როდესაც მადლიერი ხარ, ცხოვრებაში ყველაფერი შენთვის სასიკეთოდ ხდება.
როდესაც მადლიერი ხარ, ცხოვრებაში ყველაფერი შენთვის სასიკეთოდ ხდება.
არსებობენ ადამიენები, რომლებსაც მადლიერების სწავლა არ სჭირდებათ, რადგან ისინი
ასეთებად იბადებიან. აბსოლუტურად ყველაფრის სწავლა მომიწია, გარდა
მადლიერებისა. არასდროს დამჭირვებია მადლიერება მესწავლა, რადგან ყოველთვის
ვგრძნობდი მას.
მახსოვს, სკოლის ასაკში გაზაფხულზე თეთრად გაფურჩქნილი ხის ყვავილები ჩემში
რამხელა აღტაცებას იწვევდა. ვფიქრობდი, რა სილამაზეა, როგორ, რანაირად შეიქმნა
ასეთი სრულყოფილება მეთქი. მადლიერების განცდა მქონდა, რომ მე ამას ვამჩნევდი,
მაშინ, როდესაც სხვა ბავშვები აყვავებულ ხეში ვერაფერ გასაოცარს ხედავდნენ.
ბავშვობაში ვგრძნობდი, რომ “ჩვეულებრივი” არ ვიყავი, უფრო მეტს და ღრმად
ვგრძნობდი, ვიდრე სხვები. თავიდან ეს განსხვავებულობა მძაბავდა, თუმცა შემდეგ
მივხვდი, რომ მე ვარ ისეთი, როგორიც მხოლოდ მე ვარ და პირველად, სწორედ მაშინ
ვიგრძენი მადლიერება საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ.
მას შემდეგ, ძალიან ბევრი მადლიერი დღე, წუთი და წამი მაქვს შეგროვებული.
– მადლიერი ვარ, რომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ, რადგან მხოლოდ მე ვარ ასეთი.
– მადლიერი ვარ, რომ შემიძლია შევიგრძნო იგი.
– მადლიერი ვარ, რომ ხელში მიჭირავს ჩემი ცხოვრების სადავეები და ზუსტად ისეთს
ვქმნი, როგორიც მინდა რომ იყოს.
– მადლიერი ვარ ჩემი ყველა იმ შინაგანი მდგომარეობის, რაც მაქვს და მქონია ოდესმე,
რადგან რომ არა ისინი, მადლიერების პოსტიც არ მექნებოდა.
– მადლიერი ვარ, რადგან ბავშვობიდან მაქვს განცდა, შემოქმედის განსაკუთრებული
ზრუნვისა და სიყვარულისა ჩემზე.
– მადლიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველა და ყველაფერი საჭირო დროს ჩნდება.
– მადლიერი ვარ გამოწვევისთვის- პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რთულია, იცნობდე
საკუთარ თავს სიღრმისეულად და იცოდე, რა გინდა შენ?! რთულია, მაგრამ შესაძლებელი,
ამიტომ მადლიერი ვარ @ქოუჩინგის ონლაინ აკადემიის.
- და ბოლოს, მადლიერი ვარ თქვენი, ვინც თქვენი ცხოვრების უძვირფასეს წუთებში ჩემი
პოსტის წაკითხვა გადაწყვიტეთ.
ანა კურტანიძე