სხვისი საქმის განხილვა ყოველთვის მარტივია!?
პროექცია ეს არის ფსიქოლოგიური პროცესი, რომელიც მიეკუთვნება თავდაცვით მექანიზმს, ანუ ეს არის მდგომარეობის გადატანა სხვა ადამიანზე, როგორიც არის ემოცია, აზრები, ქმედებები და ა.შ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი… პროექციის საკითხს როცა შევეხე, მივხვდი თუ როგორი ილუზიის ქვეშ ვცხოვრობთ ჩვენ ადამიანები და რამდენად არ შეგვიძლია თურმე საკუთარი თავის ცნობა. ხშირ შემთხვევაში გვახასიათებს მხოლოდ სხვისი უარყოფითი საქციელების დაფიქსირება და გარჩევა თუ რა არის სწორი და რა არასწორი . სინამდვილეში ეს ყველაფერი ჩვენში , ქვეცნობიერში დევს. ბავშვობაში ჩადებული რწმუნებულებების სახით , ეს ყველაფერი აისახება მოზარდულობის ან ზრდასრულობის დროს და ამას ჩვენ ვერ ვაცნობირებთ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
როდესაც ჩვენ ჩვენი ხასიათის და თვისებების პროექცირებას ვახდენთ მეგობრებში, წიგნების და ფილმების პერსონაჟებში, განსხვავებული რელიგიის ადამიანებში, ოჯახის წევრებში, უცნობებში და ნაცნობებში , რეალურად გამოგონილ პერსონაჟებში, ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ, რადგან ჩვენს ქვეცნობიერში ღრმად არის ჩამალული რწმუნეულებების სახით. ბავშვობიდან გვასწავლიან თუ რა არის კარგი ან ცუდი, რა შეიძლება – რა არ შეიძლება, გვიგრძალავდნენ გამოგვევლინა ჩვენი რეალური პიროვნება, როგორი ადამიანი არის ჩვენთვის მისაღები ან მიუღებელი და ეს ყველაფერი შესაძლებელია არც კი გვახსოვდეს. აქედან გამომდინარე ბავშვობიდან ჩაბეჭდილი წარმოდგენები მოქმედებს ჩვენზე და ჩვენდაუნებურად ვახდენთ პროექციას ყოველთვის და ყველგან. ხშირ შემთხვევაში ვაპროექცირებთ ცუდ მდგომარეობას/ ქმედებებს, მაგრამ მხოლმე კარგ საქციელსაც.
რატომ ამბობენ ხშირად, რომ სხვისი ქმედება და საქციელი უფრო იოლად გასარჩევია და იოლად შეგვიძლია განვიხილოთ, ის პიროვნება სწორად მოიქცა თუ არა იმ მომენტში . ამავე დროს საკუთარი ქმედებების და საქციელების შემჩნევა გვიჭირს და ვხედავთ მხოლოდ სხვას. სინამდვილეში ხშირად რასაც ვხედავთ სხვაში და რაც არ მოგვწონს ამავე დროს – ის აისახება ჩვენშიც, ანუ საკუთარ პიროვნებას ვხატავთ და ამას რა თქმა უნდა ვერ ვაცნობიერებთ. მაგალითად: მე თუ ჩემი მეგობრის საქციელი არ მომწონს ეს იქნება – მიუღებლობა მეორე პირის, შური მისი მხრიდან, აგრესია და ა.შ. და ეს ყველაფერი მე მაღიზიანებს, თავისთავად ეს ყველაფერი ჩვენში აისახება და მეც იგივენაირად ვიქცევი და გამოვხატავ. დააკვირდით თქვენც და აღმოაჩენთ საკუთარ თავს სხვაში, რაც სხვაში არ მოგწონთ , ის თქვენს ხასიათშიც დევს.
თუ სხვა მოიქცა თქვენთან არასწორად, სანამ გასცემდეთ პასუხს, აბა დაფიქრდით თქვენ როგორ ექცევით სხვას. თუ სხვა აღარ გენდობა, აბა დაფიქრდით თქვენ ხომ არ დაკარგეთ ნდობა ვინმეს მიმართ. თუ ვინმე აგრესიულია თქვენს მიმართ , დაფიქრდით თქვენც იგივენაირად ხომ არ გამოხატავთ აგრესიას ვინმეს მიმართ. ასე ვთქვათ ბუმერანგის სახით გიბრუნდებათ ეს ქმედებები ,ემოციები და ა.შ. ასევე აქ ხდება საკუთარი თავის მიუღებლობა. არ გვინდა მივიღოთ საკუთარი თავი როგორებიც ვართ, იგივენაირად არ გვინდა მივიღოთ ადამიანები როგორებიც ისინი არიან, და ყოველთვის ვიღაცას ვაიგივებთ. გვსურს ისინი იყვნენ ისეთები, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია და ჩვენთვის მისაღებია. მაგალითად : თუ ერთი ადამიანი ზის ჩუმად და არ იღებს ხმას, მეორე და მესამე პირი არჩევს მისი სიჩუმის მდგომარეობას. ერთი ამბობს : ალბად რაიმეზე ნაწყენია და ამიტომ დუმს. მეორე ამბობს: ალბად რაღაც აწუხებს და არ გვეუბნება. ამ დროს კი ის პიროვნება რომელიც დუმს, სულაც არ არის ნაწყენი და არც არაფერი აწუხებს. ის უბრალოდ იხსენებს ცხოვრებიდან სასიამოვნო მომენტებს და ამით სიამოვნებას ღებულობს და ა.შ.
სიტყვას ან მოქმედებას ადამიანები სხვადასხვანაირად აღიქვამენ. ადამიანის არჩევანზეა დამოკიდებული თუ როგორ მიიღოს მოვლენები, მაგრამ სინამდვილე შეიძლება სხვა იყოს. ამიტომ წარმოიქმნება ადამიანებს შორის კამათი ან უარესი სიტუაცია. ზუსტად ამ სხვადასხვა შეხედულებების,აზრების და ემოციების გამო. არჩევენ , თუ რომელია მართალი და ა.შ. სინამდვილეში სიმართლე არ არსებობს, რადგან ადამიანების ხედვა სხვადასხვანაირი არის. ეს ყველაფერი მოდის აღზრდიდან და პიროვნული არჩევანიდან გამომდინარე. სავალდებულო არ არის ვინმეს ვგავდეთ, მიიღეთ საკუთარი თავი როგორიც თქვენ ხართ და მივიღოთ ერთმანეთი . მე მჯერა , რომ უფრო იოლი გახდება ცხოვრება თუ ერთმანეთის მიღებას ვისწავლით.
ანტონინა დარჩია
© IBEL ACADEMY