უარი თქვით ოცნებების კომპრომისზე -ბრაიან თრეისი
როდესაც იდეალიზიაცისა და მომავალზე ორიენტირებას პრაქტიკაში ატარებთ, ამავდროულად უარს არ ამბობთ იმ ხედვებზე და ოცნებებზე, რომლებიც მომავლისთვის გაგაჩნიათ. თქვენ არ ისახავთ უფრო მცირე მიზნებს ან წარმატებას.
ნაცვლად ამისა, დიდ ოცნებებზე ოცნებობთ და წინ მიდიხართ, როგორც ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი ამ სამყაროში. თქვენ ქმნით თქვენს სრულყოფილ მომავალს. თქვენ წყვეტთ, რაც ნამდვილად გსურთ, ვიდრე აწმყოში დაბრუნდებით და გააკეთებთ იმას, რაც შესაძლებელია თქვენს ახლანდელ სიტუაციაში.დაიწყეთ თქვენი ბიზნესითა და კარიერით.
წარმოიდგინეთ, რომ 5 წლის შემდეგ თქვენი სამუშაო იდეალურია.უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს:
1. როგორი იქნება თქვენი სამუშაო?
2. რით იქნებით დაკავებული?
3. სად იმუშავებთ?
4. ვისთან ერთად იმუშავებთ?
5. როგორი იქნება თქვენი პასუხისმგებლობის დონე?
6. რომელი ახალი შესაძლებლობები და თვისებები გექნებათ?
7. როგორი იქნება თქვენი მიზნები?
8. როგორი დონის იქნება თქვენი სტატუსი, იმ დარგში სადაც მოღვაწეობთ?