გადადგით ნაბიჯი წინ-ცვლილება ერთ ადგილას დგომას არ აქვს!
მე ვარ ანა ტატულაშვილი ინგლისური ენის სპეციალისტი. ფსიქოლოგია ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა. უნივერსიტეტში მეორად პროფესიად მქონდა არჩეული. ამ ეტაპზე მინდოდა მოკლე დროში გამეღრმავებინა ცოდნა და მესწავლა ეფექტური ფსიქოლოგიური ტექნიკები
აკადემიაში სწავლის მიზეზი იყო როგორც პირადი, ასევე პროფესიული განვითარება.
ქოუჩინგის აკადემიის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ხალისით და მეტი მონდომებით ვაკეთებ ჩემს საქმეს. ცხოვრებისეულ პრობლემებს ვუყურებ როგორც გამოწვევებს და სულ უფრო მეტი ინტერესი მიჩნდება მათი გადალახვის. საკუთარ თავი აღარ შემყავს ჩიხში და ახლა დანამდვილებით ვიცი, რომ გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს.
ჩემთვის მართლაც ძალიან სიღმისეული და ეფექტური ტექნიკები შევისწავლე, რომლებსაც აქტიურად ვიყენებ კლიენტებთან. ამ დროისთვის შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი უკმაყოფილო კლიენტი არ მყოლია. ჩემთვის გამორჩეული ტექნიკა არის RPT , იმიტომ,რომ ეს ტექნიკა აძლევს ადამიანს საშუალებას ჩაურმავდეს ძველ ფსიქოლოგიურ ტრავმას, მთლიანად შეცვალოს საკუთარი დამოკიდებულება მის მიმართ და მოიცილოს მტკივნეული სიტუაციებისგან დარჩენილი უარყოფითი ემოციები.
ჩემთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანია ის, რომ დავეუფლე მეორე პროფესიას და გავხდი ქოუჩი.
ახლა შემიძლია მოღვაწეობა იმ სფეროში, რომელზეც ვოცნებობდი. მაქვს საშუალება პირველ რიგში საკუთარ თავს და შემდეგ სხვა ადამიანებს დავეხმარო. ჩემი აზრით, ქოუჩს , თუ ფსიქოლოგს ნამუშევარი უნდა ჰქონდეს საკუთარ თავზე, სხვა შემთხვევაში მას ძალიან გაუჭირდება ადამიანების დახმარება.
ამჟამად ვმუშაობ კურატორად ამავე აკადემიაში , მყავს კლიენტები და ასევე ვარ ტრენერი ქალთა ბედნიერების კლუბში.
ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ის მიღებული ცოდნა და ეფექტური ტექნიკები, რაც შევისწავლე. გარდა ამისა, ჯგუფელების მხარდაჭერა და ურთიერთობა. შევიძინე ძალიან კარგი მეგობრები და დღემზე ვაგრძელებთ ურთიერთობას.
გადადგით ნაბიჯი წინ, ცვლილება ერთ ადგილას დგომას არ მოაქვს. თქვენ გჭირდებათ განვითარება, წინსვლა, ცხოვრების სირთულეებთან გამკლავების ძალა, რასაც ეს აკადემია ნამდვილად მოგცემთ.
აკადემიას პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის, თავდაუზოგავი შრომისათვის. გისურვებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ცხოვრება შეგეცვალოთ უკეთესობისკენ.
საუკეთესო შედეგებს დებთ, რასაც ამბობთ, იმას აკეთებთ და სწორედ ამიტომ მიყვარს ქოუჩინგის საერთაშორისო ონლაინ აკადემია.