რისთვის გვჭირდება ქოუჩ სესია?
მიეცით უფლება თქვენს თავს იყოთ ბედნიერი და გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი წარმატებისაკენ. რა ბევრის გავლა მომიწია ცხოვრებაში, რათა ეს აზრი ჩამომეყალიბებინა, თითქოს მარტივია მართო შენი ცხოვრება და ყველამ ვიცით ეს, მაგრამ აზრი იმაშია რომ ჩვენ ყოველთვის არ ვდგამთ ამ ნაბიჯს.
თუმცა მეც ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, მეც მიჩნდება ხოლმე რაღაც ეჭვები, კითხვები, რომელიც მიზნის მიღწევას უკავშირდება ეს კი იმას ნიშნავს, რომ დადგა ჩემთვისაც ის ახალი ეტაპი, როცა მეც მაქვს გადასადგმელი ნაბიჯი. და გადადგა ნაბიჯი რაღაც ახლისკენ, უფრო უსაფრთხოა და მარტივი, როცა გვერდით არის პროფესიონალი ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროს, როგორ მართო და შეცვალო შენი ცხოვრება.
გუშინ მქონდა ვიზიტი ქოუჩ სესიაზე. ჩვენ ვიმუშავეთ ჩემი მოთხოვნით 30-40 წუთი. დრო გავიდა უცებ, ამ ხნის განმავლობაში მოვიდა ბევრი ინსაიტები, იდეები, გადაწყვეტილებები, ეს ისე ეფექტური იყო, რომ სული შემეკრა. მე ვიპოვე პასუხები ჩემს ყველა კითხვაზე, ყველაფერი ნათელი და გასაგები გახდა, ხოლო დღეს უკვე გამოჩნდა დაგეგმილის შედეგები. მადლობელი ვარ ასეთი ეფექტური ქოუჩ სესიისთვის.
სინამდვილეში ჩვენი ტვინი ხშირად თამაშობს ჩვენთან სხვადასხვა თამაშებს, ჩვენს გადატანილ გამოცდილებებზე. რათქმაუნდა დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ რაიმეს გადალახვა, შეგიძლიათ გახდეთ ოლიმპიური თამაშის მონაწილეც, მაგრამ ცხოვრება გაჩვენებთ რომ ნამდვილი რეზულტატი პიროვნების ზრდაშია. ეს ხდება არა მხოლოდ გამბედაობით, არამედ სხვა ადამიანების მხარდაჭერით, რომელიც გადის სიმართლის გზაზე. „მიეცი თავს უფლება იყო ბედნიერი საკუთარი თავით და გადადგი ნაბიჯი წარმატებისაკენ“
პიროვნული ზრდა, განვითარება ისევე აუცილებელი და საჭიროა, როგორც წყალი, საკვები… ყოველ ნაბიჯზე ახალი გამოწვევები დგას. თანამედროვე ეპოქა არის განვითარების ყველა სფეროში, ასპექტში… მუდმივად მუშავდება ახალი ინსტრუმენტები ადამიანების დასახმარებლად…
ქოუჩინგიც ასეთი ახალი ინსტრუმენტების ნაკრები გახლავთ, რომელიც მუდმივად ადამიანს ეხმარება ფსიქოლოგიის გვერდზე დგომით და დამოუკიდებლადაც გამოიყვანოს ადამიანი ლაბირინთიდან, დაანახოს მას ახალი შესაძლებლობები, დაასახვინოს მიზნები სწორად, გააწერინოს გეგმები, უჩვენოს გზები მათ შესასრულებლად და გზებიდან შეარჩიონ ის გზა, რომელიც ნამდვილად მიიყვანს იმ ჭეშმარიტ შედეგამდე, რომლის მისაღებადაც ის მივიდა ქოუჩ სესიაზე.