რისთვის გვჭირდება ქოუჩი
ადამიანი ახალი საქმის დაწყების წინ 4 საფეხურს გადის, იმისთვის რომ რაშიც არაკომპეტენტურია კომპეტენტური გახდეს და მისი ახალი საქმიანობა მისი ბუნებრიობა შეიქმნას, ეს საფეხურებია:
- გაუცნობიერებელი არაკომპეტენტურობა
როცა არ იცი ის თუ რა არ იცი.
- გაცნობიერებული არაკომპეტენტურობა
როდესაც იცი ის რაც არ იცი
- გაცნობიერებული კომპეტენტურობა
როცა იწყებ იმის სწავლას რაც არ იცი
- გაუცნობიერებელი კომპეტენტურობა
შენ ფლობ ახალ უნარებს. ეს შენი ბუნებრიობაა.
ამ საფეხურების გავლა თავად შეუძლია ადამიანს, თუმცა ქოუჩის დახმარებით ეს უფრო სწრაფად და ეფექტურად და მარტივადაა შესაძლებელი.
ქოუჩი პირველ საფეხურზე ეხმარება ადამიანს გამორკვევაში, იმის გამორკვევაში თუ რა არ იცის , მის ახალ მიზანთან დაკავშირებით.
მეორე საფეხურზე ხდება ჩამოყალიბება იმისა რაც არ იცის და იმის რაც სჭირდება.
მესამე საფეხურზე კლიენტი ქოუჩის დახმარებით გაწერს გეგმას დაიწყებს ქმედებას, ახალი უნარების შესასწავლად, ქოუჩი ამ ეტაპზე ყურადღებას ამახვილებს პრაქტიკაზე, კონკრეტული ნაბიჯების შესრულებაზე.
და მეოთხე ეტაპი, ახალი უნარებით სავსე კლიენტი.
ქოუჩი ამ ოთხივე ეტაპზე კლიენტის გვერდით დგას, მხარს უჭერს მას, ეხმარება გამორკვევაში, მიმართულებების დადგენაში, ზუსტი მიზნების ჩამოყალიბებაში, ახალი აღმოჩენების გაკეთებაში და ამ ყველაფერს მოაქვს სწრაფი, მარტივი და ეფექტური შედეგი.
ანა ბულბულაშვილი