მარადისობის წამი
სულ მეჩქარება ..
აი ახლაც , ერთი სული მაქვს დავწერო …
ბოლო დროს სულ ვფიქრობ, რატომ მაქვს ეს განცდა ..მინდა ცხოვრებით დავტკბე და დრო კი სულ ცოტა მეჩვენება !!!
– რომ , ამბობენ ხვალინდელი დღეც შენიაო !!!!
ან მოასწერებ სად გეჩქარებაო ???
არ მესმის …ვერ ვიგებ …
ის რაც შეიძლება დღეს გააკეთო ხვალისათვის , რატომ უნდა გადადო ..მით უფრო ,რომ უქმად გაგყავს …
განცდა მაქვს, რომ არც ეს დრო უქმად დასაკარგად არ მიღირს.
იმდენი რამაა, რაც შეიძლება შეიმეცნო , გააკეთო
დააკვირდე ….ხანდახან ფიქრისთვის მის გასაანალიზებლად თუ შეიძლება მოიტოვო და ვფიქრობ ესეც დანაშაულია …
მეჩქარებოდა არც მქონია დრო მეფიქრა …
ეს უპირობო იყო, არ ვიტყვი რომ არ ჩამაფიქრა , როგორ შევძლებდი ამეღო პასუხისმგებლობა თვითგანვითარების თვით დაფინანსებაზე …
მაგრამ, როგორც იტყვიან მთავრია გადაწყვიტო ..შემდეგ უფალი შეგიწყობს ხელსო …
სულიერი ზრდის ეტაპზე – გაცნობიერების თითოეული წუთი … ჩემთვის ფიქრის და შინაგანი ბალანსის სასწორზე დადებული დრო აღმოჩნდა ..
მე ვწონიდი წარსულს მომავალზე და გამტარი აწმყო დენივით გადიოდა ჩემს სხეულზე…
ერთხელ ჩემმა ბრძენმა პედაგოგმა ჩემი ფიქრის საპასუხოდ თქვა – მხოლოდ ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი თავისგან საუკეთესო ვერსია მას შემდეგ, რაც აიღებენ პასუხისმგებლობას საკუთრ ცხოვრებაზე.
მაშინ ვიგრძენი ჩემს გულის ფეთქვას, გულის ბაგა-ბუგი..ჩაენაცვლა როგორ ჩაენაცვლა .
მანამდე არც მიფიქრია …
არც ამბიცია მქონია ..უბრალოდ ვიყავი ის რაც ვარ.
ახლა მას სახელი უწოდეს ანუ ეს მე ვარ ..და ჩემმა სახელმა ჩემს სახეზე ალმური გადაატარა..
ცხოვრებამ მომცა ის ფუფუნება , რომ ძლიერი გოგოები ჩემს მეგობრებად ქცეულიყვნენ …
მათში დამენახა საუკეთესო თვისებები და მათი გადაწყვეტილებების სიძლიერე ჩემს რწმენად ქცეულიყო …
ვგრძნობდი რამხელა მუხტი მოდიოდა მათი სულიერი საბადოდან..
ეს კი ჩემზე ისეთ გავლენას ახდენდა ერთი ორად ანთენბდა ჩემს შინაგან ცეცხლს.
რამდენჯერ მიფიქრია მათზე , :მოსიარულე ანგელოზები “…ცხოვრების ინტერესით და მოყვასის კეთილდღეობით სავსენი ……
დღემდე თუ იციან ..რამხელა ძალა შეიძლება აქვს მათ წარმოთქმულ ერთ სიტყვასაც კი ??
მე არ ვირჩევ ჩემს გზას … გაუკვალავი გზა თავად მირჩევს …
ასე დავიწყე, რომ მეჩქარება ვთვლი, რომ დრო ცოტაა
არ ვიცი რატომ ..იქნებ მარადისობაში წამი ხარ, რომელმაც გაქრობამდე უნდა მოსწრო და მარადიული ნათებათ იქცე
ავტორი: ნინო გვაზავა
Tag:მოტივაცია