივია.
2.მე შემიძლია მივაღწიო, რომ დიდი შემოსავალი მქონდეს. ეს ჩემი დავალებაა.
3.ჩემ კეთილდღეობას ზრდის საშუალებას ვაძლევ, გარემო პირობებისგან დამოუკიდებლად.
4. მე ჩემ თავს კარგი ფულის გამომუშავების უფლებას ვაძლევ.
5.ყოველთვის ვიღებ იმას, რაც აუცილებელია.
6.ბევრ ფულს გამოვიმუშავებ, რომ შეძლებულად და კომფორტში ვიცხოვრო.
7.ჩემ საქმეს/სამსახურს უფრო და უფრო მეტი სარგებელი მოაქვს.
8.სიმდიდრეს მაგნიტივით ვიზიდავ.