ბედნიერება ჩვენშია ანუ თვისებები, რომლებიც ბედნიერებას განაპირობებს
1. სიამოვნებაში ცხოვრება: როცა ადამიანი რაც შეიძლება მეტ სიამოვნებას იღებს.
2. მუშაობაში ცხოვრება: როცა ბედნიერებას ადამიანი პოულობს სამუშაოში, შვილზე ზრუნვაში, სიყვარულში.
3. მნიშვნელობაში ცხოვრება: რაც მდგომარეობს იმაში, რომ გააცნობიერო რომელია შენი ყველაზე ძლიერი მხარეები და გამოიყენო ისინი რაიმე უფრო დიდი მიზნისთვის, ვიდრე თავად შენ ხარ.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ნამდვილ ბედნიერებას ადამიანი იღებს არა პირველი ტიპის ცხოვრებით, არამედ მეორე ან მესამე ტიპის, ანუ სხვაზე ზრუნვით ან საკუთარი ძალის მნიშვნელოვანი მიზნისათვის გამოყენებით.
ამ საკითხის შესახებ ჩატარებული ბევრი სხვა კვლევით დადასტურდა, რომ ბედნიერ ადამიანებს აქვთ გარკვეული ჩვეულებები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მათ ბედნიერებას. ანუ, სხვა სტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ ამ, ერთი შეხედვით უნმიშვნელო მახასითებლების წყალობით არიან მიდრეკილნი იმისაკენ, რომ იყონ ბედნიერები.
კარგი იქნება, თუ ყველა შეეცდება საკუთარ თავში ამ ჩვევების გამომუშავებას, რადგან, როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, სწორედ მათ ემყარება ბედნიერების შეგრძნება.
მაშ ასე, თვისებები, რომლებიც ბედნიერ ადამიანებს ახასიათებთ:
1. ცდილობენ თავის ირგვლივ ბედნიერი და მხიარული ადამიანები ყავდეთ, რადგან, როგორც ირკვევა, სიხარული გადამდები გრძნობაა.
2. იღიმებიან ხშირად, ოღონდ არა თვალთმაქცურად, არამედ გულითადად.
3. საკუთარ თავში ავითარებენ თვითაღდგენის შესაძლებლობას: როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ დეპრესიის ანტონიმი არის არა ბედნიერება, არამედ სწორედ “თვითაღდგენა”. ბედნიერმა ადამიანებმა იციან, როგორ “წამოდგნენ ფეხზე” მიღებული ტკივილის შემდეგ. როგორც იაპონური ანდაზა ამბობს: “შვიდჯერ დაეცი და რვაჯერ ადექიო”.
4. უბრალოდ ცდილობენ იყონ ბედნიერები.
5. ყურადღებას ამახვილებენ კარგზე.
6. აფასებენ უმცირეს სიამოვნებასაც კი.
7. ხშირად აკეთებენ სიკეთეს. ფსიქოლოგიაში ცნობილია სიკეთის კეთებით, სხვების დახმარებით მიღებული სიამოვნების ცნება, რასაც ხშირად ნარკოტიკებით მიღებულ ე.წ. “კაიფს” ადარებენ.
8. მსუბუქ ჭორაობასთან და ლაყბობასთან შედარებით უპირატესობას ანიჭებენ სერიოზულ გრძნობებზე საუბარს, ღრმა ურთიერთობას.
9. ხარჯავენ ფულს სხვებზე. დიახ! ფულმა შეიძლება მოიტანოს ბედნიერება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მას სხვისთვის ხარჯავ. ბევრს გამოუცდია, რომ საჩუქრის გაკეთება გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე მიღება.
10. შეუძლიათ მოსმენა. როცა უსმენ, კარს უხსნი ახალ ცონდნას, ხოლო ლაპარაკსას – ბლოკავ მას. ამას გარდა, მოსმენისას თქვენ ადამიანებს აჩვენებთ საკუთარ თავში დარწმუნებულობას და მათ მიმართ პატივისცემას. ამდენად ისინიც თქვენს მიმართ დადებითად ეწყობიან და ეს კიდევ უფრო გაბედნიერებთ.
11. ხშირი ურთიერთობა აქვთ ახლობლებთან. ოღონდ არა ონლაინ ან მობილური კავშირით, არამედ პირისპირ ურთიერთობა. უკვე დამტკიცებულია, რომ ვირტუალური ურთიერთობა ვერაფრით შეედრება რეალურს.
12. არიან ოპტიმისტები და ყველაფერში დადებითი მხარის დანახვას ცდილობენ.
13. ხშირად ეთიშებიან სოციალურ ქსელებს. ციფრული “დეტოქსიკაცია” საშუალებას აძლევს თქვენს ტვინს დაისვენოს და მოახდინოს ერთგვარი “გადატვირთვა”.
14. მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფიზიკურ ვარჯიშს. ვარჯიშის დროს ტვინში მიმდინარე ქიმიური რეაქციების წყალობით მცირდება დეპრესიის, შფოთვის შეგრძნება. ამას გარდა, ვარჯიში საშუალებას გვაძლევს დავაფასოთ საკუთარი სხეული, რაც კარგი განწყობისთვის აუცილებელია.
15. დადიან სასეირნოდ. ბუნება სულის მკვებავია. სუფთა ჰაერზე ოცწუთიანი გასეირნებაც კი დადებითად აისახება ჩვენს ხასიათზე.
16. იცინიან. ცნობილია, რომ სიცილის დროს გამოიყოფა ჰორმონები, რომლებიც გვეხმარება უკეთ ვიგრძნოთ თავი, ამცირებს ტკივილსა და სტრესს.
|