შენ საკმარისი ხარ!
შენ საკმარისი ხარ ! დიახ საკმარისი ხარ ყველაფერი იმისთვის რისი გაკეთებაც გინდა ან ოდესმე გიფიქრია მის გაკეთებაზე , ყველაზე მთავარია გულის სიღრმეში , შენს ქვეცნობიერს დააჯერო რომ შეგიძლია , შეგილია გააკეთო და შეძლო ყველაფერი რასაც გადაწყვეტ , დაიჯერო რომ საკმარისად ლამაზი , ჭკვიანი და ნიჭიერი ხარ აკეთო ის საქმე რაც გიყვარს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, თუ დაიჯერებ, დარწმუნებული შეგიძლია იყო იმაში რომ შენთან ერთად მთელი სამყარო დაიჯერებს რომ საუკეთესოს იმსახურებ.
ორი თვის წინ ჩემთვის რომ გეკითხა რატომ არ ვარ ჯერ კიდევ წარმატებული , ათას მიზეზს ჩამოგითვლიდი როგორ არ გამიმართლა და იქ დავიბადე სადაც ვარ , როგორი უიღბლო ვარ და როგორ არ არის ჩემზე დამოკიდებული არაფერი, როგორც არ უნდა მოვინდომო , მაინც არაფერი გამომივა რადგან „უპატრონო „ ვარ , ჩამოგითვლიდი როგორ დაეხმარნენ სხვებს წარმატების მიღწევაში , როგორ გაუმართლათ , ხოლო მე არ გამომივიდა , მთელ სამყაროს დავადანაშაულებდი იმაში რომ მე რაღაც არ გავაკეთე , ცოტა ხნის წინ რო გეკითხათ გეტყოდით რომ არაფრის მიღწევა არ შემეძლო და სიტყვაზე მენდეთ არცერთ წინადადებაში არ დავადანაშაულებდი საკუთარ თავს წარუმატებლობაში , არ გეტყოდით რამდენჯერ დავიძინე და არ წავედი, არ გამოვიყენე ის შანსი რომელსაც სამყარო მაძლევდა , ასევე მოგიყვებოდით ჩემზე ნაკლები ინტელექტის ადამიანებმა როგორ მიაღწიეს წარმატებას და დაუსრულებლად დავიწყებდი მათი გვერდის ‘სქროლვას,’ დიახ არ გეტყოდით როგორ გადიოდა დღეები არაფრის კეთებაში და როგორ მინდოდა ვიღაც სხვას შეეცვალა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ, როგორ ვიკვებებოდი ეგოიზმისგან , როგორ შემეძლო ყველაფრისთვის ხაზი გადამესვა და ადამიანები დამემცირებინა და მერე გაოცებულს მეკითხა რა დავაშავე, მაგრამ ერთ დღეს ჩემს თავს კითხვა დავუსვი როდემდე ვაპირებდი ამ ყველაფრის გაგრძელებას ?
ვინ ვიქნებოდი ბევრი წლის შემდეგ ?
დიახ ჩემმა ქვეცნობიერმა მიპასუხა ან რაც გინდათ ის დაარქვით , არავინ ! დიახ არავინ .. და გადავწყვიტე ყველაფერს შევცვლიდი ჩემთვის , ჩემი შვილებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც ეს დასჭირდებოდა . თუმცა არ ვიცოდი ეს როგორ უნდა გამეკეთებინა …
თუმცა დავიჯერე რომ საკმარისი ვარ სამყაროსთვის , სხვამ თუ შეძლო ესე იგი მეც შემიძლია , შემიძლია ღირებული ვიყო როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სამყაროსთვის .დიახ მე ჯერ კიდევ გზის დასაწყისში ვარ მაგრამ უკვე ვიცი პასუხისმგებლობა საკუთარი თავისთვის და სხვების მიმართ იმდენად მნიშვნელოვანია არცერთ სიტუავიაში არ მაქვს იმის უფლება მას ვუღალატო, დიახ ვიცი რომ ის დრო რომელსაც სამყარო გვაძლევს ყველასთვის ერთია , მთავარია რამდენად სწორად ვიყენებთ ყოველივეს და სწორედ ეს განსხვავებაა ჩვენს შორის , ვიღაც მთელ დროს თვითგვემაში , წარსულზე დარდში და იმ მოვლენებზე ხარჯავს რომელიც მასზე არ არის დამოკიდებული , ვიღაც კი ყველა სიტუაციაში ცდილობს პოზიტივი ნახოს და დრო მაქსიმალურად გამოიყენოს . დიახ, დაიჯერეთ რომ საკმარისები ხართ როგორც თქვენთვის და ასევე მთელი სამყაროსთვის და გარშემო ყველა დაგიჯერებთ , გისურვებთ არასდროს არცერთ სიტუაციაში არ დაგეკარგოთ საკუთარი თავის იმედი .
ეთო აბაზაშვილი