4 მიზეზი თუ რატომაც არ გვესმის ჩვენი გრძნობების
გთავაზობთ ფსიქოლოგ ნატალია კოშულკოს მიერ შემოტავაზებულ 4 ეტაპს, თუ რატომ ვერ ვიგებთ ადამიანები საკუთარ გრძნობებს, რატომ არ გვესმის მათი
1 ბავშვობაში დიდები არ აქცევდნენ ყურადღებას თქვენს გრძნობებს, მათ უბრალოდ ვერ ამჩნევდნენ. თუმცა შეიძლებოდა შეემჩნიათ თქვენი აზრები, ემსჯელათ თქვენთან ერთად და განევითარათ თქვენი ფიზიკურობა. მაგრამ გრძნობები იყვნენ ყურადღების ზონის გარეთ.
2 თქვენ გესაუბრებოდნენ გრძნობებზე, მაგრამ გამოჰქონდათ ნეგატიური მსჯელობა, ე. ი. თქვენ გგმობდნენ. მაგალითად ასე, “როგორ არ გცხვენია, რომ ბრაზდები”, “როგორ არ გცხვენია, რომ გწყინს”, “შენ უბრალოდ შენ თავს არ ინდობ” და ა. შ.
3 შეეძლოთ დაესაჯეთ გრძნობებისთვის – ფიქიკურად ან მორალურად. მაგალითად, მორალური სასჯელი – იგნორირება, უარყოფა.
ეს აჩვევს ადამიანის იმას, რომ ზოგიერთი გრძნობა არ გამოსცადოს, იმიტომ რომ ამისათვის შეიძლება დაგმონ და დასაჯონ.
4 შეიძლება არასწორად ახსენით, რასაც გრძნობდით. მაგალითად, “შენ ხომ ახლა არ ბრაზდების შენს დაზე, შენ ის გიყვარს”.
რა ვუყოთ ამას? უნდა დავამყაროთ წესრიგი.
1 გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ არ არსებობს პოზიტიური და ნეგატიური გრძნობები. ყველა ემოცია და გრძნობა მნიშვნელოვანი და საჭიროა.
2 უნდა დავიწყოთ ჩვენს გრძნობებში გარკვევა. თუ მათ არ აქცევდნენ ყურადღებას, უნდა ვისწავლოთ ჩვენ თვითონ შევამჩნიოთ ისინი და ვილაპარაკოთ მათზე (სახელი დავარქვათ მათ).
3 თავი დავანებოთ საკუთარი თავის შერცხვენა ნებისმიერი გამოხატული გრძნობისათვის. მაშინაც კი, როცა თქვენ განიცდით გააფთრებას, რისხვას, შურს, ღვარძლს, ზიზღს, შიშს და საშინელებას. გრძნობა ეს მოქმედება არ არის. თუმცა მათ შეუძლიათ მრავალი მნიშვნელოვანი მოგიყვეთ საკუთარ თავზე.
4 ყველაზე რთული პუნქტი – არ შეგეშინდეთ, რომ მოგიძულონ, უარგყონ რაიმე გრძნობისათვის. ეს წარმოიშვა ბავშვობაში მნიშვნელოვან ხალხთან კონტაქტისას. და ასევე კონტაქტისას უნდა გადაკეთდეს, სხვაგვარად ჩამოყალიბდეს. მნიშვნელობანია გამოცდილების გადაწერა. თუ შესაძლებელი იქნება, ახლობელ ადამიანთან ერთად. თუ არა და, აქ საჭიროა ფსიქოთერაპევტი.
რატომ? იმიტომ, რომ მას ნასწავლი აქვს არ შეარცხვინოს და არ დასაჯოს გრძნობებისათვის. თქვენ ერთად იკვლევთ იმას, რაზეც მეტყველებენ თქვენი გრძნობები. ნებისმიერი. თუნდაც ყველაზე სამარცხვინო და საშინელი.
ნატალია კოშულკო ფსიქოლოგ-ფსიქოტერაპევტი
თარგმნა: © IBEL ACADEMY