მე ვიპოვე სწრაფი გზა შედეგისთვის და დავძლიე მძიმე მდგომარეობა
მე მაია მაძღარაშვილი,ვარ ქოუჩინგის ონლაინ აკადემიის მე-4 ნაკადის კურსდამთავრებული.რაი იყო ჩემი ამ აკადემიაში მოსვლის მიზეზი? ალბათ ის რომ მეპოვა ძალა რომელიც მაცოცხლებდა და გამხდიდა ბედნიერს.
რამოდენიმე წლის უკან ჩემი ცხოვრება უსასრულო წყვდიადმა მოიცვა, თითქოს ქაოსმა, შფოთვამ, სასოწარკვეთამ დაისადგურა ჩემს სულში, რომელიც დღითიდღე მანადგურებდა, ძვლებს მიმსხვრევდა და სუნთქვის საშუალებას არ მძლევდა. ვიბრძოდი, ვეწინააღმდეგებოდი ძალას და ენერგიას არ ვიშურებდი მაგრამ ყოველ ჯერზე ის იმარჯვებდა მე კი ფსკერისკენ მივექანებოდი.
ბოლოს დავნებდი, ხელები ჩამოვუშვი, წამიც და ყველაფერი დამთავრდებოდა დაორთქლილ სარკეს ხელი გადავუსვი და…
დავინახე ორი ანთებული თვალი რომლებიც განწირული ხმით მიყვიროდნენ და მევედრებოდნენ,,დარჩი ცოცხალი“ ,,დარჩი ცოცხალი“…
თითქოს რაღაც განათდა, მაშინ პირველად ამდენი ხნის შემდეგ, ვიგრძენი, როგორ გამალებით მიცემდა გული,როგორ ამოძრავდა სისხლი ჩემს ძარღვებში, ძალა მოვიკრიბე პირი გავაღე და ამოვიხრიალე,,მე ვირჩევ სიცოცხლესს“.
იმ წუთიდან დავიწყე ძებნა იმ გზების და საშუალებების რომელიც ყველაზე სწრაფ შედეგს მომცემდა.
ჯერ იყო ინგას ონლაინ ლექციები, შემდეგ ცოცხალი სემინარი, ბოლოს კი აკადემია, ვერც კი ვიფიქრებდი წინ რა საოცრება მელოდა. პირველივე გაკვეთილზე ვიგრძენი როგორ შემოიჭრა ჩემში დადებითი მუხტი შემდეგ კიდევ, კიდევ. ვხედავდი როგორ უბრუნდებოდა სამყაროს ფერები, როგორ მომწყურდა სიციცხლე.
ამ საოცარი პროგრამის წყალობით ვისწავლე როგორ მივიღო ცხოვრებისგან პოზიტივი, ვისწავლე საკუთარი თავის სიყვარული და რაც მთავარია დავაფასე ყველაზე მთავარი და ღირებული ,,სიცოცხლე“.
ახლა თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მე ვიპოვე ძალა საკუთარ თავში, დავიბრუნე სილაღე, სიმშვიდე, ბედნიერების განცდა, განვთავისუფლდი წარსული ტრავმებისაგან და განვიცადე სრული ტრანსფორმაცია, უკვე შემიძლია
ჩემი რესურსები, ცოდნა და უნარები, მოვახმარო იმ ადამიანებს რომლებსაც ცხოვრებისეული გამოწვევები აქვთ და მარტო ვერ უმკლავდებიან. მადლობა ქალბატონ ინგა ბლესს და მის გუნდს, იმ სიკეთეებისთვის რომელსაც იჩენენ თითოეული ჩვენგანის მიმართ.
პატივისცემით, მაია მაძღარაშვილი.