ფსიქო-სოციალური განვითარება ჩვილობაში
ბოულბი იყო ფსიქოლოგი, რომელმაც ჩამოაყალიბა მიჯაჭვულობის თეორია. მიჯაჭვულობა არის ემოციური კავშირი დედასა და შვილს შორის. მიჯაჭვულობის ხარისხი განსაზღვრავს მეგობრებთან, მეზობლებთან და ა.შ. დამოკიდებულებას. მიჯაჭვულება აუცილებლად დადებითად უნდა ჩამოყალიბდეს.
ჩატარდა „გაყინული სახის“ ექსპერიმენტი. დედებს სთხოვდნენ რომ 5-6 თვის ჩვილებთან ერთად მოსულიყვნენ. შემდეგ შეყავდათ ოთახში, სადაც დედა ეთამაშებოდა ჩვილს, შემდეგ იღებდა გაყინულ სახეს. ზოგი ბავშვი იწყებდა ტირილს, ზოგი მოიწყენდა და ა.შ. ანუ დედასთან ემოციური კავშირის გაწყვეტამ გამოიწვია უარყოფითი რეაქცია.
ბოულბი აკვირდებოდა ბავშვთა სახლებში სკოლამდელი ასაკის ბავშვების რეაქციას, როდესაც მათ სანახავად დედები მოდიოდნენ. გამოყო სამი რეაქცია განშორებაზე:
1. პროტესტი – როდესაც დედა გადიოდა, ბავშვი იწყებდა ტირილს, ფეხების ბაკუნს, გაპროტესტებას. ზოგისთვის დიდხანს გრძელდება, ზოგისთვის – ცოტა ხანს. ბავშვი შეიძლება იყოს ჩუმად ან ანგრევდეს ყველაფერს;
2. გულგატეხილობა – როდესაც პროტესტი ჩაივლის, ბავშვი არის გულგატეხილი, ნაღვლიანი. სხვისგან დახმარებას იღებს, მაგრამ ბედნიერი არ არის;
3. გარიყულობა – ბავშვი თამაშობს ჩვეულებრივად. თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ როდესაც დედა მოდის მის სანახავად, ბავშვი მას აღარ ღებულობს.
6-7 თვის ასაკში ხდება თვითშემეცნების განვითარება ბავშვებში. 8-9 თვისთვის აცნობიერებენ, რომ სარკეში არსებული ბავშვის მოძრაობები მათსას ემთხვევა.
მერი ეინსვორტმა ჩაატარა ექსპერიმენტი, როს შედეგადაც გამოყო მიჯაჭვულობის ტიპები:
1. სანდოდ მიჯაჭვულები – 60-70% აღმოჩნდა სანდოდ მიჯაჭვული, რაც ნიშნავს, რომ კარგად შედიოდა ბავშვი კონტაქტში, არ ეშინია გარე სამყაროსი. დედის გამოჩენას ბავშვი სიხარულით ხვდებოდა და არ ეშინოდა, რომ ის წავიდოდა;
2. განრიდებულნი – უცხოებთან კონტაქტში არ შედიან. დედის მოსვლას გახარებულები არ ხვდებოდნენ. ეშინოდათ, რომ დედას დაკარგავდნენ;
3. ამბივალენტურნი – უცხოებთან კონტაქტში არ შედის. დედას შეიძლება ჩაეხუტოს, მერე კი ეჩხუბოს.
მიჯაჭვულობას განაპირობებს:
1. თბილი და ყურადღებიანი დედა;
2. სინქრონულობა დედასა და ბავშვს შორის – თუ ბავშვს უნდა ჭამა, დედამ უნდა აჭამოს და ა.შ;
3. მრავლობითი მიჯაჭვულობა – მიჯაჭვული შეიძლება იყო მამაზე, ძიძაზე, მაგრამ პრიორიტეტული მაინც დედაა.
წყარო: “განვითარების ფსიქოლოგია”